შალვა პაპუაშვილი: "იქით ვასწავლით ყველას, რას ნიშნავს ევროპელობა და რას ნიშნავს ადამიანის უფლებები"
"მე ვისურვებდი ბრიუსელის ჩინოვნიკები ადამიანის უფლებების მდგომარეობას ევროკავშირში სერიოზულად მიუდგნენ", — ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება "იქით ასწავლის ყველას, რას ნიშნავს ევროპელობა და რას ნიშნავს ადამიანის უფლებები".
"მე ვისურვებდი ბრიუსელის ჩინოვნიკები ადამიანის უფლებების მდგომარეობას ევროკავშირში სერიოზულად მიუდგნენ. არა მხოლოდ ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც კიდევ უფრო მწვავე კრიტიკა მიიღეს. ვხედავთ, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა ევროკავშირში დღითიდღე უარესდება, რაც გამოხატვის თავისუფლებას ეხება. კოპენჰაგენი არ არის ცალკეული გამონაკლისი. ჩვენ იგივე სურათები მშვიდობიანი მიტინგების დარბევის დროს ბერლინში, პარიზში, სხვა დედაქალაქებშიც ვიხილეთ. კოპენჰაგენში ეს განსაკუთრებული ბრუტალურობა იყო, როდესაც ხელკეტებით და ძაღლებით დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრანტები მაშინ, როდესაც არანაირ საფრთხეს არავისთვის არ წარმოადგენდნენ. როგორც ჩანს, დანიის პოლიცია არ აპირებს, რომ გამოიძიოს ეს დარბევა და მნიშვნელოვანია გამოძიებული იქნას და დამნაშავეები დაისაჯონ. [...]
ჩვენ უნდა გავითავისუფლოთ თავი იმ კომპლექსებისგან, რომელსაც ცდილობდნენ, რომ წლების განმავლობაში მოეხვიათ ქართველი ხალხისთვის, თითქოს ჩვენ ვართ რაღაც მეორეხარისხოვანი, განუვითარებელი ერი, თითქოს დანიამ, თუ გერმანიამ, თუ სხვა ქვეყანამ უნდა გასწავლოს როგორი არის სწორი ცხოვრება, როგორია სწორი ევროპელობა, როგორ არის სწორად ქვეყნის შენება. იქით ვასწავლით ყველას, რას ნიშნავს ევროპელობა და რას ნიშნავს ადამიანის უფლებები. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვიცილოთ ეს გარედან ძალად მოხვეული კომპლექსი, რომ თითქოს ჩვენ აქ ვართ მოწაფეები და კლასის დამრიგებლად ზოგიერთი ქვეყნების წარმომადგენლები გვყვანან, რომელსაც გენოციდთან გათანაბრებული დანაშაულები აქვთ ჩადენილი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და დღემდე არ აქვთ ეს საკითხები გამოძიებული. დღემდე დანიაში იმ სისტემური დანაშაულისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრ დანიაში ხდებოდა არავინ არ არის დასჯილი," — განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის მიწერილი ღია წერილი წაიკითხა, რომელშიც პარტია ქართული ოცნება ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროსაბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართავს.
რაც შეეხება კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებს, მიმდინარე წლის 13 მაისს, დანიის დედაქალაქში პროპალესტინელი აქტივისტები კომპანია Maersk-ის მიერ ისრაელისთვის, შესაძლო, სამხედრო ტვირთების მიწოდებას აპროტესტებდნენ. მათ კომპანიის სათავო ოფისის ბლოკირება მოახდინეს, რის შემდეგაც პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების დაშლისას გაწვრთნილი ძაღლები და ხელკეტები გამოიყენა. აქციაზე 20-მდე აქტივისტი დააკავეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები