თავშესაფარი შეიძლება მიიღო სხვადასხვა საფუძვლით, საერთოდ არაა ეს საინტერესო — ირაკლი კობახიძე ირაკლი შაიშმელაშვილზე
"ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვაზე — გდდ ყოფილი თანამშრომლის, ირაკლი შაიშმელაშვილისთვის აშშ-ში თავშესაფრის მიცემანიშნავს თუ არა იმას, რომ აშშ-სთვის არასანდოა ის სამართლებრივი სტატუსი, რაც მას საქართველოში აქვს, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ეს მათთვის საინტერესო არ არის, ბოლო დროს აშშ-სთან აქვთ გახშირებული კომუნიკაცია და მაისის ბოლოსაც იგეგმება კომუნიკაციის, რომლის "დეტალებზე საუბარი თვის ბოლოს ექნებათ".
"კი, [გავლენიანი იყო], კრამიტებს ამტვრევდა გდდ-ში, რა გავლენიანი იყო შაიშმელაშვილი? როგორ შეიძლება გავლენიან ფიგურად გამოაცხადოთ ვიღაც შაიშმელაშვილი გდდ-ში? [...] თავშესაფარი შეიძლება ადამიანმა მიიღოს სხვადასხვა საფუძვლით. ხანდახან ადამიანები ბარდებიან სხვა ქვეყანას, ამბობენ, რომ არიან კონკრეტული მიმართულების წარმომადგენლები და ამის გამო იდევნებიან და ათას ტყუილს ამბობენ ხოლმე, საერთოდ არ არის ეს ტექნიკური საკითხი, ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის არის საინტერესო რა, რომ ბოლო დროს გვაქვს გახშირებული კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან, მე პირადად მქონდა ზარი ბატონ რუბიოსთან, იგეგმება შემდგომი კომუნიკაცია კონკრეტული დეტალების განხილვა. ამაზე ვართ კონცენტრირებული. საერთოდ არ არის საინტერესო კონკრეტული პირი, რომელიც ჩაბარდა ლტოლვილად სხვა ქვეყანას. იქნება კომუნიკაცია, დანარჩენს გაიგებთ სათანადო დროს. დეტალებზე გვექნება უკვე საუბარი თვის ბოლოს. ასეთია წინასწარი განაცხადი, რომ მაისის ბოლოსთვის კონკრეტული ფორმატის ფარგლებში უნდა განვიხილოთ კონკრეტული დეტალები, ვნახოთ დაველოდებით ინტერესით ამ ყველაფერს", —განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი შაიშმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტრო 2024 წლის 3 დეკემბერს, პროევროპული აქციების ძალისმიერი დარბევის ფონზე, პროტესტის ნიშნად დატოვა. სისტემიდან წასვლისა და ქვეყნიდან გამგზავრების შემდეგ, პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
2026 წლის 7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ შაიშმელაშვილს დაუსწრებლად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებს ეხება, რომელზეც სხვა ბრალდებულ პოლიტიკოსებსა და პირებსაც მიესაჯათ სხვადასხვა ვადით პატიმრობა. შაიშმელაშვილი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები