PSP-ს მარკეტინგის დირექტორი The One Show-ზე წლის მარკეტერად დასახელდა
საქართველომ ისტორიულ წარმატებას მიაღწია გლობალური შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე – PSP-ს მარკეტინგის დირექტორი, ანო გოგიჩაძე, ნიუ-იორკში The One Show-ის მიერ წლის შემოქმედებით მარკეტერად დასახელდა და CMO Pencil-ის მფლობელი გახდა.
ეს უმნიშვნელოვანესი ჯილდო გადაეცა PSP-ს კამპანიისთვის "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ", რომელიც სააგენტო Playmakers-თან თანამშრომლობით შეიქმნა და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ კამპანიად იქცა სპეციალური ჯილდოს გარდა, ფესტივალზე კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" ორი ბრინჯაო და ოთხი საპატიო აღიარება (Merit Award) დაიმსახურა.
CMO Pencil – წლის შემოქმედებითი მარკეტერის სპეციალური ჯილდო, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან იგი გადაეცემა ბრენდის მარკეტინგული მიმართულების ხელმძღვანელს, რომელმაც წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე კრეატიული და გაბედული იდეის განხორციელებას შეუწყო ხელი.
ჯილდო არა მხოლოდ PSP-ს, არამედ ქვეყნის შემოქმედებითი პოტენციალის საერთაშორისო აღიარებაცაა, რამდენადაც ეს მიღწევა საქართველოს, მსოფლიოს კრეატიული ინდუსტრიის რუკაზე კიდევ ერთხელ უმკვიდრებს საპატიო ადგილს. გასულ წლებში ამ ჯილდოს მფლობელები გახდნენ ისეთი ბრენდები, როგორიცაა: Google, MasterCard, Microsoft, NYT და სხვა. 2026 წელს კი ჯილდო საქართველოში PSP-ს მოაქვს.
The One Club for Creativity-ის მიერ ორგანიზებული ფესტივალი, The One Show, უკვე 50 წელზე მეტია, ნიუ-იორკში ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან შემოქმედებით ღონისძიებად ითვლება. ფესტივალი აერთიანებს შემოქმედებითი ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, სააგენტოებს, ბრენდებს და წარმოადგენს სივრცეს, სადაც აღინიშნება წლის ყველაზე გამორჩეული იდეები და ინოვაციური მიდგომები.
"ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" საერთაშორისო ყურადღების ცენტრში თავისი ემოციური და ადამიანური მნიშვნელობით მოექცა. ის ფაქტი, რომ ამ კამპანიამ ამხელა საერთაშორისო გამოხმაურება მოიპოვა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გულწრფელი და ფასეულობებით კომუნიკაცია ბრენდებისთვის მნიშვნელოვანია და აძლიერებს მათ ადამიანურს ხმას. ამ შედეგის მიღწევა კი შეუძლებელი იქნებოდა PSP-ს მარკეტინგის გუნდისა და სააგენტო Playmakers-ის უდიდესი ძალისხმევის გარეშე. სწორედ ერთობლივმა ხედვამ და კრეატიულმა გამბედაობამ აქცია აღნიშნული კამპანია გლობალურ ფენომენად", – აცხადებს ანო გოგიჩაძე.
"ჩვენი სააგენტო სამი წელია რაც არსებობს და ამ მოკლე დროში მიღწეული ეს წარმატება მტკიცებულებაა, რომ სამი წლის წინ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც უარი ვთქვით სტაბილურ კორპორაციულ კარიერაზე და შემოქმედებითი სააგენტო შევქმენით. ამ მრავალ ჯილდოში გრან-პრი იქნება ეს თუ ოქრო, მაინც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის PSP-ს და კონკრეტულად ანო გოგიჩაძის წლის მარკეტერად დასახელება. რადგან ეს არის მაგალითი ყველა ბრენდისთვის და მარკეტერისთვის, რომ გამბედაობა და შემოქმედების წინ დაყენება, ურთიერთნდობა და პარტნიორობა ყოველთვის ფასდება. ჩვენ უკვე ოფიციალურად შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ჩვენი კლიენტი მსოფლიოში ყველაზე მაგარი კლიენტია", – აცხადებს Playmakers-ის მმართველი პარტნიორი კოკა ქამუშაძე.
PSP-ს საკომუნიკაციო კამპანიებს "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" და "მე ვარ გოგო" უკვე მოპოვებული აქვს არაერთი გრანპრი და მნიშვნელოვანი ჯილდო ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა ADCE, Ad Black Sea, Clio Awards, EPICA და ახლა უკვე The One Show, სადაც ამ სპეციალური ჯილდოს გარდა, კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" ორი ბრინჯაო და ოთხი საპატიო აღიარება (Merit Award) დაიმსახურა.
ამ წარმატებების შედეგად, The One Club-ის 2025 წლის საერთაშორისო შემოქმედებით რეიტინგში PSP მე-18, ხოლო სააგენტო Playmakers მე-2 ადგილს იკავებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები