გაიარე მეტი Bridgestone-თან ერთად — თბილისში თეგეტა მოტორსის მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
ფოტო: თეგეტა
გაიარე მეტი — ამ გზავნილით დაწყებულ კამპანიას თეგეტა მოტორსი ახალი, მასშტაბური აქტივობით განაგრძობს. ამჯერად კამპანიის ცენტრი ავტოინდუსტრიის ლიდერი ბრენდის, Bridgestone-ის საბურავებია. გიგანტური საბურავის ინსტალაციამ რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ქუჩა მოიარა და უკვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. მალე ის კონკრეტულ ლოკაციაზე განთავსდება. პროექტის გაფართოება რეგიონებშიც იგეგმება — ინსტალაციები ზაფხულის სეზონზე ქუთაისსა და ბათუმშიც გამოჩნდება.
ნინა მამაცაშვილი, თეგეტა მოტორსის მარკეტინგის უფროსი მენეჯერი: “კამპანიამ სტარტი ერთი თვის წინ აიღო და ახლა ახალ ეტაპზე გადავიდა. ამჯერად გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ, თუ გინდა უსაფრთხოდ გაიარო მეტი, ამისთვის ავტომობილის სხვადასხვა კომპონენტის გამართული მუშაობაა საჭირო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი სწორედ საბურავია. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ აქტივობის ცენტრში საბურავი ყოფილიყო და პარტნიორ ბრენდად Bridgestone შევარჩიეთ. არჩევანი მსოფლიოს წამყვან ბრენდზე შემთხვევით არ შეგვიჩერებია — საბურავების პრემიუმ მწარმოებელი სწორედ ხარისხსა და უსაფრთხო გადაადგილებასთან ასოცირდება.
ინსტალაციის იდეაც, სწორედ ამ გზავნილის განსხვავებული და დასამახსოვრებელი ფორმით გადმოცემას ემსახურებოდა. გვინდოდა, მომხმარებლებისთვის შეგვეხსენებინა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საბურავს უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის — იქნება ეს ქალაქში თუ უფრო გრძელ გზაზე გადაადგილება. ამასთანავე, გვსურს, ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ თეგეტა მოტორსი არის სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია, შეიძინოს ისეთი მაღალი ხარისხის პროდუქტი, როგორიც Bridgestone-ია, და გაიაროს მეტი უსაფრთხოდ და კომფორტულად“.
კამპანიისთვის Bridgestone შემთხვევით არ შერჩეულა. თეგეტა მოტორსისა და Bridgestone-ის პარტნიორობა უკვე 27 წელს ითვლის. თანამშრომლობა 1998 წელს დაიწყო, როდესაც თეგეტა იაპონური პრემიუმ ბრენდის ოფიციალური დილერი გახდა საქართველოში. მოგვიანებით კომპანიამ Bridgestone-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსიც მიიღო, დღეს კი ბრენდის უმსხვილეს პარტნიორია რეგიონში.
თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს Bridgestone-ის, როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ისე SUV-ებისა და სატვირთო ტრანსპორტისთვის განკუთვნილ საბურავებს სთავაზობს. ბრენდის პროდუქტი ინოვაციური ტექნოლოგიებით, გამძლეობით, გზასთან სტაბილური მოჭიდებითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით გამოირჩევა. Bridgestone-ის საბურავები გათვლილია სხვადასხვა სეზონისა და გზებისთვის, რაც მძღოლებს კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას აძლევს, როგორც ქალაქში, ისე გრძელ მანძილებზე. შესაბამისად, თეგეტა მოტორსში მიიჩნიეს, რომ Bridgestone მათი კამპანიის კონცეფციას ყველაზე ზუსტად გამოხატავს.
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსის ფართომასშტაბიანი, გრძელვადიანი კამპანიაა, რომელიც რამდენიმე სეზონს მოიცავს და სხვადასხვა აქტივობის საშუალებით ავტომობილის მოვლის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. კამპანიის ფარგლებში კომპანია მომხმარებლებს ეტაპობრივად შესთავაზებს შემეცნებით და სპორტულ აქტივობებს, ახალ ანიმაციურ კონტენტსა და მასშტაბურ ინსტალაციებს, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტსა და ავტომობილის კონკრეტულ კომპონენტს დაეთმობა. კამპანიის მთავარი მიზანია, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის კულტურა ყოველდღიურ და აუცილებელ ჩვევად აქციოს, რადგან უსაფრთხო გადაადგილება, როგორც მძღოლებისა და მგზავრებისთვის, ისე ქვეითებისთვის, სწორედ გამართული ავტომობილით იწყება.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები