8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
ფოტო: Getty Images
ჰოლივუდის მსახიობები, როგორც წესი, დიდ ჰონორარებს იღებენ, თუმცა, ყოველთვის ასე როდი ხდება ხოლმე. წლების განმავლობაში არაერთმა ვარსკვლავმა თქვა უარი კინო თუ სატელევიზიო როლებზე, რადგან მათ შესაბამის ანაზღაურებას არ სთავაზობდნენ.
აი, ის 8 ცნობილი მსახიობი, რომლებიც ფილმებისა თუ სერიალების კონტრაქტების გაფორმებისას შეთავაზებულმა ანაზღაურებამ ვერ დააკმაყოფილა:
1. ნევ კემპბელი
ფოტო: Getty Images
ნევ კემპბელმა ანაზღაურებასთან დაკავშირებული დავის გამო Scream VI-ში მონაწილეობაზე უარი თქვა. "როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე, უბრალოდ ვიფიქრე, რომ გადასაღებ მოედანზე გასვლის შემდეგ მშვიდად ვერ ვიცხოვრებდი, თავს კარგად ვერ ვიგრძნობდი. ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი ფასი ამ ფილმისთვის იმაზე ბევრად მეტი იყო, ვიდრე შემომთავაზეს. აუცილებელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება." — აღნიშნა ნევ კემპბელმა.
თუმცა, მსახიობი ფრენჩაიზს დიდი ხნით არ დამშვიდობებია. საბოლოოდ, ნევ კემპბელმა თავისი საკულტო როლი Scream VII-ში მაინც მოირგო.
2. არდენ ჩო
ფოტო: Getty Images
არდენ ჩომ Teen Wolf-ის ფილმში თავისი როლის შესრულებაზე უარი თქვა, რადგან მას თეთრკანიან და კაც კოლეგებთან შედარებით დაბალ ანაზღაურებას სთავაზობდნენ.
"ახლავე, დაუფიქრებლად შემიძლია დავასახელო ათზე მეტი აზიელი ამერიკელი მსახიობი, რომლებსაც ვიცნობ და რომლებსაც თავიანთ კოლეგებზე ბევრად ნაკლებს უხდიდნენ. ზოგჯერ უბრალოდ არჩევანი არ გაქვს, რომ უარი თქვა. ზოგჯერ ეს ფული ძალიან გჭირდება, რადგან გადასახადები გაქვს გადასახდელი," — განაცხადა არდენ ჩომ.
3. ემი როსუმი
ფოტო: Showtime
ემი როსუმი Shameless-ში ფიონა გალაჰერის როლს ასრულებს, თუმცა მე-10 სეზონში შოუ მიატოვა. მანამდე მსახიობი თანაბარი ანაზღაურებისთვის იბრძოდა, რადგან მის კოლეგაზე, უილიამ მეისზე ნაკლებს უხდიდნენ. სწორედ ამის გამო, ფანები ვარაუდობდნენ, რომ სერიალის საბოლოოდ დატოვების გადაწყვეტილებაში ფინანსურმა ფაქტორმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
4. კრის პაინი
ფოტო: Getty Images
კრის პაინი Star Trek 4-ში კაპიტან კირკის როლის შესასრულებლად მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა მან ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა და პროექტი დატოვა. ამბობენ, რომ ის Paramount Pictures-სა და Skydance Media-სთან შეთანხმებული იყო, თუმცა წინა ფილმის, Star Trek Beyond-ის დაბალი შემოსავლის გამო, მას ჰონორარის შემცირება მოსთხოვეს, რაზეც მსახიობმა უარი განაცხადა.
5. რობ ლოუ
ფოტო: Courtesy Image
როდესაც რობ ლოუ The West Wing-ის გადაღებებს შეუერთდა, ის თითო ეპიზოდში დაახლოებით $70 000-ს გამოიმუშავებდა. შოუს განვითარებასთან ერთად, მას კონტრაქტის პირობების გადახედვა და ხელფასის მომატება სურდა, ისევე როგორც მის კოლეგას, მარტინ შინს. თუმცა, ეს შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც მსახიობმა მე-4 სეზონში სერიალი დატოვა.
6. კრისპინ გლოვერი
ფოტო: Getty Images
კრისპინ გლოვერი Back to the Future-ში ერთ-ერთ ყველაზე საკულტო როლს თამაშობს, თუმცა ის ფილმის გაგრძელებებში აღარ გამოჩენილა. მას არც სცენარი არ მოეწონა და ასევე აცხადებდა, რომ როლის შესასრულებლად იმაზე ნაკლებ ჰონორარს სთავაზობდნენ, ვიდრე სამსახიობო ჯგუფის სხვა წევრებს. მან ფილმში მონაწილეობისათვის $1 მილიონი მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.
1990 წელს გლოვერმა Universal Pictures-ს საავტორო უფლებების დარღვევის გამო სასამართლოში უჩივლა, რადგან ეკრანზე მისი სახის ნიღაბი გამოიყენეს, რათა პერსონაჟი მას დამსგავსებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მორიგების შედეგად მას კომპენსაციის სახით $760 ათასი გადაუხადეს.
7. უილ სმიტი
ფოტო: Getty Images
Independence Day-ში უილ სმიტი კაპიტან სტივ ჰილერის როლს თამაშობს. თუმცა, ის 2016 წლის გაგრძელებაში აღარ გამოჩენილა. ფილმის რეჟისორმა განაცხადა, რომ მსახიობი პროექტისთვის "ზედმეტად ძვირი" იყო.
8. ბრიუს უილისი
ფოტო: Invision
ბრიუს უილისმა Expendables 3 მას შემდეგ დატოვა, რაც ოთხდღიანი სამუშაოსთვის მოთხოვნილი $4 მილიონის ნაცვლად, $3 მილიონი შესთავაზეს. საბოლოოდ, მის ნაცვლად როლზე ჰარისონ ფორდი დაამტკიცეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები