"რაც ვნახეთ თქვენი ამჩატებული პიართანამშრომლის ქცევა გვეგონა, თურმე თქვენი იდეოლოგია ყოფილა" — შალვა პაპუაშვილი "გახარია საქართველოსთვის" წევრებს
13 მაისს პარტია გახარია საქართველოსთან დაკავშირებულმა ფეისბუქ-გვერდმა ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა თანამდებობები ეკავათ.
ვიდეორგოლში ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი "პუტჩისტადაა" მოხსენებული, პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, დეპუტატი მარიამ ლაშხი — ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე უშიშროების საბჭოს ანალიტიკოსი იყო და ა.შ. ამავე ფეისბუქ-გვერდმა 14 მაისს ე.წ "ქარდი" გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ოცნების დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილს სამუშაო ოთახში მიხეილ სააკაშვილის სურათი უკიდია. ცნობისათვის, წინა ხელისუფლების პერიოდში შარმანაშვილი სომხეთში საქართველოს ელჩი იყო.
ფოტო: გახარია news საქართველოსთვის/ვიდეო
ფოტო: გახარია news საქართველოსთვის/ვიდეო
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გახარია საქართველოსთვის წევრმა, სოფო ხორგუანმა ტრიბუნიდან ირაკლი ქადაგიშვილს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "როცა ქადაგიშვილი მის თანაგუნდელებს ლანძღავს, ლოცავს მისი რეპუტაცია — იმ ადამიანის რეპუტაცია, რომელიც მონაწილეობდა ეროვნული, არჩეული პრეზიდენტის დამხობაში და ძმათა მკვლელი ომის მოწყობაში".
ხორგუანის გამოსვლის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა გახარია საქართველოსთვის წევრების ქმედებას სამარცხვინო უწოდა.
"ახლა რაც იკადრეთ ირაკლი ქადაგიშვილზე, ასევე, რაც გუშინ ვნახეთ და თქვენი ამჩატებული პიართანამშრომლის ქცევა გვეგონა, თურმე თქვენი იდეოლოგია ყოფილა. ეს არის სამარცხვინო. მგონი ხედავთ, რომ რაღაცები არ უნდა იკადროთ. როდესაც დარბაზში სხედხართ თქვენს კოლეგებთან ერთად, არ უნდა წახვიდეთ და თქვენს პიარს არ უნდა აკეთებინოთ ის, რომ ასეთი უღირსი საქციელი იკადროთ. მეგონა, რომ სადღაც პარტიაში ვიღაც პიარი ჰყავთ ცოტა ამჩატებული, მაგრამ ამ ტრიბუნიდან ეს რომ იკადრეთ ირაკლი ქადაგიშვილის წინააღმდეგ, არ ვიცი რა ღირებულებზე, რა ეროვნულ თანხმობებზე უნდა ვისაუბროთ. [...] თუ ეს არის თქვენი ხაზი, დაე ასე იყოს. კი ბატონო, ასე გინდათ? — ასე იყოს თქვენი ხაზი მაშინ. ბერლინში რომ გიზით თქვენი ხელმძღვანელი, სად არის დამალული? რატომ არ ჩანს? სად არის გახარია? რომ აკურცხლა აქედან? გიორგი გახარია არის თქვენი იდეალი და ირაკლი ქადაგიშვილი საკრიტიკებელი? საერთო ჯამში ეს მეტყველებს ღირებულებითად სად დგახართ. თუ გინდათ ეს ხაზი გააგრძელოთ, კი ბატონო, მიიღებთ შესაბამის პასუხს. აქ ვინ არ მჯდარა წინა მოწვევაში, გაწევ-გამოწევა იყო, ყველაფერი იყო, მაგრამ არავის არ უკადრია," — განაცხადა პაპუაშვილმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები