თამთა მიქელაძე: აბორტების კლება შობადობის ზრდაზე არ აისახება
"პრობლემა სხვაგან არის, თუმცა რეჟიმიც და საპატრიარქოც პრობლემას სხვა მიმართულებით ეძებენ, რადგან რეალურ სოციალურ და დემოგრაფიულ გამოწვევებზე საუბარი არ სურთ," — სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში აბორტებისა და შობადობის სტატისტიკაზე განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ქვეყანაში აბორტების შემცირება შობადობის ზრდაზე არ ასახულა.
მისი შეფასებით, ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ 2018 წლიდან საქართველოში ერთდროულად მცირდება როგორც აბორტების, ისე შობადობის მაჩვენებლები, რაც, სავარაუდოდ, რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის მიგრაციას, ეკონომიკურ არასტაბილურობას, საცხოვრებლის გაძვირებასა და ოჯახების სუსტ სოციალურ დაცვას უკავშირდება.
"ახლა გავაანალიზე ქვეყანაში აბორტების რაოდენობა და შევადარე შობადობის მაჩვენებლებს.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ერთდროულად მცირდება როგორც აბორტების, ისე შობადობის რაოდენობა და აბორტების კლება შობადობის ზრდაზე არ აისახება. რაც ჩვენს ქვეყანაში ჩანს ეს ის არის, რომ 2018 წლიდან ქვეყანაში ზოგადად რეპროდუქციული აქტივობაა შემცირებული. ეს, სავარაუდოდ, დაკავშირებულია რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის მიგრაციასთან, ეკონომიკურ არასტაბილურობასთან, ბინებზე მკვეთრად გაზრდილ ფასებთან და ოჯახების სუსტ სოციალურ დაცვასთან.
უფრო ზუსტად რომ შევხედოთ,
აბორტების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალი იყო 2011-2015 წლებში და წლიურად 30 000-ს აღემატებოდა. პიკი 39 200 შემთხვევით 2012 წელს დაფიქსირდა. თუმცა მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო 2014 (33 500) და 2015 (33 400) წლებშიც. 2018 წლიდან იწყება აბორტების განგრძობადი ვარდნა და 2024 წელს აბორტების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმამდე — 11 800-მდე შემცირდა. 2012 წლის ისტორიულ მაქსიმუმთან შედარებით, ეს დაახლოებით 70%-იანი კლებაა.
ახლა შობადობას რომ შევხედოთ:
დაბადებების ზრდა იწყება 2008 წლიდან. პიკი 2014 წელს დაფიქსირდა - 60 635 დაბადებით. მაღალი მაჩვენებლები იყო ასევე 2009, 2010, 2015 და 2017 წლებში. 2018 წლიდან კი იწყება შემცირება და 2025 წელს შობადობა ისტორიულ მინიმუმამდე - 37 867-მდე დაეცა. ისტორიულ პიკთან შედარებით, ეს დაახლოებით 37%-იანი კლებაა.
ამიტომ, საქართველოში აშკარად ჩანს ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია: ქვეყანაში ერთდროულად იზრდებოდა და შემდეგ ერთდროულად შემცირდა როგორც აბორტების, ისე შობადობის მაჩვენებლები. ანუ სტატისტიკურად პირდაპირი კორელაცია აბორტების შემცირებასა და შობადობის ზრდას შორის არ ჩანს. უფრო მეტად იკვეთება ის, რომ ქვეყანაში მთლიანად შემცირებულია რეპროდუქციული აქტივობა, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის გადინებას, ეკონომიკურ სირთულეებს და, ჩემი აზრით, ასევე პოლიტიკურ დეპრესიასაც," — განაცხადა თამთა მიქელაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში დემოგრაფიული კრიზისის ძირითადი მიზეზები სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან არის დაკავშირებული, თუმცა ხელისუფლება და საპატრიარქო ყურადღებას სხვა საკითხებზე ამახვილებენ.
"პრობლემა სხვაგან არის, თუმცა რეჟიმიც და საპატრიარქოც პრობლემას სხვა მიმართულებით ეძებენ, რადგან რეალურ სოციალურ და დემოგრაფიულ გამოწვევებზე საუბარი არ სურთ," — წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში გამართულ საზეიმო წირვაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ დემოგრაფიულ პრობლემებზე ისაუბრა, სადაც მან თქვა, რომ "თუ ოჯახში მძიმე ცოდვა ტრიალებს, ისეთი, როგორიც მაგალითად არის აბორტი მაგალითად, მაშინ ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი. ასეთი ოჯახი განწირულია".
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები