ვინ როგორ შეაფასა ბზიკები და რა ქულები დაწერა საქართველომ — ევროვიზიის შედეგები დეტალურად
ფოტო: EBU
რიგით 70-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი დასრულდა. ევროფესტივალს ახალი ტრიუმფატორი ჰყავს — 27 წლის ბულგარელი პოპვარსკვლავი დარა, რომელმაც 516 ქულით საკუთარ ქვეყანას კონკურსზე პირველი გამარჯვება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ დარა 2017 წლის შემდეგ პირველი გამარჯვებულია, რომელმაც უმაღლესი შეფასება მიიღო როგორც ჟიურისგან, ასევე ტელემაყურებლისგან.
თუმცა, არანაკლებ საინტერესოა, როგორი შეფასებები მივიღეთ ჩვენ და რა ქულები დაიწერა საქართველოდან. ეს ყველაფერი ცნობილი მხოლოდ ფინალის დასრულების შემდეგ ხდება ხოლმე. შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ევროფესტივალზე საქართველოს ჯგუფი ბზიკები წარადგენდა, მაგრამ საბავშვო ევროვიზიის პირველმა ქართველმა გამარჯვებულებმა ფინალში გადასვლა ვერ შეძლეს.
საქართველოდან და საქართველოსთვის დაწერილ ქულებზე კი დეტალურად ქვემოთ მოგიყვებით.
შეფასების როგორი სისტემა მოქმედებს ევროვიზიაზე
2022 წლის შემდეგ პირველად, წლევანდელ ევროვიზიაზე ნახევარფინალებში მონაწილეებს ისევ აფასებდა ჟიური. ამასთან, წელს თითოეულ ჟიურიში წევრების რაოდენობა ხუთიდან შვიდამდე გაიზარდა და სავალდებულო გახდა, რომ ორი მათგანი 18-დან 25 წლამდე ასაკის ყოფილიყო.
ჟიურისთან ერთად, შეფასებაში მაყურებელიც მონაწილეობს თანაფარდი ქულებით. თითოეულ მონაწილე ქვეყანაში ჟიური ცალკე წერს ქულებს და მაყურებელი — ცალკე. ქულები კი მხოლოდ ათეულს ხვდება წილად: პირველ ადგილზე მყოფს 12 ქულა ეწერება, მეორეზე — 10, მესამეზე — 8, შემდეგ კი 7-1 ქულებით ფასდებიან. ამდენად, თუკი, მაგალითად რომელიმე ქვეყნის ტელემაყურებლისგან არცერთი ქულა არ მივიღეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ხმა არავის მოუცია ჩვენთვის — უბრალოდ, საუკეთესო ათეულში ვერ მოვხვდით.
როგორ შეგვაფასეს სხვა ქვეყნებმა
სამწუხაროდ, საქართველომ ნახევარფინალურ ტურში ბოლო, მე-15 ადგილი დაიკავა. ეს ჩვენთვის მეოთხე ბოლო ადგილია ევროვიზიაზე. ჯამში, ჟიურისა და მაყურებლისგან ბზიკებმა მხოლოდ 5 ქულა მიიღეს.
ტელემაყურებლის ქულები საქართველოს:
- 2 ქულა საბერძნეთისგან;
- ქულა არ მიგვიღია გერმანიისგან, იტალიისგან, მოლდოვისგან, შვედეთისგან, ხორვატიისგან, პორტუგალიისგან, ფინეთისგან, მონტენეგროსგან, ესტონეთისგან, ისრაელისგან, ბელგიისგან, ლიეტუვისგან, სან-მარინოსგან, პოლონეთისგან, სერბეთისგან და დანარჩენი მსოფლიოსგან (არამონაწილე ქვეყნების ჯამური შეფასება).
ჟიურის ქულები საქართველოს:
- 2 ქულა სან-მარინოსგან;
- 1 ქულა ისრაელისგან;
- სხვა ქვეყნებისგან ქულა არ მიგვიღია.
როგორ გადანაწილდა ქულები საქართველოდან
როგორც უკვე გითხარით, წელს ნახევარფინალებში ჟიური დაბრუნდა. ქართული ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: გიორგი ასანიშვილი, კახაბერ გრიგალაშვილი, ონისე კახნიაშვილი, ანი ტატინაშვილი, ელისო შენგელია, ირინე სანიკიძე, მედეა "მეკო" ქავთარაძე.
საქართველოს ჟიურის შეფასება ნახევარფინალში ასე გამოიყურება:
- 12 ქულა — ფინეთს
- 10 ქულა — საბერძნეთს
- 8 ქულა — შვედეთს
- 7 ქულა — მოლდოვას
- 6 ქულა — სერბეთს
- 5 ქულა — ისრაელს
- 4 ქულა — სან-მარინოს
- 3 ქულა — ხორვატიას
- 2 ქულა — პოლონეთს
- 1 ქულა — ლიეტუვას
ქართველი ტელემაყურებლის ქულები ნახევარფინალში:
- 12 ქულა — ისრაელს
- 10 ქულა — მოლდოვას
- 8 ქულა — სერბეთს
- 7 ქულა — საბერძნეთს
- 6 ქულა — ლიეტუვას
- 5 ქულა — მონტენეგროს
- 4 ქულა — ფინეთს
- 3 ქულა — პოლონეთს
- 2 ქულა — ბელგიას
- 1 ქულა — ხორვატიას
ქართული ჟიურის ქულები ფინალში:
- 12 ქულა — საფრანგეთს
- 10 ქულა — იტალიას
- 8 ქულა — კვიპროსს
- 7 ქულა — ფინეთს
- 6 ქულა — ისრაელს
- 5 ქულა — ნორვეგიას
- 4 ქულა — მალტას
- 3 ქულა — ბულგარეთს
- 2 ქულა — პოლონეთს
- 1 ქულა — ჩეხეთს
ქართველი ტელემაყურებლის ქულები ფინალში:
- 12 ქულა — უკრაინას
- 10 ქულა — ისრაელს
- 8 ქულა — მოლდოვას
- 7 ქულა — რუმინეთს
- 6 ქულა — ბულგარეთს
- 5 ქულა — საბერძნეთს
- 4 ქულა — დანიას
- 3 ქულა — სერბეთს
- 2 ქულა — ავსტრალიას
- 1 ქულა — ფინეთს
2026 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ავსტრიის დედაქალაქი ვენა მასპინძლობდა. კონკურსის წესების თანახმად, მომდევნო, 71-ე ევროფესტივალი გამარჯვებულ ბულგარეთში უნდა გაიმართოს.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები