ქრისტეს ვნებანი 2-ის გადაღებები დასრულდა — ნახეთ პირველი კადრი ფილმიდან
ფოტო: Icon Productions
ეპიკური ბიბლიური დრამა 20 წელზე მეტი ხნის შემდეგ გრძელდება — მელ გიბსონის ქრისტეს ვნებანი მომავალ წელს დიდ ეკრანებზე მეორე ნაწილით დაბრუნდება. ფილმის გადაღებები, რომელიც იტალიაში 134 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულებულია. და სანამ პროექტი, სახელწოდებით ქრისტეს აღდგომა, პოსტფროდაქშენის ეტაპზეა, უკვე შეგვიძლია პირველ კადრს შევავლოთ თვალი.
კადრში ქრისტეს როლის ახალ შემსრულებელს, ფინელ მსახიობ იააკო ოტონენის ვხედავთ, რომელიც მთაზე იესოს მიმდევრებითაა გარშემორტყმული. მთავარ როლთან ერთად, ქრისტეს ვნებანის გაგრძელებაში სხვა პერსონაჟებსაც ახალი მსახიობები ასახიერებენ. მარიამ ღვთისმშობელს, რომლის როლიც პირველ ფილმში რუმინელმა მაია მორგენშტერნმა შეასრულა, ამჯერად პოლონელი მსახიობი კასია სმუტნიაკი ასრულებს, მარიამ მაგდალელს (ქრისტეს ვნებანში მონიკა ბელუჩი) კი — კუბელი მარიელა გარიგა.
"ეს ფილმი მთელი ჩემი ცხოვრების შემოქმედების მთავარ ნაწილს წარმოადგენს", — აღნიშნავს გიბსონი გავრცელებულ განცხადებაში, — "მისთვის ყველაფრის გაღება მომიწია, როგორც რეჟისორსა და ხელოვანს. ამდენად, ჩემთვის იგი ფილმზე ბევრად მეტიც არის. ესაა მისია, რომლის შესასრულებლადაც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვემზადებოდი: მისია, რომ მოვყვე, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს კაცობრიობის ისტორიაში".
ქრისტეს აღდგომა ორ ნაწილად გამოვა. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ორივე ნაწილი მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა გვეხილა, მაგრამ, როგორც ახლა ხდება ცნობილი, ფილმის პირველ ნაწილი კინოეკრანებზე 2027 წლის კათოლიკურ ამაღლებაზე, 6 მაისს, გამოვა, მეორე ნაწილის პრემიერა კი უკვე 2028 წლის ამაღლების დღესასწაულზე, 25 მაისს, შედგება.
რაც შეეხება ფილმების შინაარსს: ქრისტეს აღდგომაში თხრობა კვლავ ბიბლიურ სიუჟეტს მიჰყვება, ამბავი კი, გიბსონის თქმით, "ანგელოზების დაცემიდან ქრისტეს უკანასკნელი მოციქულის სიკვდილამდე" იქნება მოთხრობილი. რეჟისორი აღნიშნავდა, რომ თავისი ჩანაფიქრი "საკმაოდ ამბიციურია" და ბოლომდე დარწმუნებულიც კი არ იყო, რომ მისი შესრულება გამოუვიდოდა.
ბიბლიურ ისტორიაზე დაფუძნებული ქრისტეს ვნებანი, რომელიც ეკრანებზე 2004 წელს გამოვიდა, გახდა ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი დამოუკიდებელი კინოპროექტი; $30-მილიონიანი ბიუჯეტის საპირწონედ, ფილმის შემოსავალმა $612 მილიონს გადააჭარბა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები