SJC: ადგილობრივები აცხადებენ, რომ დარბაზის ხეობაში სამუშაოები ისე დაიწყო, მოსახლეობისთვის წინასწარ ინფორმაცია არავის მიუწოდებია
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება დარბაზის ხეობაში სავარაუდოდ, მინერალური რესურსების მოპოვების მიზნით წარმოებულ სამუშაოებს და განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "ეს შემთხვევა გარემოსდაცვით სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხარვეზულობის და ადგილობრივი მოსახლეობის უგულებელყოფის ტენდენციის მორიგი გამოვლინებაა".
ორგანიზაციის თქმით, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სამუშაოები მოსახლეობის წინასწარი ინფორმირების გარეშე დაიწყო.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება დარბაზის ხეობაში სავარაუდოდ, მინერალური რესურსების მოპოვების მიზნით წარმოებულ სამუშაოებს და მიგვაჩნია, რომ ეს შემთხვევა გარემოსდაცვით სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხარვეზულობის და ადგილობრივი მოსახლეობის უგულებელყოფის ტენდენციის მორიგი გამოვლინებაა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ სამუშაოები ისე დაიწყო, მოსახლეობისთვის წინასწარ ინფორმაცია არავის მიუწოდებია. მათი თქმით, სოფელში პროტესტის დაწყება მას შემდეგ მოუხდათ, რაც ტექნიკა უკვე ტერიტორიაზე მუშაობდა. მათთვის ამ დრომდე არ არის ცნობილი რა მასშტაბის და რა ტიპის სამუშაოების ჩატარებას აპირებს კომპანია მათ სოფლებში.
დარბაზის ხეობაში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ ააშკარავებს იმ სისტემურ და ფუნდამენტურ ჩავარდნებს, რომლებიც გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს ახასიათებს საქართველოში. ეს ჩავარდნები არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი სექტორით და თანაბრად პრობლემურია წიაღისეულის მოპოვების, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, ურბანული განვითარების და დაცული ტერიტორიების მართვის თაობაზე სხვადასხვა უწყებების მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც ადგილობრივების უფლებების და ინტერესების სრული უგულებელყოფით წარიმართება.
ამდენად, ამ დროისთვის ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, აშკარაა, რომ მოპოვების მორიგი კერის ათვისების პროცესი გაუმჭვირვალედ, მოსახლეობის წინასწარი ინფორმირების გარეშე დაიწყო, რაც განსაკუთრებით პრობლემურია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში ენასთან და ენის პოლიტიკასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ უწყებებმა დროულად და ჯეროვნად უპასუხონ ხეობის მცხოვრებლების მიმართვას, წარმართონ სათანადო კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და მისცენ მათ შესაბამის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. ასევე არსებითია ამ პროცესში გათვალისწინებული იყოს გარემოზე ზემოქმედების რისკების მინიმუმამდე დაყვანის ინტერესი და აგრარულ მეორნეობაში ჩართული სოფლის მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესები ადგილობრივ რესურსებზე," — წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დარბაზის ხეობაში, უკვე სამ კვირაზე მეტია მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. მძიმე ტექნიკის მუშაობის მიუხედავად, მოსახლეობა აცხადებს, რომ არც ადგილობრივ თვითმმართველობას და არც სამინისტროებს მათთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები