EU-დან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა
2025 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი 132 600 მესამე ქვეყნის მოქალაქეს ეთქვა, მათ შორის საქართველო მეორე ადგილზეა — ინფორმაციას Eurostat ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, ბლოკიდან გაბრუნებული მესამე ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 7,1%-ით მეტია. მესამე ქვეყნებში დაბრუნებულ მოქალაქეებს შორის უმეტესობა თურქეთის (13 405), საქართველოს (10 475), სირიის (8 370) და ალბანეთის (8 020) მოქალაქეები იყვნენ.
ფოტო: Eurostat
"მესამე ქვეყანაში გაბრუნება" გულისხმობს შემთხვევას, როდესაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც არალეგალურად იმყოფებოდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, ოფიციალურად დატოვა ევროკავშირის ტერიტორია და გადავიდა იმ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის.
წინა წლებში საქართველო პირველ ადგილზე იყო: 2024 წელს ევროკავშირიდან საქართველოს 12 050 მოქალაქე გააბრუნეს, 2023 წელს — 10 360 იყო.
2025 წელს, იმ მოქალაქეებს შორის, რომელთაც ევროკავშირის გარე საზღვრებზე შესვლაზე უარი უთხრეს, საქართველოს მოქალაქეები მეშვიდე ადგილზე იყვნენ 4 785 უარით.
ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად მყოფად გამოვლენილი ადამიანების რაოდენობა 21,7%-ით შემცირდა — 2024 წლის 918 525-დან 2025 წლის 719 395-მდე.
ამას გარდა, 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან გასვლის ბრძანება 491 950 მესამე ქვეყნის მოქალაქეს გადაეცა, რაც 2024 წელთან (464 985) შედარებით 5,8%-იანი ზრდაა.
Eurostat-ისვე ცნობით, მესამე ქვეყნებში დაბრუნებულთა რაოდენობა 21%-ით გაიზარდა. ევროკავშირის დატოვების ბრძანების შემდეგ, 135 460 მესამე ქვეყნის მოქალაქე მესამე ქვეყანაში (არაწევრ სახელმწიფოში) დააბრუნეს, რაც 2024 წლის 112 040 ადამიანთან შედარებით 20,9%-ით მეტია.
მესამე ქვეყანაში დაბრუნებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა გერმანიამ დააფიქსირა — 29 295 ადამიანი. მას მოჰყვება საფრანგეთი (14 940) და შვედეთი (11 250).
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები