აშშ-მა ირაკლი შაიშმელაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა
ფოტო: ტვ პირველი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია "ტვ პირველის" ეთერში "მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებელმა, იურისტმა ეკა ბესელიამ გაავრცელა.
ბესელიამ აღნიშნა, რომ შაიშმელაშვილისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭება იმის ოფიციალური დადასტურებაა, რომ ყოფილ ძალოვანზე, რომელმაც სისტემა ამხილა, საქართველოში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა.
"როდესაც ირაკლი შაიშმელაშვილს შენ ორი წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯი, ადამიანს, რომელმაც აჩვენა ის გამბედაობა და ის პასუხისმგებლობა, რასაც ჩვენ ველოდებით პოლიციელებისგან, რომ არ შეასრულონ უკანონო დავალება, ამხილა ეს რეპრესიული სისტემა, მთელი შიდა ძალიან მძიმე ვითარება და თქვა რომ მე ამას არ გავაკეთებ და წავიდა. წავიდა, მაგრამ მას დააწიეს სისხლის სამართლის საქმე, სადაც, სხვათა შორის, არ ვიცი უკვე გასაჯაროვდა თუ არა ეს ინფორმაცია, მაგრამ შემიძლია უკვე გითხრათ, რომ მან მიიღო ამერიკის სახელმწიფოსგან პოლიტიკური თავშესაფარი და ჩვენ მივიღეთ ეს ოფიციალური დადასტურება, ვიყავით ამ პროცესთან ძალიან ახლოს, იცით, რომ ჩვენი იურიდიული ჯგუფი მუშაობს მის საქმეზე აქ ქართულ სასამართლოში, თუმცა გვქონდა ასევე კონტაქტი მის უცხოელ ადვოკატებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმიტომ, რომ ეს პირველი ფაქტია ამ პოლიტიკური დაპატიმრებებიდან, ვინც ეს სტატუსი მიიღო და მიიღოს სწორედ იმის გამო, რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა საქართველოში", — განაცხადა ბესელიამ.
ამ საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა და თავად შაიშმელაშვილსაც არაფერი უთქვამს. მისივე თქმით, "სხვას თუ უნდა რომ ვინმე კრიმინალი თავისთან ჰყავდეს, ესეც იმ ქვეყნის არჩევანია".
"მე ავხსნა? მე მგონი შეერთებულმა შტატებმა უნდა ახსნას, თუკი ეს ასე არის. არ ვიცი ეს ასე არის თუ არ არის. ეს მას არ უთქვამს. მე რამდენადაც გავეცანი, რომ ერთ-ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ მას მისცეს თავშესაფარი. ჯერ თვითონ თქვას, ეს ასე არის თუ არა და მერე... ჩვენ ვეძებთ ჩვენს კრიმინალებს. რაც უფრო მალე მივწვდებით და რაც უფრო მალე მოხვდებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მით უფრო კარგი. სხვას თუ უნდა, რომ ვინმე კრიმინალი თავისთან ჰყავდეს, ესეც იმ ქვეყნის არჩევანია. აგერ უკრაინას ხელისუფლებაში ჰყავს ქართველი კრიმინალები ადეიშვილის და გია ლორთქიფანიძის სახით. მოთმინებით ველოდით მიხეილ სააკაშვილს და ხედავთ, რომ ის ახლა იხდის სასჯელს", — თქვა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი შაიშმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტრო 2024 წლის 3 დეკემბერს, პროევროპული აქციების ძალისმიერი დარბევის ფონზე, პროტესტის ნიშნად დატოვა. სისტემიდან წასვლისა და ქვეყნიდან გამგზავრების შემდეგ, პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
2026 წლის 7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ შაიშმელაშვილს დაუსწრებლად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებს ეხება, რომელზეც სხვა ბრალდებულ პოლიტიკოსებსა და პირებსაც მიესაჯათ სხვადასხვა ვადით პატიმრობა. შაიშმელაშვილი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
- "მხოლოდ განცხადებების გამო დაიწყო ჩემი დევნა და აღიძრა საქმე" — ირაკლი შაიშმელაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე განაჩენ გამოეხმაურა
- ოპოზიციური ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმის განაჩენი რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორებაა
- მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 7-7 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები თავს დამნაშავეებად არ ცნობენ
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები