თიბისი ბანკმა და Bybit Georgia-მ პარტნიორობა დაიწყეს — კრიპტოაქტივებით ვაჭრობა უკვე მობაილბანკიდან არის შესაძლებელი
ფოტო: Bybit Georgia
Bybit Georgia-მ და თიბისი ბანკმა სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც თიბისის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ კრიპტოაქტივების ყიდვა და გაყიდვა პირდაპირ თიბისის მობაილბანკიდან დამატებითი რეგისტრაციისა და რთული პროცესების გარეშე.
ეს არის რეგიონში პირველი მსგავსი ინტეგრაცია გლობალურ კრიპტო პლატფორმასა და წამყვან ბანკს შორის, რომელიც მომხმარებლებს კრიპტოაქტივებზე წვდომას მათთვის უკვე ნაცნობ საბანკო გარემოში სთავაზობს.
პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ დაახლოებით 30-მდე ყველაზე პოპულარული კრიპტოაქტივით ვაჭრობა, ხოლო ინვესტირების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ 1 დოლარიდან.
ტექნიკურ და საოპერაციო ნაწილში Bybit უზრუნველყოფს კრიპტოინფრასტრუქტურას, ბაზარზე საჭირო ლიკვიდობასა და ტრანზაქციების შესრულების სისტემას, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თიბისის ეკოსისტემის ფარგლებში უსაფრთხოდ და მარტივად შეიძინონ ან გაყიდონ ციფრული აქტივები.
“თიბისისთან პარტნიორობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ეს თანამშრომლობა აერთიანებს ფინანსურ ტექნოლოგიებსა და ციფრულ ინოვაციებს. გვჯერა, რომ მსგავსი კოლაბორაციები ხელს უწყობს კრიპტოინდუსტრიის განვითარებას საქართველოში და მომხმარებლებისთვის უფრო სანდო და ხელმისაწვდომ ეკოსისტემის შექმნას“, — აცხადებს Bybit-ის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი ანი დავლაშელიძე.
პროექტის მიზანია, ტრადიციულ საბანკო სერვისებში ციფრული აქტივების ინტეგრაცია, რათა კრიპტოაქტივებზე წვდომა ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ეტაპია, როგორც Bybit Georgia-ს რეგულირებული მიმართულების განვითარებისთვის, ისე საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიებისა და ციფრული აქტივების ეკოსისტემის გაძლიერებისთვის. პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც ტექნოლოგიური და ფინანსური ჰაბის, მზარდ როლს რეგიონში.
პარტნიორობა აერთიანებს Bybit-ის გლობალურ ტექნოლოგიურ გამოცდილებასა და თიბისის ძლიერ ციფრულ საბანკო ეკოსისტემას, განსაკუთრებული აქცენტიღ უსაფრთხოებაზე, მომხმარებლის გამოცდილებასა და რეგულაციებთან შესაბამისობაზე.
Bybit მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კრიპტო პლატფორმაა სავაჭრო მოცულობით, ხოლო Bybit Georgia საქართველოში სრულად ლიცენზირებული და ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა ბაზარზე. კომპანია აქტიურად ავითარებს რეგულირებულ ინოვაციებს და მიზნად ისახავს კრიპტო სერვისების ფართო გავრცელებას უსაფრთხო და სანდო გარემოში.
პარტნიორობის ფარგლებში კომპანიები მომავალშიც გეგმავენ, დამატებითი პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას, რაც მომხმარებლებისთვის თანამედროვე ფინანსურ სერვისებზე წვდომას კიდევ უფრო გაამარტივებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები