"ვიდეოში მკვლელობის მოტივის ოფიციალურ ვერსიას ვციტირებთ" — "ფედერალისტები" იზა ომაძის განცახდებაზე
პარტია ფედერალისტები 2021 წელს მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედის, იზა ომაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ფედერალისტებს იმ ვიდეოს სოციალური ქსელიდან აღებას სთხოვს, სადაც მისი შვილის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაა ნახსენები.
პარტია აცხადებს, რომ "ღრმა პატივისცემას და თანაგრძნობას გამოხატავენ ქალბატონი იზას მიმართ" და დასძენენ, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა "აჩვენებს ივანიშვილის რეჟიმის ხელშეწყობით ქვეყანაში კრიმინალური სამყაროს გავლენის ზრდას და განუკითხაობას, რომელიც ყველა ქართულ ოჯახს უქმნის საფრთხეს". მათი თქმით, გავრცელებული ვიდეორგოლის "მთავარი გზავნილი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილ განუკითხაობას ეწირებიან ის ადამიანებიც, რომლებსაც პერსონალურად, მათ ცხოვრებაში არანაირი შეხება არ ჰქონიათ კრიმინალურ სამყაროსთან".
"12 მაისს ფედერალისტებმა გამოვაქვეყნეთ ვიდეო, სადაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ელისო ფაჩუაშვილი პერსონალურ ტრაგედიას იხსენებს და ქვეყანაში კრიმინალური სამყაროს გავლენის დაბრუნებაზე საუბრობს.
ვიდეოში მაგალითად მოყვანილია არაერთი გახმაურებული საქმე, მათ შორის ნიკო კვარაცხელიას საზარელი მკვლელობა.
ვიდეოს გამოქვეყნების შემდგომ გარდაცვლილის დედამ, იზა ომაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ვიდეოში მკვლელობის არასწორ ვერსიას ვავრცელებთ.
პირველ რიგში, გვსურს გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა და თანაგრძნობა ქალბატონი იზას მიმართ, გვესმის, თუ რამხელა ტრაგედიაა დედისთვის ასეთი საზარელი მკვლელობის შედეგად შვილის დაკარგვა.
ამავდროულად, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა მთელი საზოგადოების ტრაგედიაცაა.
ის, სხვა გახშირებულ მძიმე დანაშაულებთან ერთად, აჩვენებს ივანიშვილის რეჟიმის ხელშეწყობით ქვეყანაში კრიმინალური სამყაროს გავლენის ზრდას და განუკითხაობას, რომელიც ყველა ქართულ ოჯახს უქმნის საფრთხეს.
ამ ვიდეოში მკვლელობის მოტივის შესახებ ბრალდების ოფიციალურ ვერსიას ვციტირებთ, რომელიც მასობრივად გავრცელდა მედიის საშუალებით.
ჩვენი მთავარი გზავნილი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილ განუკითხაობას ეწირებიან ის ადამიანებიც, რომლებსაც პერსონალურად, მათ ცხოვრებაში არანაირი შეხება არ ჰქონიათ კრიმინალურ სამყაროსთან — და ასეთია ნიკო კვარაცხელიას შემთხვევაც.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არა კონკრეტული დანაშაულის კრიმინალურ მოტივზე მსჯელობა, არამედ იმ გარემოს ჩვენება, რომელშიც მსგავსი ამაზრზენი დანაშაული ლამის ყოველდღიურობად იქცა.
ფედერალისტები აუცილებლობად მივიჩნევთ, რომ სანამ ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლებაში რჩება, საზოგადოების მხრიდან იყოს მუდმივი წნეხი ამ ვითარებასთან მიმართებით," — ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, მანამდე იზა ომაძე ფედერალისტების მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლს გამოეხმაურა და პარტიას მკვლელობის მოტივის ცრუ ვერსიის გავრცელებაში დასდო ბრალი. ომაძისთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა ვიდეოში გამოყენებული მკვლელობის კადრები, რის შემდეგაც მან ფედერალისტებს ვიდეოს აღება მოსთხოვა. "წაიშალოს ვიდეო! თანაც სასწრაფოდ!", — დაწერა მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედამ სოციალურ ქსელში.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები