მეთიუ პერის პირად ასისტენტს 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
ფოტო: Getty Images
მეთიუ პერის პირად ასისტენტს, კენეთ ივამასას, რომელმაც სამედიცინო გამოცდილების არქონის მიუხედავად მსახიობს კეტამინი არაერთხელ მიაღებინა, 3 წლითა და 4 თვით პატიმრობა მიესაჯა. 61 წლის კენეთ ივამასას ბრალი ედებოდა კეტამინის უკანონო გავრცელებაში, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ივამასამ დანაშაული აღიარა, მისთვის შეფარდებული სასჯელი კი პროკურორების მოთხოვნას სრულად დაემთხვა.
კენეთ ივამასა სწორედ ის ადამიანია, რომელმაც 2023 წლის ოქტომბერში, ლოს-ანჯელესის სახლში, მეთიუ პერი ჯაკუზიში გარდაცვლილი იპოვა. ფედერალური პროკურორების განცხადებით, სახლიდან გასვლამდე ივამასამ მსახიობს მისივე თხოვნით კეტამინი მიაღებინა, უკან დაბრუნებულს კი პერი გარდაცვლილი დახვდა.
"ყველას წინაშე დიდ ბოდიშს ვიხდი. ვწუხვარ იმ უკანონო ქმედებების გამო, რომლებსაც მთელი ცხოვრება ვინანებ. ეს სინანული საფლავამდე გამყვება", — ასე მიმართა სასამართლო პროცესზე ივამასამ მსახიობის ოჯახს. პროცესზე ოჯახის წევრებიდან სიტყვით მხოლოდ პერის მამინაცვალი, კიტ მორისონი, გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ ივამასამ კეტამინზე პერის დამოკიდებულების შესახებ არავის შეატყობინა და მსახიობის სახლში კვლავ "მეფესავით ცხოვრება" ამჯობინა.
ამ საქმეში ივამასა რიგით მეხუთე და ბოლო ბრალდებულია, რომელსაც პერისთვის კეტამინის უკანონოდ მიწოდების სქემაში მონაწილეობისთვის განაჩენი გამოუტანეს. გამოძიების ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ბოლო სამი დღის განმავლობაში ივამასას დახმარებით მსახიობი კეტამინის 6-8 დოზას იღებდა. იმავე თვეში ივამასამ პერი უგონო მდგომარეობაში სულ მცირე ორჯერ იპოვა.
შეგახსენებთ, რომ პერის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა ნარკოდამოკიდებულებასა და დეპრესიას, ექიმმა სწორედ კეტამინი გამოუწერა მდგომარეობის გამოსასწორებლად. თუმცა, მსახიობს მალევე მოუნდა ნარკოტიკის იმაზე მეტი დოზის მიღება, ვიდრე ექიმმა ურჩია, რაც მისი გარდაცვალების მიზეზიც გახდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები