მეთიუ პერის სიკვდილში ბრალდებულ კიდევ ერთი პირს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა
ფოტო: Getty Images
ლოს-ანჯელესის სასამართლომ მეთიუ პერის გარდაცვალების საქმეზე ნარკოდამოკიდებულების კონსულტანტს, 56 წლის ერიკ ფლემინგს, ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მან ბრალი ჯერ კიდევ 2024 წელს აღიარა.
მეთიუ პერი, რომელიც წლების განმავლობაში ნარკოდამოკიდებულებასა და ფსიქიკურ პრობლემებს ებრძოდა, საკუთარ სახლში, ჯაკუზიში გარდაცვლილი იპოვეს. ის კეტამინს დეპრესიის სამკურნალოდ, ლეგალურად იყენებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ექიმმა დოზის გაზრდაზე უარი უთხრა, მსახიობმა პრეპარატის სხვა გზებით მოპოვება დაიწყო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სწორედ ერიკ ფლემინგმა დააკავშირა მეთიუ პერი ჯასვინ სანგასთან, რომელსაც პროკურატურა "კეტამინის დედოფალს" უწოდებს. ფლემინგი კეტამინს სანგასგან ყიდულობდა, ფასს უმატებდა და მეთიუ პერის სახლში მიჰქონდა, სადაც პრეპარატს მსახიობის ასისტენტზე ყიდდა. როგორც ირკვევა, ფლემინგმა გამოძიებასთან პირველივე დღეებში ითანამშრომლა და სანგას წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
მეთიუ პერის ნარკოკონსულტანტი, ერიკ ფლემინგი
ფოტო: AP
"კეტამინი მეთიუსთვის იმიტომ მიმქონდა, რომ ფული მჭირდებოდა. ყველაზე უარეს შედეგზე არასდროს მიფიქრია. ეს საბედისწერო შეცდომა სამუდამოდ მოსვენებას დამიკარგავს", — ნათქვამია ფლემინგის წერილში, რომელიც მან სასამართლოს გაუგზავნა, — "ეს ნამდვილი კოშმარია, რომლისგანაც ვერ ვიღვიძებ. ჩემი შეცდომები მოსვენებას არ მაძლევს".
სიკვდილამდე ოთხი დღით ადრე, ერიკ ფლემინგმა მსახიობს $6 000 ღირებულების 25 ფლაკონი მიაწოდა. სწორედ ამ პარტიიდან გაუკეთა ასისტენტმა მეთიუ პერის ის საბედისწერო ინიექცია, რომელმაც 54 წლის ვარსკვლავის სიცოცხლე იმსხვერპლა. ასისტენტს განაჩენს ორ კვირაში გამოუტანენ.
ერიკ ფლემინგი მეოთხე ბრალდებულია, რომელსაც მსახიობის სიკვდილის საქმეზე განაჩენი გამოუტანეს. ბრალი სულ ხუთ ადამიანს აქვს წაყენებული, მათ შორის ორ ექიმს, მსახიობის ასისტენტს და ნარკოდილერს. მიუხედავად იმისა, რომ სასიკვდილო დოზა მსახიობისთვის ექიმებს არ მიუწოდებიათ, მოსამართლემ განაცხადა, რომ მათ პერის ტრაგიკულ დასასრულს ხელი შეუწყვეს, რადგან "მის ნარკოდამოკიდებულებას მუდმივად კვებავდნენ".
კანონმდებლობის მიხედვით, ფლემინგს ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო სასჯელი შეუმცირდა. მისი ადვოკატები კიდევ უფრო შემსუბუქებულ განაჩენს — სამთვიან პატიმრობასა და სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობას ითხოვდნენ, რადგან ბრალდებული დანაშაულის გამოსასყიდად ყველაფერს აკეთებდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები