შიო III-ის ინტრონიზაცია ხვალ, 10:00 საათზე, სვეტიცხოვლში გაიმართება
შიო III-ის ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. ამის შესახებ თავად მეუფე შიომ პატრიარქად გამორჩევის შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში განაცხადა. მისი განმარტებით, ტრადიციის მიხედვით, პატრიარქის გამორჩევის შემდეგ პირველივე კვირას უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა და რადგან ასეთი დღესასწაული 12 მაისს არის (წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაული), ინტრონიზაციაც ხვალ გაიმართება.
შიო III-მ ამ სიტყვაში მადლობა გადაუხადა მღვდელმთავრებს, ღვთისმშობელს, ღირს მამა შიომღვიმელს და სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მფარველს, წმინდა ღირს ალექსი სენაკელს. მან ასევე აღნიშნა, რომ გაცნობიერებული აქვს, "ერთი მხრივ, ამ მოწოდების სიდიადე და პატივი და მეორე მხრივ მისი ადამიანური სიძლიერე და უძლურება".
"მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, დედანო, ძმანო და დანო. ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენს წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, იმედი, განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც. უპირველესად მადლობას ვწირავ მაღალ ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის, რომელიც მოიღო ჩემზე, მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა დასს. ღირს მამა შიო მღვიმელს. სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მფარველს, წმინდა ღირს ალექსი სენაკელს (შუშანიას)...
მადლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის. თითოეულ ადამიანს, ვინც დაუღალავად იღვაწა დღევანდელი კრების ღირსეულად წარმართისთვის; კრების ყველა დელეგატს. განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და თანადგომისთვის. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებას და მრევლს გამოვლენილი სიყვარულისთვის და მათთან ერთად ღვთისა და ეკლესიის სამსახურში გატარებული წლებისთვის. დიდი მადლია და წყალობა ღვთისა და ამავდროულად მძიმეა თანმდევი ჯვარი და პასუხისმგებლობა. შეუძლებელია უფლის განგების და განზრახვის ამოცნობა და პასუხის მოძიება კითხვაზე თუ, რატომ ინება ღმერთმა ასეთი დიდი მადლის და მსახურების მოცემა და დაკისრება ჩემზე. გაცნობიერებული მაქვს ერთი მხრივ, ამ მოწოდების სიდიადე და პატივი და, მეორე მხრივ, ჩემი ადამიანური სიძლიერე და უძლურება...
გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის. ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რათა ერთობით, სიყვარულით და მშვიდობით ვადიდოთ უფალი და ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი მსახურება ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ. მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ ინტრონიზაციის თარიღი. ტრადიციის მიხედვით, გამორჩევის შემდეგ პირველივე კვირას თუ დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უახლოესი ასეთი დღესასწაული გახლავთ ხვალ. ეს არის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაული. ამიტომ ინტრონიზაცია შედგება ხვალ, სვეტიცხოველში. მსახურება დაიწყება დილის 10 საათზე", — განაცხადა შიო III-მ.
შეგახსენებთ, საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი გახდა. დღეიდან ასე იწოდება, როგორც მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთის და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III.
ტახტის მოსაყდრემ კენჭისყრაზე 39 ხმიდან 22 ხმა მიიღო. დანარჩენი ორი კანდიდატიდან, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა მიიღო 9 ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა 7 ხნა, 1 ხმა გაუქმდა.
- ანდრია ჯაღმაიძე: კრება მიმდინარეობს იმ რეგლამენტის მიხედვით, რომელიც იყო წინასწარ გაწერილი და შეთანხმებული
- შალვა ნათელაშვილი: პატრიარქის არჩევას ესწრება, ქვეყნის მთავარი ოკუპანტის, პრეზიდენტ პუტინის მთელი სპეცსამსახური
- მეუფე ზენონი: არაფერი მაქვს სათქმელი, ყველა თავის სინდისით ირჩევს საქართველოს ეკლესიის მომავალს
- ლაშა პაპაშვილი: აუცილებლად მინდა და ვფიქრობ, მეუფე შიო გახდება საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი
- დღეს საქართველოს ეკლესია ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს — ღონისძიების დეტალები
- 11 მაისს, 09:00-დან 18:00 საათამდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები