სომხეთში ფაშინიანის სავარაუდო მკვლელობის შეთქმულების საქმეს იძიებენ
სომხეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება იმ პირების იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებიც ონლაინ გავრცელებულ ვიდეოში პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, სავარაუდო მკვლელობის შეთქმულების ფარგლებში, სიკვდილით დაემუქრნენ. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
ვიდეოში ჩანს ნიღბიანი კაცი, რომელიც საუბრობს, ხოლო მის უკან კიდევ ოთხი ნიღბიანია და ხელში AKS-74U ტიპის ავტომატები უჭირავთ. საგამოძიებო კომიტეტმა პრესრელიზში განაცხადა, რომ პირებმა უკანონოდ მოიპოვეს წვდომა შეზღუდული კომპიუტერული ქსელის მონაცემებზე, რათა ვიდეო პირდაპირ ეთერში გაეზიარებინათ. კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია:
"სიძულვილითა და შეუწყნარებლობით მოტივირებულებმა, ხულიგნურად პირდაპირი ეთერში გაავრცელეს მუქარის შემცველი ვიდეო, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის წინააღმდეგ მკვლელობის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, რაც დაკავშირებულია მის სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობასთან და განპირობებულია მისი პოლიტიკური შეხედულებებით".
ვიდეოში ნიღბიანი კაცი ფაშინიანს მიმართავს და ამბობს: "ჩვენ ვიცით, სად და როდის მიდიხართ... თქვენ უნდა უპასუხოთ თქვენს ყოველ ნაბიჯზე".
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სავარაუდო მკვლელობის შეთქმულების (მკვლელობის ჩადენის შეთქმულების), ასევე კომპიუტერული სისტემის დივერსიის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ბრუნვის ფაქტებთან დაკავშირებით. მიმდინარეობს გამოძიება ეჭვმიტანილების იდენტიფიცირებისთვის.
გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა თავად ფაშინიანი:
"მათ ნიღბები ეკეთათ, თითქოს ძლიერი კაცები არიან. მაგრამ იცით, რატომ უკეთიათ ნიღბები? რადგან როგორც კი მოიხსნიან, დავინახავთ, რომ სწორედ მათ მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები [ბრძოლის ველზე] და გაიქცნენ შეშინებულები. არ გამოვრიცხავ, რომ ისინიც მათ ზურგში ესროდნენ. მიდით, მოიხადეთ ნიღბები, გამოდით — ვნახო ვინ ხართ. სომხეთში ნიღბებით მოდიხართ და ვიდეოებს ავტომატებით იღებდით? თითოეულ თქვენგანს ვიპოვი. მოიხსენით ნიღბები და ნებაყოფლობით წარდექით ჩვენს წინაშე. თქვენ დატოვეთ ჩვენი შვილები საომარ პოზიციებზე მარტოები და გაიქეცით, ნაძირალებო. თქვენ გაიქეცით Ferrari-ს სიჩქარით — ვინ ხართ? თქვენ მოდიხართ იმის სათქმელად, რომ ჩვენი შვილები გავწირეთ? თქვენ ხართ ისინი, ვინც გაიქცა პოზიციებიდან. თითოეულ თქვენგანს დაგაჩოქებთ, პასუხს მოგთხოვთ ჩვენი შვილების მარტო დატოვების და გაქცევისთვის", — თქვა ფაშინიანმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები