შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესების გამკაცრებაზე იფიქრებს
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში აკრედიტაციის წესების გამკაცრებაზე იფიქრებს. მან ევროპარლამენტში მოქმედ წესებთან გაავლო პარალელი და თქვა, რომ შესაძლოა საქართველოშიც მხოლოდ რესპონდენტის თანხმობის შემთხვევაში შეძლონ ჟურნალისტმა კომენტარის ჩაწერა და აკრედიტაციის აკრძალვის ვადებიც გამკაცრდეს.
"მე მგონი ვიფიქრებთ, მე ვაპირებ, რომ ვიფიქრო, რომ შევიტანო თუ არა შესაბამისი ცვლილებები აკრედიტაციის წესში. კერძოდ, შევიტანო თუ არა ცვლილებები, რომ პირველი — წინასწარი თანხმობა მივიღოთ რესპონდენტებისგან. თუკი ევროპარლამენტში არის ეს წესი და ევროპული წესი ეს ყოფილა, თანხმობა მივიღოთ რესპონდენტებისგან და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ ინტერვიუ. და მეორე — ჩვენთან პირველ ჯერზე არის ერთი თვე, მეორე ჯერზე არის ექვს თვემდე [აკრედიტაციის შეჩერება]. ევროპარლამენტში პირველივე ჯერზე ერთწლიანი შეჩერება არის. ამიტომ, ამაზე აუცილებლად ვიფიქრებთ.
უბრალოდ, თქვენ უნდა იცოდეთ, არსებობს კარგი სიტყვა — ფარისევლობა. უნდა მიხვდეთ, რა ფარისევლობაა ევროპარლამენტში, რა ფარისევლობა არის ბრიუსელში, რა ფარისევლობაა ევროკავშირის საელჩოში, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოს პარლამენტს, აკრიტიკებდნენ და თავდასხმის ობიექტი იყო საქართველოს პარლამენტი იმის გამო, რომ შეეცადა, რომ მედიის რაღაც ელემენტარული წესები ყოფილიყო პარლამენტში, რომელიც არის ათჯერ უფრო მსუბუქი, როგორც აღმოჩნდა, ვიდრე ევროპარლამენტში და როგორ ბედავდა ეს ხალხი, საქართველოს პარლამენტს თავს ესხმოდა", — განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ბრიფინგზე ევროპარლამენტის მიერ სამთავრობო ტელეკომპანია "იმედისთვის" მუშაობის აკრძალვაზეც ისაუბრა და თქვა, რომ "ეს არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია".
"მუქარას დიდი ხანია ვისმენდით ქალბატონი რასასგან [იუკნევიჩიენე], ვინაიდან სხვანაირად ვერ ასრულებენ ამ მუქარას, ახლა თავის რაღაც ვიწრო წრეში, ასე ვთქვათ, პატარა ბრწკენას ცდილობენ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.
რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ და ნაბიჯებს ვხედავთ, ეს არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია. ფაქტია, რომ მთავარი, რასაც უფრთხის დღეს ბრიუსელი, ეს არის მართალი სიტყვა და ძალიან აფრთხობთ ის სიმართლე, რომელიც საბოლოო ჯამში ესმით და მთელი პროპაგანდა, რომელიც მოქოქილი იყო და მილიონობით იხარჯებოდა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არ მუშაობს.
ეს არის ნაწილი საქართველოში თავისუფალი მედიის დახურვისა. სწორედ ეს არის გაგრძელება დიდ ბრიტანეთის მიერ მიღებული მტრული გადაწყვეტილებების მედიის წინააღმდეგ, რომლის ასევე მიზანი არის, რომ დაიხუროს თავისუფალი მედია და მუქარას დიდი ხანია ვისმენდით ქალბატონი რასასგან [იუკნევიჩიენე], რომელიც გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით. ამ მუქარას ვისმენდით და ვინაიდან სხვანაირად ვერ ასრულებენ ამ მუქარას, ახლა თავის რაღაც ვიწრო წრეში, ასე ვთქვათ, პატარა ბრწკენას ცდილობენ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ," — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, სამთავრობო ტელეკომპანია "იმედს" ევროპარლამენტში საქმიანობა ერთი წლით აეკრძალა, ხოლო მოლდოვამ — "იმედს", "რუსთავი ორსა" და "პოსტივის", ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გაშუქებაზე უარი უთხრა.
დღევანდელ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ევროკავშირი და ელჩი პაველ ჰერჩინსკი და თქვა, რომ ევროკავშირი "ბედავს" და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა და "მედიის დახურვას ცდილობს".
"თქვენ წარმოიდგინეთ ახლა, წევრი არ ვართ ევროკავშირის, არანაირი წევრი არ ვართ, არანაირი ზედმეტი პოლიტიკური გავლენა არ უნდა ჰქონდეთ. დგანან და ამას გვიბედავენ, დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანას გვიბედავენ, ხელს აფათურებენ ჩვენს არჩევნებში, ევროკავშირი ელჩი პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში ჩართული იყო, ჩვენი მედიის დახურვას ცდილობენ. ჩვეულებრივად იქცევიან, როგორც ქვეყანა რომელიც სხვის დამორჩილებას ცდილობს, ასე იქცევა დღეს ბრიუსელი, ასე რომ არანაირი ხიბლი ამის შემდეგ რომ... წევრი რომ გავხდებით, მერე რას იზამენ?", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები