საქართველოს ბანკი Emolas Corporation-თან პარტნიორობას იწყებს — ახალი კულტურული პროექტები აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ემიგრანტებისთვის სოციალური და კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ კულტურული მენეჯმენტისა და პროდაქშენის კომპანიასთან, Emolas Corporation-თან გრძელვადიან პარტნიორობას იწყებს.
ინიციატივის მიზანია ქართულ დიასპორასთან კავშირის გაღრმავება, ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი კულტურული გამოცდილებების შექმნა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია საერთაშორისო აუდიტორიის დონეზე.
თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი კულტურული ღონისძიება, მათ შორის კონცერტები, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, თეატრალური გასტროლები, კლასიკური მუსიკის საღამოები, ასევე საოპერო და სხვა კულტურული ღონისძიებები.
კულტურული ღონისძიებების სერია ივნისიდან — სამეფო უბნის თეატრის გასტროლით დაიწყება და ის სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის აუდიტორიას მრავალფეროვან კულტურულ გამოცდილებას შესთავაზებს.
“საქართველოს ბანკისთვის ემიგრანტების მხარდაჭერა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა. Emolas Corporation-თან პარტნიორობა ამ ხედვის ბუნებრივი გაგრძელებაა და გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ ისეთი კულტურული გამოცდილებები, რომლებიც, ერთი მხრივ, გააძლიერებს კავშირს ემიგრანტებთან, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ქართული კულტურის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციასა და მისი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას. აღსანიშნავია, რომ Emolas Corporation-თან თანამშრომლობა ჩვენთვის ახალი არ არის, იანვარში კარნეგი ჰოლის ისტორიულ სცენაზე ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილების წარმატებული კონცერტიც ამ პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა. სწორედ ამ გამოცდილებამ შექმნა საფუძველი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის, რომელიც მრავალფეროვან კულტურულ პროექტებს მოიცავს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია სამეფო უბნის თეატრის გასტროლი სპექტაკლით — მოახლეები, ხოლო წლის განმავლობაში არაერთი კულტურული ღონისძიება გაიმართება”, — განაცხადა საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების მარკეტინგის გუნდის უფროსმა, თამარ ნოზაძემ.
“საქართველოს ბანკთან პარტნიორობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ კულტურული ინიციატივები აშშ-ში და ქართველ დიასპორას შევთავაზოთ მრავალფეროვანი და ხარისხიანი კულტურული გამოცდილებები. ამავდროულად, ვხედავთ მნიშვნელოვან პოტენციალს და გვჯერა, რომ ეს პროექტები ხელს შეუწყობს ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას“, — ამბობს სალომე ლილუაშვილი, Emolas Corporation-ის დამფუძნებელი.
არ გამოგრჩეთ საქართველოს ბანკის და Emolas Corporation-ის პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ამერიკაში და თვალი ადევნეთ სიახლეებს ბმულზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები