"დაგვცინის ქართველებს, მაგრამ ის პარალელურად დასცინის აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს" — პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე
შალვა პაპუაშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მიერ გამოცემა "ბათუმელებთან" გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ "40 წელია გერმანიის მთავრობაში მუშაობს და არანაირი "დიფ სთეითი" არ უნახავს". პაპუაშვილის თქმით, ფიშერმა "მან მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა "დიფ სთეითზე", თქვა, რომ "დაგვცინის ქართველებს, მაგრამ ის პარალელურად დასცინის აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპსაც".
"ამ ადამიანმა საქართველო-გერმანიის 30-წლიანი მეგობრობა 3 წელიწადში ჩამოანგრია და დაიყვანა იმ დონეზე, რომ გაიგივებულია დღთეს გერმანიის წარმომადგენელი საქართველოში ძალადობის, დეზინფორმაციის, პროპაგანდის ხელშემწყობად, წამქეზებლად და მხარდამჭრად.
მან მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა "დიფ სთეითზე", რომ აბა სად არის? შევიხედე ოთახში და იქ არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდა, დაგვცინის ფაქტობრივად ქართველებს, მაგრამ ერთ რამეს გავუსვამ ხაზს, ის პარალელურად დასცინის ამერიკელებს, როდესაც ამბობს რომ "დიფ სთეითი" რაღაც გამონაგონია, დასცინის ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტ ტრამპს. ასევე, შეუძლია ამერიკის საელჩოს ელაპარაკოს ამაზე. ის დასცინის ბრიტანეთის ყოფილ პრემიერმინისტრს, რომელიც ასევე საუბრობდა "დიფ სთეითზე" ბრიტანეთში, პრინციპში, დასცინის ყველას ამ იქედნური ტონით, რომელიც ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანელი ადამიანისგან ასეთ ცხვირაწეულ დამოკიდებულებას ვხედავთ სხვა ხალხების მიმართ.
ქართველების მიმართ მისი დამოკიდებულება გასაგებია და შევეჩვიეთ და ვხედავთ, მაგრამ ამავდროულად დასცინის ამერიკელებს, ბრიტანელებს, გამოდის, რომ ერთი ის არის ამ ქვეყანაზე, ვისაც პრეტენზია აქვს სრულ ჭეშმარიტებაზე.
სამწუხაროა, რომ მან გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქართულ გერმანულ ურთიერთობებს, მან ზოგადად ზიანი მიაყენა ელჩობის ინსტიტუტს როგორც ასეთს და ქართველების თვალში გააიგივა უცხო ქვეყნის ელჩი სტუმართან, რომელიც სახლში გივარდება, ძალადობას აქეზებს, ტყუილს აქეზებს, პროპაგანდას აქეზებს, ფაქტობრივად ელჩობა აქცია მთავარმართებლის, მეორე მმართებლის და მეორე მდივნის სინონიმად," — ამბობს შალვა პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერზე.
მანამდე საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა "ბათუმელებთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ 40 წელია გერმანიის მთავრობაში მუშაობს და არანაირი "დიფ სთეითი" არ უნახავს.
"მე 40 წელია გერმანიის მთავრობაში ვმუშაობ და არანაირი "დიფ სთეითი" არ მინახავს. ვინ არის ეს "დიფსთეითი"? შეუძლიათ სახელი დაგვისახელონ? ან სახე გვაჩვენონ? როგორ შეიძლება ეს ჯგუფი ასე გავლენიანი იყოს აშშ-ში, მერე გადავიდეს ევროკავშირში, მერე დიდ ბრიტანეთში და მას ვერავინ ხედავდეს? ფაქტები სხვას ამბობს. ფაქტია, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები საქართველოს ნამდვილი მეგობრები და პარტნიორები არიან," — განაცხადა პეტერ ფიშერმა "ბათუმელებთან" ინტერვიუში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები