დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსულ ნავთობზე სანქციები შეამსუბუქა
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შეამსუბუქა მკაცრი სანქციები რუსულ ნედლ ნავთობზე, რაც ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე მესამე ქვეყნებში გადამუშავებული საავიაციო საწვავისა და დიზელის იმპორტის საშუალებას იძლევა.
სავაჭრო ლიცენზიას, რომელიც ძალაში ოთხშაბათს შევიდა, მოქმედების განსზაღვრული ვადა არ გააჩნია, თუმცა იგი პერიოდულად გადაიხედება. ეს გადაწყვეტილება მიღებულია გარკვეული სახეობის საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით მზარდი შეშფოთების ფონზე, რაც გამოწვეულია ჰორმუზის სრუტის დე ფაქტო ბლოკადით აშშ-ისრაელისა და ირანის ომის დაწყების შემდეგ.
ევროპის საავიაციო საწვავის ნახევარზე მეტი სწორედ ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანსპორტირდება და მიწოდების შეფერხების შედეგად, ევროპაში საავიაციო საწვავის ფასი თითქმის გაორმაგდა ომის დაწყებამდე არსებულ მაჩვენებელთან შედარებით.
თებერვლის ბოლოს, აშშ-ისა და ისრაელის პირველ საჰაერო დარტყმებამდე, ევროპაში საავიაციო საწვავი ტონაზე 831 დოლარი ღირდა. აპრილის დასაწყისისთვის ფასმა 1 838 დოლარს მიაღწია, რის შემდეგაც კლება დაიწყო და ამჟამად 1 375 დოლარს შეადგენს.
წლების განმავლობაში დიდი ბრიტანეთი ლიდერობდა უკრაინაში ომის გამო რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებაში. სამშაბათს მან ხელი მოაწერა "დიდი შვიდეულის" განცხადებას, რომელშიც კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი "ურყევი ერთგულება" რუსეთისთვის "მკაცრი საფასურის" დაკისრებისადმი. მანამდე ბრიტანეთმა განაცხადა, რომ დაბლოკავდა სხვა ქვეყნებში გადამუშავებულ რუსულ ნავთობს, რათა "კიდევ უფრო შეეზღუდა კრემლისკენ ფინანსების დინება."
ამ კვირაში აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა, 30 დღით გააგრძელა სანქციების საგამონაკლისო რეჟიმი, რაც უკვე ზღვაში მყოფი რუსული ნავთობის პარტიების შეძენის საშუალებას იძლევა. მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ვადის გაგრძელება "დამატებით მოქნილობას უზრუნველყოფს და ჩვენ ვიმუშავებთ ამ ქვეყნებთან, რათა საჭიროებისამებრ გავცეთ კონკრეტული ლიცენზიები".
"როდესაც საერთაშორისო კონფლიქტები მიმდინარეობს... ჩვენ, როგორც მთავრობამ, უნდა უზრუნველვყოთ დიდი ბრიტანეთის ეროვნული ინტერესების დაცვა და დავრწმუნდეთ, რომ ამ კონფლიქტების გავლენისგან, რომელიც ჩვენს ნაპირებამდე აღწევს, თითოეულ ოჯახს ვიცავთ," — განაცხადა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა დენ ტომლინსონმა ტელეკომპანია Sky News-სთან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები