გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტას ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
ფოტო: თეგეტა
გადავასწრებ, გავძვრები, დამინახავს, დამითმობს, გამიძლებს — ხშირად ამ სიტყვებით იწყება გადაწყვეტილებები, რომლებიც გზაზე მძიმე შედეგებით სრულდება. სწორედ ამ იდეაზე ააგო თეგეტა ჰოლდინგმა საგზაო უსაფრთხოების ახალი კამპანია: უსაფრთხოებას ნუ ივარაუდებ — გაიარე მეტი უსაფრთხოდ, რომელიც მაისის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატით გაიშლება და საზოგადოების ყურადღებას გზებზე პასუხისმგებლობიანი ქცევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს.
საგზაო უსაფრთხოება თეგეტა ჰოლდინგის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კომპანიაში ამ თემაზე მუშაობა წლებია, სისტემურად მიმდინარეობს. მათ შორის, თეგეტა ყოველწლიურად უერთდება გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კამპანიას.
ფოტო: თეგეტა
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: “თეგეტას კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უსაფრთხოებაა, განსაკუთრებით კი საგზაო უსაფრთხოების მხარდაჭერა. ეს კამპანიაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. გვინდა, საზოგადოებამდე მივიტანოთ სათქმელი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მძიმე შემთხვევების მაჩვენებლები იზრდება.
წელს გადავწყვიტეთ, განსხვავებული და კრეატიული ფორმით შეგვეხსენებინა ადამიანებისთვის, რომ უსაფრთხოება არ უნდა ვივარაუდოთ. ყველაზე სახიფათო სწორედ ის სიტყვებია, რომლებიც გზაზე ხშირად გაგვიელვებს ხოლმე თავში: გადავასწრებ, გავძვრები და ა.შ. ამიტომ ჩვენი მთავარი გზავნილია — მეტი რომ გავიაროთ უსაფრთხოდ, უსაფრთხოება არ უნდა ვივარაუდოთ“.
ფოტო: თეგეტა
კამპანიის კრეატიულ კონცეფციაზე სააგენტო Joyboy-მ იმუშავა. იდეა კი ბევრი მძღოლისა თუ ქვეითის ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას ეფუძნება — რომ კონკრეტული საფრთხე მათ არ შეეხებათ და გამონაკლისები სწორედ ისინი იქნებიან. ამის საპირისპიროდ კამპანიის მთავარი გზავნილია: უსაფრთხოებას ნუ ივარაუდებ —გაიარე მეტი უსაფრთხოდ.
კამპანია მრავალმხრივ აქტივობებს აერთიანებს — გზებზე განთავსებული ვიზუალური მესიჯებიდან და სპეციალურად შექმნილი ბილბორდებიდან დაწყებული, სოციალური მედიის კომუნიკაციებით, ვიდეორგოლებითა და სხვადასხვა ციფრული პლატფორმისთვის შექმნილი გზავნილებით დამთავრებული. მთავარი მიზანი კი ერთია — ადამიანებს შეახსენოს, რომ საჭესთან თითოეული გადაწყვეტილება პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული.
გიორგი კვიტატიანი, კრეატიული სააგენტო Joyboy-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი: “საგზაო უსაფრთხოების წესები პრაქტიკულად ყველამ იცის, თუმცა რეალურ მომენტებში ამ წესებს სათანადო ყურადღება ხშირად არ ეთმობა. ამიტომ გვინდოდა, რაც შეიძლება ღრმა ადამიანური სიმართლე გვეპოვა ამ პრობლემასთან მიმართებაში და ისეთი კრეატიული გადაწყვეტა მოგვეძებნა, რომელიც ადამიანს გულგრილს ვერ დატოვებდა. სწორედ ასე მივედით იმ სიტყვებამდე, რომლებსაც ადამიანები ხშირად ცნობიერად თუ ქვეცნობიერად საკუთარ თავს ეუბნებიან — დამითმობს, დამინახავს. რეალურად ძალიან ბევრი საგზაო შემთხვევა სწორედ ამ სიტყვებით იწყება. კამპანიაში სიტყვები მხოლოდ ტექსტური ელემენტი არ არის — ისინი თავად ხდებიან იმ რისკის სიმბოლო, რომელსაც დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები ქმნის“.
ფოტო: თეგეტა
ვიზუალებზე დამატებულია სტატისტიკაც, რომელიც ადამიანებს ახსენებს, რომ ეს შემთხვევები გამონაკლისს არ უშვებს და გზაზე პასუხისმგებლობა ყველას თანაბრად ეკისრება. კამპანიის ვიზუალური ნაწილი კონკრეტულ ფრაზებსა და მათ შედეგებს შორის კავშირს უსვამს ხაზს. მაგალითად, ერთ-ერთ გზავნილში გამოყენებულია სიტყვა დამინახავს, რომელსაც თან ახლავს შეტყობინება, რომ ავტომობილის მართვისას მძღოლის ტვინი ინფორმაციის 50%-ს ვერ აღიქვამს, ხოლო მთავარი მესიჯია — უსაფრთხოებას ნუ ივარაუდებ. კიდევ ერთი ვიზუალი სპეციალურად ტექნიკურ გაუმართაობას ეძღვნება და ეფუძნება სიტყვას — გამიძლებს, რომელიც განსხვავებული კონცეფციით ავტომფლობელებს ისეთ რისკებზე მიუთითებს, როდესაც ავტომობილს გარეგნულად არაფერი ეტყობა, მფლობელები კი მიიჩნევენ, რომ ყველაფერი წესრიგშია, მაშინ როდესაც ყველაზე დიდ პრობლემებს მანქანის შინაგანი გაუმართაობა ქმნის. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველი მეათე ავარიის მიზეზი მანქანის ტექნიკური გაუმართაობაა. სხვა ვიზუალებში გამოყენებული სიტყვებიც — დამითმობს, გავძვრები და გადავასწრებ — კონკრეტულ საგზაო რისკებსა და რეალურ ფაქტებთან არის დაკავშირებული.
ფოტო: თეგეტა
კამპანია ვოლვო ქარ კავკასიას მხარდაჭერით მიმდინარეობს — შვედური ბრენდის, რომლის ძირითადი ღირებულება უსაფრთხოებაა და ამ მიმართულებით მაღალი სტანდარტებითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა.
ეკა კევლიშვილი, ვოლვო ქარ კავკასიას მარკეტინგის ხელმძღვანელი: “მიუხედავად იმისა, რომ Volvo მუდმივად იკვლევს ავარიების გამომწვევ მიზეზებს და ყოველ ახალ მოდელში უსაფრთხოების კიდევ უფრო განვითარებულ ტექნოლოგიებს ნერგავს, რომლებიც კამერებისა და რადარის დახმარებით საფრთხის წინასწარ ამოცნობასა და შეჯახების პრევენციაზე მუშაობს, უსაფრთხოების მთავარი საფუძველი მაინც ადამიანის პასუხისმგებლობა რჩება. თანამედროვე ტექნოლოგიებს შეუძლია რისკების შემცირება და კრიტიკულ მომენტებში დახმარება, თუმცა ვერც ერთი სისტემა ვერ ჩაანაცვლებს მძღოლისა და ქვეითის გააზრებულ გადაწყვეტილებებს გზაზე. ამიტომაც უსაფრთხოება არ უნდა ვივარაუდოთ — ის ყოველდღიური პასუხისმგებლობაა”.
სწორედ ამიტომ, კამპანიის ფარგლებში, თეგეტა მოტორსის ფილიალებში მისული პირველი 100 მომხმარებელი სავალი ნაწილის უფასოდ შემოწმებას შეძლებს, რათა დარწმუნდეს, რომ მისი ავტომობილი ტექნიკურად სრულად გამართული და უსაფრთხოა. ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში კი ავტომობილის შეკეთებაში მათ მაღალკვალიფიციური პროფესიონალები დაეხმარებიან. კამპანიის მხარდამჭერია საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებელი ბრენდი Shell-იც, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში თეგეტა მოტორსია.
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგი 30 წელზე მეტია, მომხმარებლებს საერთაშორისო სტანდარტებისა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდების პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს. თუმცა, კომპანიისთვის უსაფრთხოება მხოლოდ ტექნიკური გამართულობით არ შემოიფარგლება. თეგეტაში მიაჩნიათ, რომ საგზაო უსაფრთხოების კულტურის დანერგვა მძღოლებისა და ქვეითების პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ კომპანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასა და უსაფრთხო ქცევის ხელშეწყობას სხვადასხვა სოციალური კამპანიითა და საგანმანათლებლო ინიციატივით ცდილობს. გაიარე მეტი უსაფრთხოდ კი ამ მიმართულებით კიდევ ერთი მცდელობაა, საზოგადოებას შეახსენოს, რომ გზაზე თითოეულ გადაწყვეტილებას მნიშვნელობა აქვს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები