10 ისტორიული ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ფოტოშოპი გუშინ არ გამოუგონიათ
ფოტო: Wikimedia Commons
ის, რაც რეალური გგონიათ, შესაძლოა, უბრალოდ თქვენს მოსატყუებლად შექმნილი ილუზია იყოს. ფოტოების მონტაჟი, დადგმა და გაყალბება — გასართობად თუ პროპაგანდისთვის — ახალი სულაც არ არის; კაცობრიობა ამას ფოტოგრაფიის გამოგონების დღიდან აკეთებს.
აი, ის 10 ფოტო, რომლებიც გაყალბდა:
1. "ტურისტი ბიჭი", 2001 წელი
ფოტო: Wikipedia
11 სექტემბრის ტერაქტიდან რამდენიმე დღეში ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელშიც ტურისტი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სახურავზე დგას, მის უკან კი თვითმფრინავი ჩანს. ამბობდნენ, რომ კადრი ნანგრევებში ნაპოვნ ფოტოაპარატში იპოვეს. თუმცა, სიცრუე მალევე გამოაშკარავდა — თვითმფრინავის მოდელი არასწორი იყო, ფოტოზე მითითებული თარიღი და ტურისტის თბილი ტანსაცმელი კი სექტემბრის თბილ ამინდს არ შეესაბამებოდა.
2. საბჭოთა დროშის აღმართვა რაიხსტაგზე, 1945 წელი
ფოტო: Yevgeny Khaldei
ეს მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კადრია, თუმცა გამოქვეყნებამდე ის საბჭოთა პროპაგანდისტებმა კარგად დაამუშავეს. ფოტოგრაფმა ევგენი ხალდეიმ სცენა წინასწარ დადგა, მოგვიანებით კი, ფოტოლაბორატორიაში, კადრს დრამატულობისთვის კვამლი დაამატა.
3. ალბომ Abbey Road-ის გარეკანი, 1969 წელი
ფოტო: Iain Macmillan
The Beatles-ის ამ საკულტო გარეკანზე ჯგუფის ოთხივე წევრი გზაზე გადადის. ორიგინალ ფოტოზე პოლ მაკარტნის ხელში სიგარეტი უჭირავს, თუმცა მოგვიანებით ამერიკულმა სარეკლამო კომპანიამ ის კადრიდან ყოველგვარი ნებართვის გარეშე წაშალა.
სიგარეტის გაქრობა იმ პერიოდის ამერიკული ტენდენციის ნაწილი იყო, რაც ფოტოების "გასუფთავებას" გულისხმობდა — განსაკუთრებით იმ პროდუქტებზე, რომლებიც მოზარდებისთვისაც იყო განკუთვნილი. მათ გადაწყვიტეს, რომ მავნე ჩვევის პოპულარიზაციისთვის ხელის შესაშლელად, სიგარეტი კადრიდან საერთოდ უნდა გაექროთ.
4. ლოსზე ამხედრებული რუზველტი, 1912 წელი
ფოტო: Theodore Roosevelt Collection
თეოდორ რუზველტის 1912 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს გავრცელდა დამონტაჟებული ფოტო, რომელშიც ის ლოსზეა ამხედრებული. ეს კადრი ერთდროულად პოლიტიკური პროპაგანდაც იყო და იუმორიც. ყველამ იცოდა, რომ ფოტო ყალბი იყო, თუმცა მისი მიზანი ხალხის მოტყუება არ ყოფილა — ის უბრალოდ რუზველტის, როგორც "მებრძოლი" ლიდერის იმიჯს უსვამდა ხაზს.
5. "ყველაზე დიდი სიმინდის ტარო", 1908 წელი
ფოტო: Rijksmuseum
ამერიკულ ღია ბარათებზე შუა დასავლეთს ხშირად ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს იქ ყველაფერი გიგანტური იზრდებოდა. ფოტოგრაფ უილიამ მარტინის ეს 1908 წლის ნამუშევარიც სრულიად აბსურდული და რეალობასთან შეუსაბამოა, თუმცა მისი მიზანი უბრალოდ მკითხველის გახალისება იყო.
6. Ralph Lauren-ის სარეკლამო პოსტერი, 2009 წელი
ფოტო: Ralph Lauren via Boing Boing
Ralph Lauren-მა სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც მოდელი ფოტოშოპით ისე დააწვრილეს, რომ მისი თეძოები თავზე უფრო ვიწრო ჩანდა. პროპორციები ფიზიკურად შეუძლებელი იყო და გოგო ადამიანზე მეტად მულტფილმის პერსონაჟს ჰგავდა. კრიტიკის შემდეგ ბრენდმა აღიარა, რომ ფოტოს დამუშავებისას ზედმეტი მოუვიდა.
7. "სადილი ცათამბჯენზე", 1932 წელი
ფოტო: Wikimedia Commons
ეს ფოტო ნიუ-იორკში, როკფელერის ცენტრის მშენებლობისას არის გადაღებული. ფოტოზე ვხედავთ მუშებს, რომლებიც 260 მეტრის სიმაღლეზე ლითონის კონსტრუქციაზე მშვიდად სადილობენ. ათწლეულების განმავლობაში ყველას მიაჩნდა, რომ ეს რეალური კადრი იყო, რომელიც დიდი დეპრესიის დროს მუშების ყოველდღიურ სიმამაცეს ასახავდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი სარეკლამო ხრიკი იყო, რომელიც ახალი შენობის პოპულარიზებისთვის გადაიღეს.
8. ავტომობილისა და ასფალტის სატკეპნის შეჯახება, 1915 წელი
ფოტო: Rijksmuseum
ხშირად ფოტოების მონტაჟს რაღაც ნეგატიურ ან მზაკვრულ მოვლენად აღვიქვამთ, თუმცა საუკუნის წინ ადამიანები ამას გასართობად იყენებდნენ. ალფრედ სტენლი ჯონსონის ეს ნამუშევარი სწორედ ასეთი სახალისო ხუმრობაა.
9. აზიის ცუნამი, 2004 წელი
ფოტო: National Disaster Education Association
ეს დრამატული ფოტო, რომელზეც ხმელეთისკენ მომავალი გიგანტური ტალღაა გამოსახული, 2004 წლის ინდოეთის ოკეანის ცუნამის შემდეგ გავრცელდა. კადრი მართლაც შემაძრწუნებლად გამოიყურება, თუმცა ის სრულიად ყალბია.
10. "ოცნება", 1870–1890 წლები
ფოტო: Rijksmuseum
ფოტოშოპის გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე, ვიქტორიანული ეპოქის ფოტოგრაფები უკვე ატარებდნენ ექსპერიმენტებს ვიზუალური ისტორიების გადმოსაცემად, თანაც საოცრად დახვეწილი მეთოდებით. ფოტომონტაჟში კარგად ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალი სართავ ჯარასთან ოჯახურ ცხოვრებაზე ოცნებებშია წასული.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები