ბენ აფლეკს და მეთ დეიმონს The Rip-ში რეპუტაციის შელახვისთვის პოლიციელები უჩივიან
ფოტო: Netflix
მაიამი-დეიდის შერიფის ოფისის ორი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ მსახიობების კრიმინალურმა დრამამ, რომელიც წელს Netflix-ზე გამოვიდა, მათ პირად და პროფესიულ რეპუტაციას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ორი ფლორიდელი პოლიციელის თქმით, ფილმში სამართალდამცავების გამოსახვის გამო რეპუტაციული ზიანი მიადგათ. ოფიცრები ამტკიცებენ, რომ ფილმი და მისი სარეკლამო კამპანია მიანიშნებს გადაცდომებზე, არაეთიკურ ქცევასა და არაპროფესიონალიზმზე, რომელიც რეალურ საპოლიციო ოპერაციასთან არის დაკავშირებული.
მაიამი-დეიდის შერიფის ოფისის თანამშრომლები, ჯეისონ სმიტი და ჯონათან სანტანა მსახიობების კომპანიას, Artists Equity-ს უჩივიან. მიუხედავად იმისა, რომ სმიტი და სანტანა ფილმში სახელებით არ არიან მოხსენიებულნი, სარჩელში აღნიშნულია, რომ მეთ დეიმონისა და აფლეკის პერსონაჟები იმდენად მჭიდროდ ასოცირდებიან ამ ორ ოფიცერთან, რომ მათმა ეკრანულმა სახემ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რეალური პირების რეპუტაციას.
მეთ დეიმონი და ბენ აფლეკი ფილმში The Rip
ფოტო: Claire Folger/Netflix
პოლიციელების სარჩელი, რომელიც Entertainment Weekly-მ მოიპოვა, აფლეკისა და მეთ დეიმონის კომპანიებს ცილისწამებასა და ემოციური ტრავმის განზრახ მიყენებაში ადანაშაულებს. აფლეკის, მეთ დეიმონისა და Artists Equity-ს წარმომადგენლებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, ხოლო Netflix-მა, რომელიც საქმეში მოპასუხედ არ ფიგურირებს, კომენტარზე უარი თქვა.
ფილმი The Rip მოგვითხრობს ლეიტენანტ დეინ დიუმარსისა (მეთ დეიმონი) და დეტექტივ სერჟანტ ჯეი დი ბირნის (აფლეკი) შესახებ, რომლებიც კარტელის კუთვნილ 20 მილიონ დოლარს პოულობენ, რაც ფარდას ხდის მაიამი-დეიდის პოლიციის დეპარტამენტში არსებულ კორუფციას. მოსარჩელეები აცხადებენ, რომ ფილმის შთაგონების წყარო გახდა 2016 წლის ივნისში მომხდარი რეალური შემთხვევა, როდესაც სმიტმა და სანტანამ 21 მილიონ დოლარზე მეტი ამოიღეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ფილმში გამოყენებული უნიკალური დეტალები მაყურებელს უქმნის გონივრულ ვარაუდს, რომ ეკრანზე სწორედ ეს პოლიციელები არიან გამოსახულნი.
სარჩელში ხაზგასმულია მომენტები, სადაც პერსონაჟები საპოლიციო პროცედურებს არღვევენ. ერთ-ერთ სცენაში აფლეკის პერსონაჟი ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს აგენტს კლავს. მოსარჩელეები ამბობენ, რომ მიუხედავად წარწერისა "შთაგონებულია რეალური ამბებით", კარტელის კუთვნილი დიდი თანხის ამოღების ფაქტის გარდა, ფილმში ასახული მოვლენები სინამდვილეში არ მომხდარა.
ოფიცრების ადვოკატების თქმით, ოჯახის წევრები და კოლეგები მათ კლიენტ პოლიციელებს ეუბნებიან, თითქოს ამოღებული ფული პირადი მიზნებისთვის გამოიყენეს: შეიძინეს ავტომობილები, კატერები და შვილებს კერძო სკოლებში ასწავლიან. ადვოკატების თქმით, მაყურებლები მაიამი-დეიდის პოლიციას და კონკრეტულ ოფიცრებს ფილმში ნაჩვენებ კორუმპირებულ სახეებთან აიგივებენ.
საჩივრის თანახმად, ადვოკატებმა ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში გაუგზავნეს კომპანიებს წერილი და ფილმის გამოშვების შეჩერება მოითხოვეს, თუმცა პასუხი მხოლოდ 2026 წლის იანვარში, პრემიერის შემდეგ მიიღეს. მწარმოებლებმა უპასუხეს, რომ წუხილი უსაფუძვლოა, რადგან ფილმში ოფიცრების სახელები ნახსენები არ არის.
მსახიობები The Rip-ის პრემიერაზე 2026 წლის იანვარში
ფოტო: Arturo Holmes/WireImage
ახლა სმიტი და სანტანა საჯარო უარყოფას, შესწორებას და ფილმზე სპეციალური განმარტების დართვას ითხოვენ. ასევე, ითხოვენ კომპენსაციას მიყენებული ზიანისთვის და საადვოკატო ხარჯების ანაზღაურებას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები