თამარ ონიანი: პროკურატურამ უნდა შეცვალოს დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილის საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საიას) თავმჯდომარე, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში გორში, სამართალდამცავების მხრიდან პაპუნა ლოცულაშვილზე ძალადობას გამოეხმაურა. მისი განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს.
- პირი, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს, კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს
- "მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე
- POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თამარ ონიანი ხაზს უსვამს, რომ წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენს მსგავსი დანაშაულების სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით (სსკ-ის 333-ე მუხლი) გამოძიება, რაც საზოგადოებაში ძალადობის ნორმალიზებას ახდენს და დაზარალებულის უფლებებს ლახავს.
უფლებადამცველი საკუთარ განცხადებაში დეტალურად განმარტავს იმ ნეგატიურ შედეგებს, რასაც პროკურატურის მხრიდან არასწორი კვალიფიკაციის გამოყენება იწვევს
"პროკურატურამ უნდა შეცვალოს დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილის საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია.
ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანია პასუხი.
როცა წამებას წამებას არ არქმევ, როცა დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ასეთად არ აფასებ, საზოგადოებასაც არასწორ წარმოდგენას უყალიბებ, რომ თითქოს ცემა და ძალადობა საპოლიციო მოქმედების თანმდევი ნორმაა, სადაც თუ თითქოს საჭირო და აუცილებელ ძალას გადაამეტებენ, დაისჯებიან, როგორც უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავეები. [ეს წლებია პრობლემაა].
როდესაც წამებასა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებს პროკურატურა არასწორი კვალიფიკაციით იძიებს [სსკ 333], პრობლემურია, მათ შორის, შემდეგი საკითხები:
(1) საქმეზე არსებული მტკიცებულებების რეალური სამართლებრივი შეფასება არ ხდება შესაბამისი სტანდარტებით;
(2)გამოძიების კვალიფიკაცია გავლენას ახდენს გამოძიების ფარგლებზე — ჩატარდეს ან არ ჩატარდეს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები.
(3) დაზარალებული კარგავს უფლებას, რომ მისი ტანჯვა აღიარებული და გამოძიებული იყოს როგორც წამება/არასათანადო მოპყრობა.
როდესაც არსებობს დასაბუთებული მტკიცება, რომ სახელმწიფო მოხელეების მიერ არასათანადო მოპყრობაა ჩადენილი (ანუ ის აღწევს ასეთი ქმედების მინიმალურ ზღვარს), გამოძიება კონკრეტულად ამ კვალიფიკაციით უნდა დაიწყოს [სსკ 144 პრიმა, სეკუნდა და ტერცია მუხლები] და არა უფლებამოსილების გადამეტებით [სსკ 333] ან ნაკლებად სასტიკი მოპყრობის ზოგადი დებულებების ფარგლებში", — დაწერა თამარ ონიანმა.
პაპუნა ლოცულაშვილი თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს ძალადობის მუქარით, მისი სამსახურებრივი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით.
შეგახსენებთ, გუშინ 27 მაისს, "ქართლის ამბებმა" გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობს ფიზიკურად 10-მდე სამართალდამცავი ახალგაზრდა კაცზე.აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურამ პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო ძალადობით გადამეტების მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები