პრიმერო — სტომატოლოგიური კლინიკა თბილისში, რომელიც მომსახურების ახალ სტანდარტს ქმნის
ფოტო: პრიმერო
კლინიკა პრიმერომ ქართულ სტომატოლოგიურ სივრცეში მომსახურების ახალი სტანდარტი დაამკვიდრა და მის გაუმჯობესებას ამ დრომდე უწყვეტად განაგრძობს. სამედიცინო ცენტრი რამდენიმე ღირებულებას ეფუძნება — პროფესიონალიზმს, თანამედროვე მიდგომებსა და პაციენტებზე ორიენტირებულ ზრუნვას.
სტომატოლოგიური კლინიკა პრიმერო 2014 წელს დაფუძნდა. მისი შექმნა ცოლ-ქმარმა და დარგის გამორჩეულმა სპეციალისტებმა — სტომატოლოგმა, თერაპევტმა და ორთოდონტმა თამარ ორჯონიკიძემ, ყბა-სახის ქირურგმა და იმპლანტოლოგმა გალაქტიონ მახვილაძემ გადაწყვიტეს.
“მე და თამარი ჩვენი პროფესიის მიმართ ყოველთვის უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდით, მუდმივად ვისწრაფოდით განვითარებისა და სიახლეებისკენ. იმ კლინიკის ხელმძღვანელებს კი, სადაც მანამდე ვმუშაობდით, ხშირად ეს არ ესმოდათ. ჩვენ გვსურდა, გაგვეკეთებინა ექიმობაზე დაფუძნებული ბიზნესი და არა ბიზნესზე მორგებული საექიმო საქმიანობა“, — ამბობს გალაქტიონ მახვილაძე.
პრიმეროს კლინიკური დირექტორი მისი დაარსებიდან დღემდე თამარ ორჯონიკიძეა. გარდა საექიმო პრაქტიკისა, ის სრულად არის ჩართული ცენტრის მმართველობასა და ხარისხის კონტროლის პროცესში.
“მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქმე შედარებით დელეგირებულია, პრიმეროს მართვა მაინც საკმაოდ რთულია. ამის მიზეზი ჩვენი მაღალი სტანდარტებია, რომელთა დაცვაც მუდმივ ყურადღებასა და პროცესების კონტროლს მოითხოვს“, — აღნიშნავს თამარ ორჯონიკიძე.
კლინიკა სრულად არის აღჭურვილი უახლესი მოწინავე ტექნოლოგიებით. მის სივრცეში განთავსებულია ციფრული დიაგნოსტიკური ხელსაწყოები —პანორამული და 3D (CBCT) აპარატები, ინტრაორალური სკანერები, სამი დენტალური მიკროსკოპი და მოწინავე CAD/CAM სისტემები. ასევე, თანამედროვე ბორმანქანები, პირის ღრუს პროფესიონალური წმენდისთვის განკუთვნილი ულტრაბგერითი და აირჭავლოვანი აპარატები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტერილიზაციის სრულყოფილი და საიმედო სისტემა. ყოველივე ეს, პროფესიონალების გუნდთან ერთად, ნებისმიერი კლინიკური შემთხვევის წარმატებულად გადაწყვეტის მთავარი წინაპირობაა.
“კლინიკის ტექნიკური ბაზისა და მასალების განახლების მიზნით, აქტიურად დავდივართ საერთაშორისო გამოფენებზე, კონფერენციებზე, სადაც ბაზარზე არსებულ სიახლეებსა და ინოვაციებს ვეცნობით. ასევე, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ წამყვან მწარმოებლებთან, რომლებიც ახალი პროდუქტების შესახებ გვატყობინებენ. შედეგად, მუდმივად ვახერხებთ, ფეხი ავუწყოთ ცვლილებებს, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ბაზარი საოცარი ტემპით ვითარდება და იხვეწება“, — ამბობს თამარ ორჯონიკიძე.
დღეს პრიმერო პაციენტებს სრული სპექტრის სტომატოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს, მათ შორისაა ქირურგია, პაროდონტოლოგია, ორთოპედია, ორთოდონტია, იმპლანტაცია და გნათოლოგია. ასევე, კოსმეტიკური ხასიათის სერვისები, როგორებიცაა კბილების გათეთრება და სხვა.
პრიმეროში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტებთან კომუნიკაციასაც. აქ თითოეული სპეციალისტის მიზანია, გაუწიოს მათ სრულფასოვანი კონსულტაცია და დასახოს მკურნალობის საუკეთესო გეგმა, რომელიც პრობლემას დროებით კი არ მოხსნის, არამედ მას სამუდამოდ ან ხანგრძლივად მოაგვარებს.
“ჩვენთვის პაციენტები ოჯახის წევრებივით არიან. მათი უმეტესობა წლებია, ჩვენთან მკურნალობს, მოჰყავთ ოჯახის სხვა წევრები, მეგობრები, ახლობლები, თანამშრომლები. ასე იკვრება ადამიანთა წრე პრიმეროს გარშემო — კლინიკის, რომლის მთავარი ღირებულებაც გულწრფელი, სწორი კომუნიკაცია, პროფესიონალიზმი და ნდობაა“, — ამბობს თამარ ორჯონიკიძე.
კლინიკა პრიმეროში სტომატოლოგთან ვიზიტი შეგიძლიათ, დაჯავშნოთ შემდეგი ნომრების საშუალებით: 597 268 787, 596 268 787.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები