შოთა ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, ეს იყო ფასების შემსწავლელი კომისია
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ის ფასების შემსწავლელ კომისიას ხელმძღვანელობდა და არა "ფასების დაკლების კომისიას".
"ეს პირველ რიგში იყო არა ფასების დაკლების კომისია, ეს იყო ფასების შემსწავლელი კომისია," — განაცხადა ბერეკაშვილმა.
ბერეკაშვილის განცხადებით, ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის მიზანი იმ პრობლემების იდენტიფიცირება იყო, რომლებიც საკვებ პროდუქტებზე ინფლაციას იწვევს. ბერეკაშვილის განცხადებით, კომისიის 108-გვერდიანი დასკვნა სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება.
"მე თავიდანვე აღვნიშნე, რომ მიზანი კომისიის იყო რომ პირველ რიგში იდენტიფიცირება გაგვეკეთებინა პრობლემებისთვის, თუ რა პრობლემები იწვევს საკვებ პროდუქტებზე ინფლაციას. შემდეგ გაგვეკეთებინა ანალიტიკა, შესწავლა სექტორის სიღრმისეული და სწორედ ამის შემდეგ დაგვედო გეგმა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული პრობლემის მოგვარება. სწორედ ის 108-გვერდიანი დასკვნა შედგება ამისგან," — განაცხადა ბერეკაშვილმა.
გამოსავალზე საუბრისას ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ მათ სხვა ქვეყნების მაგალითებით იხელმძღვანელეს და საბერძნეთის მოდელით რეკომენდაციები გასცეს. მისი თქმით, მათ მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, დისტრიბუტორთა ქსელებმა "საოჯახო კალათა" შექმნეს. მისი თქმით, სუპერმარკეტები "15 საბაზისო პროდუქტზე საუკეთესო ფასებს შესთავაზებენ მომხმარებელს".
"ჩვენი ბაზრის სტრუქტურა როდესაც შევისწავლეთ, ის ძალიან ჰგავს საბერძნეთისას და სწორედ ასეთი რეკომენდაციები გავეცით. მე ძალიან მოხარული ვარ და მადლობა მინდა ვუთხრა ქსელებს, ასევე დისტრიბუტორებს და მწარმოებლებს, რომლებმაც ბერძნული მოდელის ფარგლებში საოჯახო კალათა შექმნეს და ამის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ისეთი 15 საბაზისო პროდუქტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, მასზე საუკეთესო ფასებს შესთავაზებენ მომხმარებელს. ისეთ საუკეთესო ფასებს შესთავაზებენ, რომ მართლაც მე რომ შევამოწმე აღფრთოვანებული დავრჩი და თქვენც შეგიძლიათ მედიასაშუალებებით ნახოთ. ეს, როგორც არ უნდა ჩათვალოთ, ამ ეტაპზე ძალიან კარგი მიღწევაა," — განაცხადა ბერეკაშვილმა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები