აშშ პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედროს გაგზავნის
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედროს გაგზავნის. ეს გადაწყვეტილება პენტაგონმა მას შემდეგ მიიღო, რაც ერთი კვირის წინ განაცხადეს, რომ პოლონეთიდან 4 000 ჯარისკაცის დაგეგმილ როტაციას გააუქმებდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს ნაბიჯი ეფუძნება აშშ-ის ურთიერთობას პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკისთან, რომელმაც გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი მას დაუჭირა. აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, დამატებითი კონტინგენტი მანამდე დაგეგმილი მისიის ნაწილია თუ სრულიად ახალი ოპერაცია.
თეთრმა სახლმა ბოლო კვირებში მიანიშნა, რომ საკუთარი პოლიტიკური კურსის — "ამერიკა უპირველეს ყოვლისას" ფარგლებში, ევროპაში სამხედროების საერთო რაოდენობის შემცირებას გეგმავს. მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-მა ასევე გამოაცხადა გერმანიიდან 5 000 სამხედროს გაყვანის შესახებ, რაც მოჰყვა ტრამპსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შორის მომხდარ უთანხმოებას ირანთან ომთან დაკავშირებით.
ტრამპმა მანამდე გააკრიტიკა მერცი მისი განცხადების გამო, რომლის მიხედვითაც ირანელმა მომლაპარაკებლებმა აშშ "დაამცირეს". ამ დროისთვის გაურკვეველია, პოლონეთისთვის განკუთვნილი დამატებითი ძალები გერმანიიდან გამოსული კონტინგენტის ნაწილია თუ ცალკეული ჯგუფი. პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ვაშინგტონის ნატოელი მოკავშირეები იმის გამო, რომ მათ არ ისურვეს აშშ-სთან ერთად ირანზე ზეწოლის განხორციელება ჰორმუზის სრუტის საკითხში.
NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები პარასკევს შვედეთში შეიკრიბებიან სამიტზე, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც მიიღებს მონაწილეობას. მოსალოდნელია, რომ რუბიო ნატოელ პარტნიორებს ფინანსური და თავდაცვითი პასუხისმგებლობის უფრო მეტად გადანაწილებისკენ მოუწოდებს.
შეხვედრის წინ ტელეკომპანია BBC-მ მას დაუსვა კითხვა დაუდასტურებელი ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც აშშ-მა შესაძლოა შეამციროს იმ ჯარისკაცების საერთო რაოდენობა, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება NATO-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში. რუბიომ აღნიშნა, რომ ამ საკითხების ნაწილი სამიტზე განიხილება და დასძინა, რომ ტრამპი კვლავ უკიდურესად უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია ნატოელი მოკავშირეებით.
ნავროცკი დიდი ხანია ტრამპის ერთგული მხარდამჭერია და პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამდე მისი ოფიციალური მხარდაჭერაც მოიპოვა. იანვარში BBC-ის საინფორმაციო პროგრამა Today-სთან ინტერვიუში პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტრამპი ერთადერთი მსოფლიო ლიდერია, რომელსაც ვლადიმირ პუტინის შეჩერება და უკრაინაში ომის დასრულება შეუძლია.
მიუხედავად NATO-ს ალიანსისა და მისი ევროპელი კოლეგების მიმართ ტრამპის ადრინდელი კრიტიკისა, ნავროცკი დარწმუნებულია, რომ აშშ კვლავ რჩება ევროპის უსაფრთხოების გარანტად. ამავდროულად, რამდენიმე რესპუბლიკელმა კანონმდებელმა მანამდე გააკრიტიკა ტრამპის გადაწყვეტილება გერმანიიდან ჯარების გაყვანის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს რუსეთისთვის არასწორი სიგნალის გაგზავნის რისკს შეიცავდა.
გერმანიაში ევროპაში ყველაზე დიდია აშშ-ის სამხედრო კონტინგენტია განლაგებული. ის ამჟამად 36 000-ზე მეტ მოქმედ ჯარისკაცს შეადგენს, მაშინ როცა იტალიაში დაახლოებით 12 000, ხოლო დიდ ბრიტანეთში 10 000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები