RECSOL — თეგეტას პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
ფოტო: თეგეტა
გამოყენებული საბურავები საქართველოში ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე რთულად სამართავ ნარჩენად მიიჩნეოდა. მათი არასწორი განთავსება კი გარემოსთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნიდა — აბინძურებდა ნიადაგს, წყალსა და ჰაერს, ზრდიდა ხანძრის რისკს და ეკოლოგიურ პრობლემებს აჩენდა, რომელთა მართვაც სისტემური მიდგომის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ გადაწყვიტა თეგეტა ჰოლდინგმა ქვეყანაში საბურავების გადამმუშავებელი სრულფასოვანი ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც კომპანიის მდგრადი განვითარების სტრატეგიას ეხმიანება და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების პრაქტიკაში დანერგვას ისახავს მიზნად. RECSOL-ის საწარმო, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომიდან ამოქმედდება, მხოლოდ ინფრასტრუქტურის შექმნას არ გულისხმობს – ის ნარჩენების მართვისადმი სრულიად ახალი მიდგომის დანერგვას უკავშირდება, სადაც გამოყენებული საბურავები აღარ აღიქმება, როგორც გარემოსთვის საშიში ნარჩენი და გარდაიქმნება რესურსად, რომელსაც ეკონომიკური ღირებულება აქვს.
შალვა ახვლედიანი, RECSOL-ის აღმასრულებელი დირექტორი: "RECSOL შეიქმნა იმისთვის, რომ გადაჭრილიყო პრობლემა, რომელიც საქართველოს ათწლეულების განმავლობაში აწუხებდა. ჩვენ ვქმნით მოდელს, სადაც ნარჩენი აღარ წარმოადგენს გარემოსდაცვით საფრთხეს და გარდაიქმნება ღირებულ რესურსად. ქარხანა სრულად დააკმაყოფილებს CE და ISO სტანდარტებს და შეძლებს ქვეყანაში დაგროვილი საბურავების ნარჩენის სისტემურ გადამუშავებას. შედეგად, მიღებული მასალები სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოიყენება, მათ შორის რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის წარმოებაში, რაც უფრო გამძლე და ხანგრძლივი ინფრასტრუქტურის შექმნას უწყობს ხელს“.
პროექტში განსაკუთრებულ როლს ასრულებს თეგეტა ჰოლდინგთან დაკავშირებული კომპანია თეგეტა გრინ პლანეტი, რომელიც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) სისტემის ფარგლებში საბურავების შეგროვებისა და მართვის მიმართულებით მუშაობს. სწორედ EPR სისტემა ქმნის იმ საფუძველს, რომელზედაც მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურა შეიძლება ეფექტიანად ფუნქციონირებდეს. მოდელი გულისხმობს, რომ პროდუქტის სასიცოცხლო ციკლზე პასუხისმგებლობა მხოლოდ გაყიდვით არ სრულდება — მწარმოებელი და იმპორტიორი ნარჩენის შეგროვებასა და გადამუშავებაზეც არის პასუხისმგებელი. საბოლოოდ იქმნება ერთიანი ჯაჭვი, სადაც ნარჩენი კვლავ ეკონომიკურ ციკლში ბრუნდება.
ფოტო: თეგეტა
RECSOL-ის საწარმო ევროპული სტანდარტების შესაბამისად აშენდება და ყოველწლიურად 25-30 ათასი ტონა საბურავის გადამუშავებას შეძლებს. ეს მოცულობა საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოში წარმოქმნილი საბურავების ნარჩენის დიდი ნაწილი სრულად დამუშავდეს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც ძირითადი საწარმოს ფუნქციონირება, ისე რეგიონებში პირველადი დამუშავების ინფრასტრუქტურის შექმნა. ეს ქვეყნის მასშტაბით საბურავების შეგროვებისა და გადამუშავების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს.
RECSOL, რომელსაც თეგეტა ეკო სერვის ჯორჯიასთან პარტნიორობით აშენებს, ქმნის სრულიად ახალ ინდუსტრიულ მიმართულებას, რომელიც ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ტექნიკური ექსპერტიზის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ამასთანავე, მსგავსი ინფრასტრუქტურა ნარჩენების მართვისა და გადამუშავების მიმართულებით საქართველოს რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივასაც აძლიერებს.
ფოტო: თეგეტა
RECSOL საერთაშორისო ყურადღების ცენტრში უკვე მოექცა. კომპანიამ 2026 წლის Altaris-ის კორპორაციული მდგრადობის საერთაშორისო დაჯილდოებაზე საუკეთესო მწვანე ინიციატივის ჯილდო მიიღო — მიუხედავად იმისა, რომ საწარმო ჯერ კიდევ მშენებლობის ეტაპზეა. ეს ფაქტი პროექტის მასშტაბურობასა და მის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
"Altaris-ის ჯილდო არის აღიარება იმ ხედვისა, რომელსაც RECSOL და თეგეტა ჰოლდინგი ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით ავითარებენ. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მდგრადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ერთდროულად გარემოს დაცვასა და ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება. გვინდა, დავამტკიცოთ, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელება საქართველოშიც შესაძლებელია და ცირკულარული ეკონომიკა მხოლოდ თეორიული კონცეფცია არ არის – ის რეალური, მოქმედი სისტემა შეიძლება გახდეს“, -— აღნიშნა შალვა ახვლედიანმა.
თეგეტა ჰოლდინგისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ერთჯერადი ინიციატივებით არ შემოიფარგლება. კომპანია წლებია, რაც ნარჩენების მართვის, გადამუშავებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით მუშაობს. თეგეტა გრინ პლანეტის მეშვეობით თეორიული კონცეფციები გარდაიქმნება პრაქტიკულ, ფუნქციურ და სისტემურად გამართულ მექანიზმებად. საქართველოში მოქმედი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან დანერგილი რეგულაციებისა და სისტემური რეფორმების ფარგლებში, შეგროვებულია 28,384 ტონა საბურავი, 9,181 ტონა ზეთი, 8,268 ტონა საავტომობილო აკუმულატორი, 10,957 ტონა ელექტრომოწყობილობა და 19,560 კილოგრამი ბატარეა.
ფოტო: თეგეტა
RECSOL კომპანიის სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტია. საბოლოო მიზანი მხოლოდ ნარჩენების გადამუშავება არ არის — კომპანიის ყველა ნაბიჯი ემსახურება სისტემის შექმნას, რომელიც ქვეყანაში რესურსების მართვის კულტურას შეცვლის და ეკონომიკურ განვითარებას გარემოსდაცვით პასუხისმგებლობასთან გააერთიანებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები