სამშენებლო ხარჯების ოპტიმიზაციის ახალი სტანდარტი MBG-ისგან
ფოტო: MBG
მშენებლობის ბიუჯეტის თითქმის ნახევარი რკინა-ბეტონის კონსტრუქციებზე მოდის, თუმცა ხარჯების რეალური ოპტიმიზაცია არა სამშენებლო მოედანზე, არამედ გაცილებით ადრე — პროექტირების ეტაპზე იწყება.
ფოტო: MBG
ჩვენ გთავაზობთ პროექტის სიღრმისეულ ანალიზს, რომელიც უზრუნველყოფს ხარჯების მკვეთრ შემცირებას არა ხარისხის დათმობის, არამედ ჭკვიანური საინჟინრო გადაწყვეტებისა და 18-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე. ჩვენი ინიციატივა რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს.
შეფასება & ანალიზი
ფოტო: MBG
ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ვეძებთ გზებს, რომ ფუნქცია და ხარისხი უცვლელი დარჩეს (ან გაუმჯობესდეს), ხოლო ხარჯი — მნიშვნელოვნად შემცირდეს. ვინაიდან მშენებლობის საერთო ბიუჯეტის 25-40% რკინა-ბეტონის კონსტრუქციებზე მოდის, სწორედ ამ ეტაპზე ჩართვა გვაძლევს შესაძლებლობას, გამოვავლინოთ დაპროექტების პროცესში გამოყენებული ზედმეტი მასალები.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არმატურით გადატვირთული პროექტი არ ნიშნავს უფრო მყარ კონსტრუქციას. ზედმეტი არმატურა კონსტრუქციის ზედმეტ სიხისტეს განაპირობებს, რაც სეისმური ბიძგების დროს ზრდის შენობის მზიდი კონსტრუქციის დაზიანების რისკს — გადატვირთული კონსტრუქცია დრეკადობას კარგავს.
ჩვენი ანალიზი უზრუნველყოფს პროექტის ტექნოლოგიურობას — კონსტრუქციული კვანძების ისეთ დაგეგმარებას, რომელიც გამორიცხავს რთულად შესასრულებელ ელემენტებს და მნიშვნელოვნად აჩქარებს მშენებლობის ტემპს.
ყველა პროექტი ინდივიდუალურია და სწორედ ასეთია ჩვენი მიდგომაც — არ ხდება მასალების ირაციონალური ხარჯვა. საბოლოოდ, თქვენ ზოგავთ ფინანსურ რესურსს და იღებთ უფრო მდგრად და ეფექტურ კონსტრუქციას.
ადაპტირება & მორგება საყალიბე სისტემებზე
ფოტო: MBG
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა — რას ნიშნავს საყალიბე სისტემებზე მორგებული პროექტირება?
ჩვენ ვაპროექტებთ კონსტრუქციულ ელემენტებს — სვეტებს, პილონებს, დიაფრაგმებს, ლიფტის შახტებს, მონოლითურ კოჭებსა და გადახურვის ფილებს — ისეთი გეომეტრიული პარამეტრებით, რომლებიც იდეალურად ერგება საყალიბე პანელების სტანდარტულ ზომებს.
რესურსების ოპტიმალური გამოყენება სწორედ მაშინ მიიღწევა, როდესაც პროექტი ყალიბის სისტემებზეა მორგებული — მინიმუმამდე მცირდება მასალების (ფანერა, ხე) დანაკარგი და ნარჩენების რაოდენობა.
ამასთანავე, საყალიბე სისტემების აწყობა და დაშლა ბევრად სწრაფად და ნაკლები ადამიანური რესურსით ხდება. პროექტირებისას მიღებული გონივრული გადაწყვეტილებები და სწორი ადაპტირება მხოლოდ ნახევარი გზაა — გადამწყვეტი ეტაპი მათი ზუსტი აღსრულებაა.
ტექნიკური ზედამხედველობა
ხშირად, პროექტის ოპტიმიზაციის შემდეგ ჩნდება კითხვა — როგორ დავრწმუნდეთ, რომ დაზოგილი ბიუჯეტი ხარისხის ხარჯზე არ მიიღწევა? პასუხი ზედამხედველობაშია.
პროექტირების ეტაპზე ვამბობთ, რომ ზედმეტი არმატურა არ ნიშნავს მყარ კონსტრუქციას. თუმცა, იმისთვის, რომ დაზუსტებულმა და გონივრულად განსაზღვრულმა რაოდენობამ მაქსიმალური ეფექტით იმუშაოს, მისი სწორად განლაგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ აქ ერთვება MBG-ის ტექნიკური ზედამხედველობის გუნდი.
პროექტირება გვაძლევს ეფექტურ გეგმას, ხოლო ზედამხედველობა — ამ გეგმის ზედმიწევნით შესრულების გარანტიას.
ეს ნიშნავს, რომ ოპტიმიზებული პროექტი ფურცლიდან რეალობაში უცვლელად გადადის. ზედამხედველობის მეშვეობით ხდება ზუსტი კონტროლი, რათა არ მოხდეს პროექტიდან გადახვევა და შენარჩუნდეს კონსტრუქციის სეისმური დრეკადობა — უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი პირობა.
საბოლოო ჯამში, ჩვენი გუნდის ჩართულობა გამორიცხავს მასალების ფლანგვასა და შეცდომებს, რაც უზრუნველყოფს რეალურ ფინანსურ დაზოგვას ხარისხთან კომპრომისის გარეშე.
MBG-ის ინოვაციური სტანდარტი გულისხმობს სამშენებლო ხარჯების მაქსიმალურ ოპტიმიზაციას უკვე პროექტირების ეტაპზე, სადაც ჭკვიანური საინჟინრო გადაწყვეტები, საყალიბე სისტემებთან ადაპტირება და ტექნიკური ზედამხედველობა ერთიანად ქმნის ეფექტურ, უსაფრთხო და ეკონომიკურად გამართულ სამშენებლო პროცესს.
დაზოგეთ იქ, სადაც სხვები ხარჯავენ
ფოტო: MBG
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები