ლონდონის სამეფო ოპერის თეატრმა კირ სტარმერს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
ლონდონის სამეფო ოპერის თეატრმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, კირ სტარმერს მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩართვისკენ მოუწოდა — ინფორმაციას The Guardians ავრცელებს.
"71 წლის მომღერალს გამოსვლები ჰქონდა ლონდონის სამეფო ოპერის თეატრსა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში. ის თანამშრომლობდა ისეთ ლეგენდარულ ტენორებთან, როგორებიც არიან ლუჩანო პავაროტი, პლასიდო დომინგო და ხოსე კარერასი.
იგი დააკავეს მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციას შეუერთდა პრეზიდენტის სასახლის წინ, საქართველოს დედაქალაქ თბილისში. გასულ კვირას მას შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც, როგორც პაატა ბურჭულაძემ სასამართლოს განუცხადა, მისი ასაკის გათვალისწინებით ფაქტობრივად უვადო სასჯელის ტოლფასია," — ასე ახასიათებს ბრიტანული გამოცემა პაატა ბურჭულაძეს.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრისადმი მიწერილ წერილში ლონდონის სამეფო ოპერის დირექტორი პიტერ კატონა წერს, რომ ბურჭულაძეს "სამაგალითოდ სჯიან, რათა ეს გაფრთხილება იყოს ყველასთვის, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ გაბედავს გამოსვლას".
"ბატონ ბურჭულაძეს წაყენებული ბრალდებები სრულად გაყალბებული და უკანონოა. მას მხოლოდ იმიტომ დევნიან, რომ მმართველი რეჟიმის მიმართ კრიტიკული პოზიცია აქვს," — წერს კატონა.
მისივე თქმით, ბურჭულაძეს ლონდონის სამეფო ოპერაში გამორჩეული კარიერა ჰქონდა და 1984 წლის დებიუტის შემდეგ არაერთხელ გამოსულა ამ სცენაზე. პიტერ კატონა იმასაც წერს, რომ მის მოწვევას მომავალშიც განიხილავენ.
"სამწუხაროდ, პაატა ბურჭულაძე ახლა საქართველოში არსებულ 100-ზე მეტ პოლიტპატიმარს შორისაა. ბოლო მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ხოლო 300-ზე მეტმა პირმა წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა.
თქვენი ყურადღება და სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ქართველებისთვის, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ თავისუფლება, ადამიანის უფლებები და დემოკრატიული მომავალი," — ვკითხულობთ წერილში.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად მიჩნეული პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ისინი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ბრალდებით გაასამართლეს.
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს სასჯელის სახედ და ზომად 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
თორნიკე მჭედლიშვილს, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას და ნიკა გვენცაძეს სასჯელის სახედ და ზომად 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები