ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ, EU-სკენ მიმავალ გზას — შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერს
შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კომენტარს პასუხობს იმის შესახებ, რომ "გერმანიის მთავრობის წუხილს და იმედგაცრუებას იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან".
"ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ, ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რომელზე შეყენებასაც ასე ცივსისხლიანად გვიპირებდნენ 2022 წელს.
დღეს, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა საკუთარი ტერიტორიების დათმობაზე გადის (როგორც ეს გერმანიის კანცლერმა გვამცნო), ხოლო მოლდოვის გზა - საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაუქმებასა და სხვა სახელმწიფოსთან მიერთებაზე (როგორც ეს მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა).
აქეთკენ გვექაჩებიან და ამას გვაგუებენ — განვიხილოთ ტერიტორიები, როგორც ტვირთი და დამოუკიდებლობა, როგორც ზედმეტი პასუხისმგებლობა, რომლის მოცილებისთანავე გაგვეხსნება ევროკავშირის კარიბჭე — სწორედ ეს არის 21-ე საუკუნის დანაელთა ძღვენი", — წერს შალვა პაპუაშვილი.
მას შემდეგ რაც ზაარბრიუკენის მერიამ გაავრცელა განცხადება თბილისთან ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანელი ხალხის მისამართით "სამძიმრის წერილი" გამოაქვეყნა. კალაძის "სამძიმრის წერილს" "ტვ პირველის" ჟურნალისტთან საუბრისას საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გამოეხმაურა. მისი თქმით, "სამძიმრის წერილი ამბობს, რამდენად ცუდადაა საქმე გერმანიაში, რომელიც იმართება "დიფ სთეითის" მიერ არაფორმალური ოლიგარქების მიერ. ის ფაქტი რომ მსგავსი ნარატივების საქართველოში არსებული ამგვარი წრეებიდან მოდის, კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ მთავრობას საქართველო ევროკავშირისგან შორს მიჰყავს".
"ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ჯერ გამოცხადდა, ეს ქალაქ ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებაა, ამ ქალაქს თავისი მერია ჰყავს, რომელიც დემოკრატიული არჩევნების გზითაა არჩეული. მესმის, რომ ქალაქ ზაარბრიუკენის მერიას ჰყავს გერმანიის მთავრობა, რომელიც შეშფოთებულია დემოკრატიული უკუსვლით, იმ ფაქტით, რომ საქართველოს მთავრობა ევროპას ევროკავშირისგან აშორებს, ეს სამძიმრის წერილი, რომელიც ამბობს, რამდენად ცუდადაა საქმე გერმანიაში, რომელიც იმართება "დიფ სთეითის" მიერ არაფორმალური ოლიგარქების მიერ. ის ფაქტი რომ მსგავსი ნარატივების საქართველოში არსებული ამგვარი წრეებიდან მოდის, კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ მთავრობას საქართველო ევროკავშირისგან შორს მიჰყავს. დღეს ასევე პრემიერმინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი ევროკავშირის ლიდერებისადმი, რომელიც ზუსტად იმავე შინაარსისაა — ჩვენ ქართველები ვართ ნამდვილი ევროპელები, ხოლო თქვენ ყველანი ცუდები ხართ და უკან მიდიხარ, ასე ევროკავშირში ვერ შეხვალთ, ნამდვილად ვერა. ეს რჩევა შეგიძლიათ მიიღოთ ჩემგან, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩისგან. მე ვერ ვხედავ ნაბიჯებს წინ, მე ვხედავ საპირისპირო მიმართულებით, ევროკავშირისგან გადადგმულ ნაბიჯებს. ეს წუხილს და იმედგაცრუებას იწვევს გერმანიის მთავრობაში, რომ საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვასგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან. ჩვენ გვინდა, რომ ეს სამი სახელმწიფო ერთად დაწინაურდეს რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ეს ასე არ ხდება", —განაცხადა პეტერ ფიშერმა ("ტვ პირველის" თარგმანი).
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები