ირაკლი კობახიძე: მზად ვართ ვიმსჯელოთ ეკლესიასთან, პატრიარქთან, სასულიერო პირებთან ერთად აბორტთან დაკავშირებით კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე
"ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ვიმსჯელოთ ეკლესიასთან, პატრიარქთან, სასულიერო პირებთან ერთად აბორტთან დაკავშირებით კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე", — ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, აბორტების სტატისტიკის კლება სწორედ იმ ქადაგებების შედეგია, რასაც საზოგადოება ისმენს სასულიერო პირების მხრიდან.
"რაც შეეხება პატრიარქის ქადაგებას აბორტთან დაკავშირებით, ეს არ არის მისი პირველი ქადაგება, მანამდეც, მაგალითად, შარშან 17 მაისს გვახსოვს, რომ აბორტთან დაკავშირებით, მეუფე შიო, მაშინ მოსაყდრე, აკეთებდა განცხადებებს, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ბუნებრივია, ჩვენი საზოგადოებისთვის. ყოველთვის აკეთებდა ეკლესია განსაკუთრებულ აქცენტს აბორტზე და ამას აქვს კონკრეტული შედეგები. მაგალითად, სტატისტიკას რომ შევხედოთ, რა შედეგი აქვს ეკლესიის ამ დამოკიდებულებას აბორტის მიმართ — მაგალითად, 2012 წელს, 39 000-ზე მეტი აბორტი გაკეთდა საქართველოში და შარშანდელი მაჩვენებელი არის 12 000-ზე ნაკლები. ამ პერიოდში კანონმდებლობა არ შეცვლილა. შობადობა ამდენით არ შემცირებულა და პირდაპირ კორელაციაც არ არის, რა თქმა უნდა, შობადობასა და აბორტს შორის. შობადობა შეიძლება შემცირდა, პირობითად, არ ვიცი, ზუსტი მაჩვენებელი, 20-30%-ით, მაგრამ 39 000-დან არის შემცირებული 12 000-მდე აბორტების რაოდენობა. ეს არის კონკრეტული მაჩვენებელი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმ ქადაგებების შედეგი, რასაც საზოგადოება ისმენს სასულიერო პირების მხრიდან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ქადაგება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ პატრიარქისგან 17 მაისს.
რაც შეეხება კანონმდებლობას, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ვიმსჯელოთ ეკლესიასთან, პატრიარქთან, სასულიერო პირებთან ერთად კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე. თუ რაიმე შეიძლება შეიცვალოს, რაც დამატებით ხელს შეუწყობს ამ ტენდენციის გაუმჯობესებას, ჩვენ ამისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, 17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში გამართულ საზეიმო წირვაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ დემოგრაფიულ პრობლემებზე საუბრისას თქვა, რომ "თუ ოჯახში მძიმე ცოდვა ტრიალებს, ისეთი, როგორიც მაგალითად არის აბორტი, მაშინ ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი. ასეთი ოჯახი განწირულია იმიტომ, რომ როგორც ჩვენ ბიბლიიდან ვიცით, "მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის" და პირიქით, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება — ეს ღვთისგან მოვლენილი ბედნიერებაა".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები