5 ისტორიული ტყუილი, რომლებიც დღემდე გვჯერა
ფოტო: Grunge
ამბობენ, ისტორიას გამარჯვებულები წერენო, თუმცა ზოგჯერ მას გაბრაზებული ან მოსყიდული მემატიანეებიც ქმნიან, ხანდახან კი, რეალური ამბები თარგმანშიც იკარგება. სკოლის სახელმძღვანელოებიდან თუ ჰოლივუდის ფილმებიდან ბევრი ისტორიული "ფაქტი" ისე დაგვამახსოვრდა, რომ მათ ჭეშმარიტებაში ეჭვი არასდროს შეგვპარვია. თუმცა, ეს ისტორიები ჩვენნაირი ადამიანების დაწერილია, რომლებსაც, გამიზნულად თუ შემთხვევით, თავისუფლად შეეძლოთ სიცრუის გავრცელება.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 ისტორიულ ტყუილს, რომლებიც დღემდე გვჯერა:
1. კლეოპატრა თავისი არაამქვეყნიური სილამაზით ყველა კაცს აჯადოებდა
ფოტო: World History
ანტიკური ხანის ისტორიკოსებზე უფრო დიდ შთაბეჭდილებას კლეოპატრას ინტელექტი და მანიპულაციის ბუნებრივი ნიჭი ახდენდა. მხოლოდ საუკუნეების შემდეგ დაიწყო მისი, როგორც სექსუალური და მაცდუნებელი ქალის, რეპუტაციის ჩამოყალიბება.
პტოლემეების დინასტიის წარმომადგენლები უცნაური გარეგნობით იყვნენ ცნობილნი. როგორც ამბობენ, კლეოპატრა თავისი ოჯახის სხვა წევრებთან შედარებით საშუალოზე უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა ისტორიკოსების, მაგალითად, პლუტარქეს თქმით, საერთო აზრი ის იყო, რომ: "მისი სილამაზე არც ისე შეუდარებელი და განმაცვიფრებელი იყო".
ასევე, მცდარი წარმოდგენაა ისიც, თითქოს კლეოპატრა ეგვიპტელი იყო. პტოლემეების დინასტიის წარმომადგენლები მაკედონელი ბერძნების შთამომავლები იყვნენ. პტოლემე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ დინასტიას, ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი გენერალი იყო. მან ეგვიპტე ალექსანდრეს გარდაცვალებისა და მისი იმპერიის დაშლის შემდეგ ჩაიგდო ხელში.
აღსანიშნავია, რომ კლეოპატრა პტოლემეების დინასტიიდან პირველი იყო, ვინც ეგვიპტურ ენაზე საუბარი ისწავლა.
2. "დაე, ჭამონ ნამცხვარი"
ფოტო: Mayfair Gallery
გავრცელებული მითია, თითქოს საფრანგეთის დედოფალმა მარი ანტუანეტმა გაჭირვებული ფრანგი მოსახლეობის შესახებ განაცხადა, თუ პური არ აქვთ, ნამცხვრები ჭამონო. სინამდვილეში ეს ფრაზა ფილოსოფოს ჟან-ჟაკ რუსოს მიერ გამოქვეყნებული ავტობიოგრაფიიდან გავრცელდა და მას ხშირად მცდარად მიაწერენ დედოფალს.
3. ჰენრი VIII თავის მეოთხე ცოლს, ანა კლეველს, სიუშნოვის გამო გაშორდა
ფოტო: Hans Holbein the Younger
როდესაც ანა პირველად ჩავიდა ინგლისში, ჰენრიმ ჩათვალა, რომ მასთან პირველი შეხვედრისას შენიღბვა რომანტიკული იქნებოდა. როდესაც გადაცმულმა ჰენრიმ ანას კოცნა სცადა, ქალს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მის წინაშე მეფე იდგა, ამიტომ უკან დაიხია. შერცხვენილი ჰენრი ანას მიმართ უარყოფითად ამ მიზეზით განეწყო.
4. ნერონი რომის ხანძრის ფონზე უკრავდა
ფოტო: Getty Images
ეს ტაციტუსისა და სხვა რომაელი ისტორიკოსების მიერ აღწერილ ჭორებს შორის მხოლოდ ერთ-ერთია. ნერონი ხანძრის დროს ინსტრუმენტზე არ უკრავდა და ისე არ შეჰყურებდა ამ ამბავს, რადგან რომში საერთოდ არ იმყოფებოდა (ის სანაპიროზე, კერძო მამულში დასასვენებლად იყო წასული). მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ რომში ხანძარი მძვინვარებდა, იგი დაუყოვნებლივ გაემართა ქალაქისკენ და ხალხისა და შენობების გადასარჩენად სახანძრო რაზმები შეკრიბა. მოგვიანებით კი, მილიონობით სესტერცი გაიღო ქალაქის აღსადგენად.
5. ნაპოლეონი დაბალი იყო
ფოტო: Heritage Images
სინამდვილეში, ნაპოლეონი იმ დროისთვის საშუალო სიმაღლის გახლდათ. სამი სხვადასხვა ფრანგი თვითმხილველის ცნობით, მისი სიმაღლე 5 ფუტსა და 2 დიუმზე ოდნავ მეტი იყო, თუმცა ფრანგული დიუმი სტანდარტული 2,54 სანტიმეტრის ნაცვლად დაახლოებით 2,7 სანტიმეტრს შეადგენდა. ეს ნიშნავს, რომ მისი სიმაღლე სინამდვილეში 169 სანტიმეტრი იყო, რაც იმ დროისთვის საშუალო მაჩვენებელზე მხოლოდ 2,5 სანტიმეტრით ნაკლებია.
მითი, რომ ნაპოლეონი დაბალი იყო, ბრიტანული პროპაგანდის დამსახურებაა, რომელიც მე-18 საუკუნის კარიკატურისტმა, ჯეიმს გილრეიმ წამოიწყო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები