ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის EU-ის "ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის
ფოტო: Reuters
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა უკრაინისთვის ევროკავშირის "ასოცირებული წევრობის" ინიციატივა გააჟღერა. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს რუსეთის შემოჭრით გამოწვეული ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევას. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ევროკავშირის ლიდერებისადმი მიწერილ წერილში, რომელიც Reuters-მა მოიპოვა, მერცი გამოდის ინიციატივით, რომ უკრაინას მიენიჭოს ახალი, "ასოცირებული წევრის" სტატუსი. ეს უკრაინელ მაღალჩინოსნებს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის სამიტებსა და მინისტრების შეხვედრებში, თუმცა ხმის უფლების გარეშე.
გერმანიის ლიდერმა ევროკავშირის წევრებს ასევე შესთავაზა, უკრაინაზე ბლოკის ურთიერთდახმარების პუნქტის გავრცელების შესახებ "პოლიტიკური ვალდებულება" აიღონ, "რათა შეიქმნას არსებითი უსაფრთხოების გარანტია".
"ჩემი წინადადება ასახავს უკრაინის განსაკუთრებულ მდგომარეობას — ქვეყნისა, რომელიც ომში იმყოფება. ეს ხელს შეუწყობს მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს, როგორც მოლაპარაკებების გზით მიღწეული სამშვიდობო გადაწყვეტის ნაწილს," — წერს მერცი და აღნიშნავს, რომ ეს "არსებითია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი კონტინენტის უსაფრთხოებისთვის".
Reuters- ის ცნობით, ევროპელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადში უკრაინის მიერ ბლოკის სრულუფლებიანი წევრობის მიღწევა არარეალისტურია, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის განხილულ აშშ-ს 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში თარიღად 2027 წელი იყო მონიშნული.
ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, როგორც წესი, ხანგრძლივი და ბიუროკრატიულია. ის მოიცავს დეტალურ მოლაპარაკებებსა და სამართლებრივ რეფორმებს, რათა ქვეყანამ დააკმაყოფილოს ევროკავშირის დემოკრატიული და ეკონომიკური სტანდარტები.
ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს ბლოკის 27-ვე წევრის თანხმობასა და რატიფიკაციას, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი დაბრკოლებები შექმნას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები