10 ცნობილი ნახატი, რომელთა უკან საინტერესო ისტორიები იმალება
ფოტო: On.ge
ცნობილი ნახატები და მათი ავტორები კარგად გვახსოვს ხოლმე, თუმცა ამ შედევრების შექმნის უკან არსებული ისტორიები ბევრი ჩვენგანისთვის უცნობია. პირადი გამოცდილებები, დამალული სიმბოლოები და მოულოდნელი დეტალები თითოეულ ნახატს კიდევ უფრო მომხიბვლელად აქცევს.
აი, ის 10 ნახატი, რომელთა უკან საინტერესო ამბები იმალება:
1. Café Terrace at Night — ვინსენტ ვან გოგი (1888)
ფოტო: Vincent van Gogh
ამ ნახატის ისტორიის გასაგებად, შორს წასვლა არ გვჭირდება. თავად ვინსენტ ვან გოგმა თავის დისთვის მიწერილ წერილში ახსნა, რატომ არ იყენებდა შავ ფერს, მიუხედავად იმისა, რომ ღამის სცენას ხატავდა. მისი მიზანი ღამის ნამდვილი ფერების დაფიქსირება იყო — ვან გოგს ღამის წარმოჩენა არა როგორც სიბნელედ, არამედ სიცოცხლით სავსე სივრცედ სურდა.
2. The Scream — ედვარდ მუნკი (1893)
ფოტო: Edvard Munch
ერთი შეხედვით ეს ნახატი შეიძლება არც ისე შემაშფოთებლად მოგვეჩვენოს, თუმცა მისი მნიშვნელობა სრულიად იცვლება, როცა ვიგებთ, რომ ედვარდ მუნკმა ნამუშევარში საკუთარი ემოციები ასახა. მან დათრგუნული ფიგურა და შემაშფოთებელი გარემო იმ განცდის გადმოსაცემად დახატა, რომელიც ბუნებაში სეირნობისას დაეუფლა.
3. The Kiss — გუსტავ კლიმტი (1908)
ფოტო: Gustav Klimt
The Vienna Ceiling სერიის შექმნის შემდეგ, რომელიც საზოგადოებამ ზედმეტად სკანდალურად მიიჩნია, გუსტავ კლიმტის რეპუტაცია სერიოზულად დაზიანდა. მიუხედავად კრიტიკისა, მან ახალი ნამუშევრის შექმნა მაინც გადაწყვიტა და მუშაობა The Kiss-ზე დაიწყო. ნახატმა კრიტიკოსებისა და საზოგადოების დიდი აღიარება მოიპოვა — იმდენად, რომ ბელვედერის მუზეუმმა ნამუშევარი დასრულებამდეც კი შეიძინა და საკმაოდ მაღალი ფასიც გადაიხადა.
4. The Persistence of Memory — სალვადორ დალი (1931)
ფოტო: Salvador Dalí
ამ ნახატით, რომელიც სიურრეალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევრადაა მიჩნეული, სალვადორ დალიმ სცადა ეჩვენებინა, როგორ იცვლება დროისა და რეალობის აღქმა სიზმრებში. ცნობილმა ხელოვნებათმცოდნემ, დონ ადესმა აღნიშნა, რომ ნახატში გამოსახული ფორმადაკარგული საათები დროის არამდგრადობის სიმბოლოა. დალი რეალობის აღქმის დამკვიდრებულ ნორმებს ხშირად უპირისპირდებოდა, რასაც ნახატში გადმოცემული დროის ახლებური ინტერპრეტაცია კარგად ასახავს.
5. The Son of Man — რენე მაგრიტი (1946)
ფოტო: René Magritte
რენე მაგრიტის სხვა ნამუშევრების მსგავსად, ეს ნახატიც დღემდე გამოცანად რჩება ხელოვნებათმცოდნეებისთვის. ზოგი მასში რელიგიურ სიმბოლიკას ხედავს, თუმცა მისი რეალური მნიშვნელობა კვლავ გაურკვეველია. თავად მაგრიტიც ხელს უწყობდა ამ იდუმალებას, როდესაც ამბობდა: "ყველაფერი, რასაც ვხედავთ, რაღაც სხვას მალავს; ჩვენ ყოველთვის გვინდა დავინახოთ ის, რაც ხილულის მიღმა იმალება. სწორედ ეს დამალული იწვევს ინტერესს — ერთგვარ დაძაბულობას ხილულსა და დაფარულს შორის".
6. Girl with a Pearl Earring — იან ვერმეერი (1665)
ფოტო: Johannes Vermeer
ამ სიის სხვა ნამუშევრებისგან განსხვავებით, Girl with a Pearl Earring ე.წ. "ტრონია" — არა კონკრეტული ადამიანის პორტრეტი, არამედ წარმოსახვითი ფიგურის გამოსახულება. იან ვერმეერს ნახატი რეალური ადამიანის დასაფიქსირებლად არ შეუქმნია; მისი მიზანი ეგზოტიკურ სამოსში გამოწყობილი იდეალიზებული სახის შექმნა იყო. სწორედ ამიტომ, ტილოზე გამოსახული ქალის ვინაობა დღემდე უცნობია, თუმცა ზოგი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ ნახატზე გამოსახული პიროვნება შესაძლოა მხატვრის და ყოფილიყო.
7. Mona Lisa — ლეონარდო და ვინჩი (1503)
ფოტო: Leonardo da Vinci
ვარაუდობენ, რომ Mona Lisa იტალიელი არისტოკრატის, ლიზა დელ ჯოკონდოს პორტრეტია. გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ლეონარდო და ვინჩის ეს პორტრეტი განსაკუთრებული შემთხვევის აღსანიშნავად შეუკვეთეს, თუმცა მხატვარს ნამუშევარი დამკვეთისთვის არასოდეს გადაუცია, ლეონარდო და ვინჩიმ ის სიცოცხლის ბოლომდე თავად შეინახა. ხელოვნებათმცოდნეები დღემდე მსჯელობენ, რა გახდა მხატვრის ამ გადაწყვეტილების მიზეზი.
8. Nighthawks — ედვარდ ჰოპერი (1942)
ამერიკული ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევრად Nighthawks არის მიჩნეული. საინტერესოა, რომ თავდაპირველად ნახატს Night Hawks ერქვა — შესაძლოა, სახელწოდება გვიანობამდე ფხიზლად მყოფ ადამიანებს გულისხმობდეს. როდესაც კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ნახატი მარტოობისა და სიცარიელის განცდას გადმოსცემდა, ედვარდ ჰოპერმა თქვა: "შესაძლოა, გაუცნობიერებლად დიდი ქალაქის მარტოობას ვხატავდი".
9. Christina’s World — ენდრიუ უაიეტი (1948)
ფოტო: Andrew Wyeth
ერთი შეხედვით, ეს მე-20 საუკუნის ნახატი უბრალოდ მინდორში მყოფი ქალის ჩვეულებრივი სცენაა, თუმცა რეალობა ბევრად უფრო სევდიანია. გამოსახული ქალი ენდრიუ უაიეტის მეზობელი, ანა კრისტინა ოლსონი იყო, რომელსაც კუნთოვანი სისტემის დაავადება ჰქონდა და სიარული არ შეეძლო. იგი ხშირად ხელებით მიიწევდა მიწაზე, რათა ოჯახის ფერმამდე დაბრუნებულიყო. ამ ნამუშევარს სწორედ ეს რთული და ემოციური რეალობა დაედო საფუძვლად.
10. American Gothic — გრანტ ვუდი (1930)
ფოტო: Grant Wood
American Gothic მე-20 საუკუნის ცნობილი ნახატია, რომელიც აიოვას შტატის ქალაქ ელდონში მდებარე Dibble House-ით იყო შთაგონებული. მიუხედავად იმისა, რომ გრანტ ვუდი სახლის მცხოვრებლებს არ იცნობდა, მხატვარმა თავისი ფანტაზიით წარმოიდგინა ის ადამიანები, რომლებიც, მისი აზრით, ასეთ სახლში იცხოვრებდნენ. საინტერესო და ოდნავ უცნაური დეტალია ისიც, რომ ნახატზე გამოსახული კაცი და ქალი გრანტ ვუდმა თავისი სტომატოლოგისა და საკუთარი დის სახით დახატა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები