სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
ფოტო: თიბისი
უკვე 3 წელია თიბისიში ვარ, ადამიანური კაპიტალის მართვის მიმართულებით, ბიზნესპარტნიორის პოზიციაზე. ჩემი პროფესიული საქმიანობის მიღმა, საკმაოდ აქტიური ვარ — მიყვარს სირბილი, კლდეზე ცოცვა და ექსტრემალური აქტივობები. მათ შორის, ნარბენი მაქვს 100-კილომეტრიან მარათონზე და გასულ სექტემბერში მყინვარწვერზეც ავედი.
გულწრფელად რომ ვთქვა, მანამდე სრულიად არასპორტული ადამიანი ვიყავი, თუმცა "დიდი რაღაცების" კეთება სულ მიყვარდა. 2023 წელს გავიარე სალაშქრო და თვითგადარჩენის/თავდაცვის უნარების მოხალისეობრივი სასწავლო კურსი და სწორედ იქ აღმოვაჩინე ბევრი რამ ჩემს შესაძლებლობებზე.
თავისუფლება, როგორც ყოველდღიური არჩევანი
თიბისის წლევანდელი კამპანიის მთავარი ფრაზაა "ჩემთვითონ". ჩემთვის დამოუკიდებლობა ნიშნავს იმის უნარს, რომ საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა აიღო და იცოდე, რომ გამოწვევებს საკუთარი ძალებითაც გაუმკლავდები. ჩემ შემთხვევაში ეს ერთ კონკრეტულ მომენტში არ მოსულა. უფრო ნელ-ნელა დაგროვდა გამოცდილება, როცა სხვადასხვა სიტუაციას, ერთმანეთზე რთულსა და საპასუხისმგებლოს გავუმკლავდი და მივხვდი, რომ იმაზე მეტი შემიძლია, ვიდრე მეგონა.
ძალიან მომწონს თიბისის მესიჯი "დამოუკიდებლობა ჩემი გადაწყვეტილებაა". ჩემთვის დამოუკიდებლობა არის საკუთარ თავთან შეთანხმება, რომ რაც არ უნდა გადავწყვიტო, ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობასაც თავად ავიღებ. დამოუკიდებლობა მხოლოდ რაღაცის მიღწევა ხომ არაა, მიაღწიე და მორჩა, არა, ეს არის მყარად დგომა, რომელსაც ყოველდღიური შრომა და ძალისხმევა სჭირდება. ასეა საკუთარ თავზეც და ასეა ქვეყანაზეც.
მარათონი
რთულ გამოწვევებში ყველაზე მეტად ის მიზიდავს, რომ საკუთარ თავს უკეთ იცნობ. როცა 100 კილომეტრს გარბიხარ ან მყინვარზე ადიხარ, რაღაც მომენტში ფიზიკური მომზადება უკვე აღარ არის საკმარისი, ბევრს წყვეტს შენი ხასიათი, გამბედაობა, სიჯიუტე და ის, თუ რამდენად შეგიძლია საკუთარ თავს ენდო. აღმოვაჩინე, რომ როცა ვამბობ "მეტი აღარ შემიძლია", სწორედ ამ ფრაზის შემდეგ უნდა დავიწყო ათვლა, კიდევ რამდენი შემიძლია. ხშირად საკუთარ შესაძლებლობებს თავადვე ვუწესებთ საზღვრებს.
100 კილომეტრი თითქოს მხოლოდ რიცხვია, მაგრამ ამის უკან საათობით ფიქრი, ბრძოლა, დაღლა და საკუთარ თავთან არაერთი შეთანხმება დგას. გარკვეული მომენტის შემდეგ ფეხები კი არა, გონება გარბენინებს.
იქ იწყება ნამდვილი გამოცდა, როგორ უმკლავდები დაღლას, ეჭვებს და საკუთარ თავთან დიალოგს. მაგალითად, 85-ე კილომეტრზე შეწყვეტის ფიქრებმა შემომიტია და როგორ დავძლიე იცით? იქვე დასახული პატარა მიზნებით — "ერთი კილომეტრიც და მერე გავჩერდები, შევწყვეტ". რეალურად სირბილი ბოლომდე გავაგრძელე და ასე მივედი ფინიშამდე. ზოგჯერ რაღაც ძნელი ჩანს, თუმცა როცა პატარა ნაბიჯებად ყოფ, მისი მიღწევა უფრო იოლი ხდება.
მყინვარწვერზე ასვლა
ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილება იყო. საოცარია მწვერვალზე დგომის ემოცია, მაგრამ იქამდე გავლილი გზა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია. მთაში ყოფნისას ხვდები, რომ ბუნებასთან სრულიად სხვანაირი ურთიერთობა გაქვს, დიდი პატივისცემით და სიფრთხილით ეპყრობი. იცი, რომ იქ ყველაფერს თავისი წესები აქვს. საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა ამ დროს ჩემთვის გადამწყვეტი იყო, მაგრამ ოქროს შუალედის დაცვა კიდევ უფრო კრიტიკული, რომ ზედმეტი თავდაჯერებულობით შეცდომა არ დამეშვა. იყო დაღლაც, იყო მომენტები, როცა სუნთქვა ისე მიჭირდა, რომ თითქმის ყოველ ნაბიჯზე გაჩერება მჭირდებოდა. მყინვარწვერმა ბევრი რამ მასწავლა მოთმინებასა და დიდი მიზნების მიღწევით ტკბობაზე. საერთო ჯამში, სიამაყის განცდაა, თავდაჯერებულობის, შეუძლებლის შეძლების განცდა.
ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ ჰობებმა საკუთარი თავი გამაცნო. ხშირად გვგონია, რომ ვიცით, რა შეგვიძლია, მაგრამ რაც უფრო მეტ გამოწვევას ვიღებ, მით უფრო ვხვდები, რომ ეს შესაძლებლობები ძალიან ღრმა სამყაროა და მგონია, მათი აღმოჩენის მხოლოდ დასაწყისში ვარ. სპორტის გამძლეობაზე დაფუძნებული სახეობები ჩემთვის მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი საყრდენიც გახდა, მასწავლა სიჯიუტე, მედეგობა და ის, რომ რთული მომენტებიც გადის, თუ ნაბიჯების გადადგმას აგრძელებ. ეს მიდგომა ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმეშიც ძალიან მეხმარება, განსაკუთრებით იმაში, რომ თითქმის არასოდეს ვნებდები.
პროფესია და გარემო თიბისიში
ხშირად ვამბობ, რომ პროფესიით კი არა, წარმოშობით ვარ ეიჩარი. განათლებით შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგი ვარ და პროფესიის არჩევაზე ამან მთავარი გავლენა იქონია. რაღაც დოზით, ეს საქმე სპორტივით აზარტულია — როგორც სპორტში სწავლობ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას, ზუსტად ასეა ადამიანებთან მუშაობაც. ხშირად ხედავ, რომ ადამიანში არის მეტი პოტენციალი, ვიდრე თვითონ ჰგონია და შენი როლია, დაეხმარო, რომ ეს აღმოაჩინოს. ძალიან შთამაგონებელია, როცა ხედავ, როგორ იცვლება ადამიანის გზა.
თიბისიში საკმაოდ დიდი სამუშაო გამოცდილებით მოვედი, თუმცა ეს 3 წელი ჩემი პროფესიული განვითარების ძალიან საინტერესო ნაწილად იქცა. სინამდვილეში ბალანსის დაჭერა სამსახურსა და ინტერესებს შორის რთულია. ვხუმრობ ხოლმე, რომ თიბისი ცალკე სპორტის სახეობაა, რომელიც მოდუნების საშუალებას არ გაძლევს და სულ საკუთარი უნარების განვითარებაში გეხმარება.
ამ პროცესში ჩემთვის მთავარი ისაა, რომ კომპანია თანამშრომლების ინდივიდუალობასა და თავისუფლებას უჭერს მხარს. როცა დასაქმებულს აქვს ინდივიდუალობის გამოხატვის სივრცე, ეს მისი ზრდისა და უკეთესი შედეგის დადების ამოსავალი წერტილია. თიბისის გარემო და კულტურა გასწავლის დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობის აღებას, რადგან თავისუფლებას გაძლევს, თავისუფლება კი შენს რეალურ პოტენციალს გაჩვენებს და ორგანიზაციასაც უფრო მრავალფეროვანს ხდის.
შემდეგი მიზანი
ჩემი სამომავლო გეგმა ჰობის მხრივ არის ის, რომ ძალიან მინდა იგივე დისტანცია ალპებში დავფარო. ხოლო მათ, ვისაც რაღაცის დაწყება უნდა, მაგრამ ჯერ საკუთარი თავის ბოლომდე არ სჯერა, ვეტყოდი, რომ არც არავინ იწყებს სრულად თავდაჯერებული. ეჭვები ნორმალურია, მაგრამ არ უნდა გაგაჩეროს. ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი უკვე მოძრაობაში მოდის. მთავარია დაიწყო, რადგან როცა გჯერა, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები