ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი, მასშტაბური პაკეტი აამოქმედა. შეზღუდვები 85 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო, რომლებიც უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში, მათ მილიტარიზაციასა და კრემლის საინფორმაციო ომის კამპანიებში მონაწილეობდნენ.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ნაბიჯი რუსეთის მტრული საქმიანობის წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე ფრონტს მოიცავს.
ბრიტანული მხარე ამხელს რუსეთის მცდელობებს, გავლენა მოახდინოს სომხეთის მოახლოებულ არჩევნებზე. დოკუმენტების მიხედვით, "სოციალური დიზაინის სააგენტო" (SDA) და ორგანიზაცია ANO Dialog რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სპეცსამსახურების დავალებით მუშაობდნენ სომხეთში პრორუსული ძალების გაძლიერებასა და ხელისუფლების შეცვლის ხელშეწყობაზე.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პირები და ორგანიზაციები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან 20 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვის იძულებით გადასახლებასა და მათ იდეოლოგიურ დამუშავებაზე. მათ შორის არის ე.წ. "მეომართა ცენტრი" (Warrior Centre), სადაც ბავშვებს სამხედრო წვრთნებს უტარებენ და უკრაინული იდენტობის წაშლას ცდილობენ.
"დიდი ბრიტანეთი გულხელდაკრეფილი არ უყურებს, როგორ ცდილობს პუტინი ტყუილებისა და პროკრემლისტური ნარატივების გავრცელებას. ეს სანქციები არის პასუხი რუსეთის მცდელობებზე, დააზიანოს დემოკრატია და გაანადგუროს უკრაინის მომავალი ბავშვების ამაზრზენი დეპორტაციით", — განაცხადა საგარეო მდივანმა, ივეტ კუპერმა.
სანქციების პარალელურად, დიდი ბრიტანეთი დამატებით 1.2 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს უკრაინელი ბავშვების მოძიებისა და იდენტიფიცირების პროგრამებისთვის. ეს თანხა მოხმარდება სპეციალურ ვერიფიკაციის ცენტრებს, რომლებიც გაეროს საგამოძიებო კომისიას რუსეთის ქმედებების, როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის, დამტკიცებაში ეხმარებიან.
დღეის მდგომარეობით, გაერთიანებულ სამეფოს რუსეთის წინააღმდეგ ჯამში 3 300-ზე მეტი სანქცია აქვს დაწესებული.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები