შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში დაპატიჟა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარე ჭაო ლეძი საქართველოში დაპატიჟა. ამის შესახებ თავად პაპუაშილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა რომ ვიზიტი მალე განხორციელდება. მისი განმარტებით, ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოსა და ქართული კულტურის მიმართ დიდი ინტერესი აქვს.
"მე იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ, რომ ეს ვიზიტი განხორციელდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ, გარდა ოფიციალური საუბრის ნაწილისა, ასევე გვქონდა შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტარებს შორის პიროვნული ურთიერთობები და გაცვლა. მოვიწვიეთ დელეგაციები საქართველოში და რაც მთავარია, მოვიწვიე თავად თავმჯდომარე. მისი პირველი რეაქცია მაიმედებს, რომ მალე იქნება შესაძლებელი, რომ ეს ვიზიტი განხორციელდეს. მას დიდი ინტერესი აქვს საქართველოსა და ქართული კულტურის მიმართ. ჩვენ ორი უძველესი ცივილიზაცია ვართ და ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთინტერესი ბუნებრივიც არის", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, შალვა პაპუაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის პარლამენტის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო ლეძის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტულ სექტორებს, როგორებიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმი, თანამედროვე ტექნოლოგიები, კულტურა და განათლება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის წყალობით, ჩინეთი საქართველოს 4 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორის ერთ-ერთია.
შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ჩინურ ინვესტიციებზე და აღნიშნა, რომ ჩინური კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამშენებლო პროექტებში. ასევე შეფასდა ტურიზმის სექტორიც — პირდაპირი ფრენები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტურისტული ნაკადების ზრდასა და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "შუა დერეფნის" მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"შუა დერეფანი, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ტრადიციული ჩრდილოეთის დერეფნის ყველაზე ეფექტიანი ალტერნატივაა", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები