სახურავი ლონდონში, სადაც Beatles-მა ბოლო კონცერტი გამართა, მუზეუმად იქცევა
ფოტო: Apple Corps Ltd Images
ათასობით ლონდონელისთვის, რომელიც ამ ადგილს ყოველდღიურად გვერდს უვლის, სევილ როუს 3 ნომერი უბრალოდ კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლია. თუმცა, Beatles-ის ფანებისთვის ეს მოსალოცი ადგილია: Apple Corps-ის (ჯგუფის ხმისჩამწერი ლეიბლის) ყოფილი შტაბ-ბინა; ადგილი, სადაც ჯგუფმა ალბომი Let It Be ჩაწერა და ლოკაცია, სადაც 1969 წლის ერთ ქარიან ხუთშაბათს, "დიდებული ოთხეული" სახურავზე ავიდა და თავისი ბოლო საჯარო გამოსვლა გამართა. ეს იყო მოკლე კონცერტი, რომელიც მაშინ დასრულდა, როცა პოლიციამ აპარატურა გამორთო.
მალე საზოგადოებას საშუალება ექნება ესტუმროს იმავე სახურავს, რომელზეც პოლ მაკარტნი და ჯონ ლენონი იდგნენ: ორშაბათს Apple Corps-მა განაცხადა, რომ სევილ როუს 3 ნომერს მუზეუმად აქცევს, რომლის გახსნაც მომავალ წელს იგეგმება.
როგორც Apple Corps-ის პრესრელიზშია ნათქვამი, ობიექტი მოიცავს "შვიდ სართულს კომპანიის არქივიდან ამოღებული მასალებით, რომლებიც აქამდე არავის უნახავს". იქ ასევე განთავსდება იმ სტუდიის რეპლიკა, სადაც Beatles-მა Let It Be ჩაწერა. ფანებს ექნებათ წვდომა სახურავზეც, სადაც 1969 წლის შემდეგ, როგორც ჩანს, ბევრი არაფერი შეცვლილა.
"მოაჯირებიც კი იგივეა," — განაცხადა ტომ გრინმა, Apple Corps-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ჰოლი ტესლერმა, ლივერპულის უნივერსიტეტის ექსპერტმა Beatles-ის ტურიზმის დარგში, აღნიშნა, რომ ამ მისამართს ფანები ისედაც აწყდებიან. ეს არის ერთ-ერთი იმ ორი მთავარი ღირსშესანიშნაობიდან ლონდონში (ები-როუდის "ზებრა" გადასასვლელთან ერთად), რომელიც ჯგუფთან ასოცირდება. თუმცა, ამჟამად ფანებს მხოლოდ გარეთ დგომა და სახურავისკენ თითის გაშვერა შეუძლიათ. "შიგნით ძალიან ცოტა ადამიანია ნამყოფი. დიდი სიამოვნებით ვნახავდი იქაურობას," — დასძინა მან. ბრიტანეთში Beatles-ის სხვა მუზეუმებიც არსებობს, მათ შორის მუსიკოსების მშობლიურ ლივერპულში, თუმცა ისინი ოფიციალურად არ არის ლიცენზირებული ჯგუფის ან Apple Corps-ის მიერ.
როდესაც ჯგუფმა სახურავზე კონცერტი გამართა 1969 წლის 30 იანვარს, ლანჩის დროს (რაც ნაჩვენებია პიტერ ჯექსონის დოკუმენტურ სერიალში Get Back და მაიკლ ლინდსი-ჰოგის 1970 წლის ფილმში Let It Be), ხმაურზე მეზობელი შენობებიდან ძირითადად საქმიანი ადამიანები გამოვიდნენ საყურებლად.
"იმედია, სინჯები წარმატებით გავიარეთ," — იხუმრა მაშინ ლენონმა გამოსვლის დასრულებისას.
Beatles-ის ბოლო გამოსვლა ლონდონში, სევილ როუს 3 ნომრის სახურავზე, 1969 წელი
ფოტო: Apple Corps Ltd Images
პოლ მაკარტნიმ პრესრელიზში აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ თავადაც ესტუმრა შენობას დასათვალიერებლად. "ამ კედლებში იმდენი განსაკუთრებული მოგონებაა, სახურავზე რომ აღარაფერი ვთქვათ," — თქვა მან — "მოხარული ვარ, რომ ხალხი ამ ყველაფერს ნახავს"
მიუხედავად იმისა, რომ პრესრელიზი ხაზს უსვამს იმ კარგ დროს, რომელიც ჯგუფმა ამ შენობაში გაატარა, ბევრი ფანისთვის ეს ალბომი ასოცირდება კონფლიქტებთან, რამაც საბოლოოდ Beatles-ის დაშლა გამოიწვია. "იქნებ გაყრა ჯობდეს," — ამბობს ჯორჯ ჰარისონი პიტერ ჯექსონის ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში. ტესლერის თქმით, "ეს ნამდვილად იყო პერიოდი, როცა ყველაფერი ინგრეოდა", თუმცა ამ უთანხმოებამ ფანების ინტერესი Beatles-ის ისტორიის ამ მონაკვეთის მიმართ მხოლოდ გაზარდა.
ჯგუფი ბოლო თვეებში კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში რეჟისორ სემ მენდესის გეგმების გამო, რომელიც 2028 წლის აპრილისთვის ოთხი ფილმის გამოშვებას აპირებს ჯგუფის ისტორიაზე. ამ ფილმებში მთავარ როლებს შეასრულებენ: პოლ მესკალი (პოლ მაკარტნი), ჰარის დიკინსონი (ჯონ ლენონი), ჯოზეფ ქვინი (ჯორჯ ჰარისონი) და ბარი კიგანი (რინგო სტარი).
ასევე ნახეთ: პირველი ვიზუალები The Beatles-ის ოთხფილმიანი პროექტიდან
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები