კარდინალი კურტ კოხი შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად არჩევას ულოცავს
"საქართველოს ეკლესიის უძველესი და ბრწყინვალე სულიერი მემკვიდრეობის კვალდაკვალ, რომელიც მისი მრავალი წმინდანის მოწმობითა და ერთგულებითაა გაბრწყინებული", — ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი კარდინალი კურტ კოხი შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად არჩევას ულოცავს. მილოცვის წერილი დიკასტერიის გვერდზე, 11 მაისს გამოქვეყნდა.
"მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს
და აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტს.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, განსაკუთრებული სიხარულით შევიტყვე თქვენი არჩევის ამბავი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე. მსურს, დიკასტერიისა და პირადად ჩემი სახელით, გადმოგცეთ გულწრფელი მოლოცვა იმ მსახურების გამო, რომელიც უფალმა, მართალთა ნაბიჯების წარმმართველმა, მოგანდოთ.
ღვთიური განგებულებით, თქვენ მოწოდებული ხართ ახალი და უფრო მომთხოვნი ფორმით, წმინდა სინოდის წევრ თქვენს ძმა ეპისკოპოსებთან ერთად, დამწყემსოთ იესო ქრისტეს სამწყსო, უფლის მაგალითით, რომელიც "თავის სულს დადებს ცხვართათვის", რათა საქართველოს ეკლესია გაიზარდოს ერთიანობაში, სიწმინდესა და ქველმოქმედებაში.
საქართველოს ეკლესიის უძველესი და ბრწყინვალე სულიერი მემკვიდრეობის კვალდაკვალ, რომელიც მისი მრავალი წმინდანის მოწმობითა და ერთგულებითაა გაბრწყინებული, დაე, თქვენმა მსახურებამ ხელი შეუწყოს გულითადი მეგობრობის კავშირების განმტკიცებასა და ჩვენს ეკლესიებს შორის კიდევ უფრო ძმური დიალოგის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მსახურება გააძლიერებს სიყვარულისა და ერთიანობის იმ საკვრელებს, რომლებიც სულიწმინდის ნიჭით რეალურად, თუმცა ჯერ კიდევ არა სრულად, აერთიანებს იესო ქრისტეს ყველა მორწმუნეს, რათა სულ უფრო თვალსაჩინო გახდეს უფლის მცნება: "გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ". მამა ღმერთს ვევედრები, რომ ქართული მიწის წმინდანთა მეოხებით, უფალმა, თქვენზე უხვად გადმოავლინოს თავისი კურთხევა.
გპირდებით, რომ მოგიხსენიებთ ჩემს ლოცვებში და კვლავ გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას.
კარდინალი კურტ კოხი
ქრისტიანთა ერთიანობის ხელშეწყობის დიკასტერია", — ვკითხულობთ დიკასტერიის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.
Message of Cardinal Koch for the election of the Catholicos-Patriarch of All Georgia
ფოტო: https://www.christianunity.va/content/unitacristiani/en/cardinal-koch/2026/Saluti-e-messaggi/message-of-cardinal-koch-for-the-election-of-the-catholicos-patr.html
ცნობისთვის, საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი გახდა. დღეიდან ის იწოდება, როგორც უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III.
ტახტის მოსაყდრემ კენჭისყრაზე 39 ხმიდან 22 მიიღო. დანარჩენი ორი კანდიდატიდან, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა მიიღო 9 ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა — 7 ხმა, 1 ხმა გაუქმდა.
შიო III სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აკურთხეს. პატრიარქის აღსაყდრების რიტუალი 12 მაისს 10:00 საათიდან დაიწყო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები