წლის ორმაგი პაემანი — კაილი ჯენერი, ტიმოთი შალამე, კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი
კენდალ ჯენერისა და ჯეიკობ ელორდის სავარაუდო რომანი სერიოზულ სახეს იღებს — წყვილმა ურთიერთობაში ოჯახის წევრებიც ჩართო.
16 მაისს კენდალი და ჯეიკობი ლოს-ანჯელესში კენდალის დასთან, კაილი ჯენერთან და მის შეყვარებულთან, ტიმოთი შალამესთან ერთად შენიშნეს. გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ მანქანაში მდჯარი ჯგუფი პაპარაცებს ემალებოდა. წინა სავარძელზე 28 წლის ელორდი და 30 წლის კენდალი ისხდნენ, უკანა სავარძელზე კი — 28 წლის კაილი და 30 წლის ტიმოთი.
ფოტო: Deuxmoi
"ერთად ძალიან კარგ დროს ატარებენ, მსგავსი ხასიათები და ცხოვრების სტილი აქვთ, ამიტომაც ერთმანეთს კარგად ეწყობიან", — განაცხადა People-ის წყარომ.
იმავე წყაროს ცნობით, ოსკარის ნომინანტები — შალამე და ელორდი — მანამდეც მეგობრობდნენ, სანამ კენდალი და ჯეიკობი დაახლოვდებოდნენ. რაც შეეხება კაილის, ის შალამეს 2023 წლიდან ხვდება და ელორდის მიმართაც დადებითადაა განწყობილი.
ფოტო: Schiaparelli
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პაემნის ფოტოებს ჯეიკობ ელორდის მიმართ კრიტიკის ტალღა მოჰყვა. მიზეზი ისაა, რომ მსახიობმა სულ ცოტა ხნის წინ უარი თქვა 2026 წლის კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრობაზე და მიზეზად ფეხის ტრავმა დაასახელა.
28 წლის ვარსკვლავი თავდაპირველად დამტკიცებული იყო ჟიურის შემადგენლობაში, თუმცა, ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხი მოიტეხა.
ჟიურის წევრობა დიდ დატვირთვასთანაა დაკავშირებული — ფილმების ჩვენებები, პრესკონფერენციები და ფესტივალის ცნობილ კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლა — რის გამოც ავსტრალიელმა მსახიობმა ამ პრესტიჟულ შესაძლებლობაზე უარი თქვა.
ფოტო: Getty Images
თუმცა, როცა პაემნიდან გავრცელებულ კადრებში გამოჩნდა, რომ ელორდი თავად მართავდა ავტომობილს, საზოგადოებამ მისი ტრავმის სიმძიმე ეჭვქვეშ დააყენა: "როგორ შეიძლება ფეხის ტრავმის გამო უარი თქვა შესაძლებლობაზე, იყო კანის ფესტივალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ჟიური, შემდეგ კი საჭესთან დაჯდე, როცა მანქანაში სამი მგზავრი გიზის, რომელთაგან ნებისმიერს შეეძლო შენი ჩანაცვლება?" — წერენ მომხმარებლები პლატფორმა X-ზე.
სოციალური ქსელების ნაწილი ჯეიკობს იცავს და ამბობს, რომ ფესტივალის დატვირთვას მსახიობის ტრავმა შესაძლოა გაერთულებინა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები