მიზეზები, რის გამოც ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს არ სჯერა თვითმკვლელობის ვერსიის
ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურა კიწმარიშვილმა დღეს, პრესკლუბ კვირას ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მას არ სჯერა პროკურატურის მიერ ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის მიზეზის. ზურა კიწმარიშვილი გამორიცხავს, რომ მოტივი შეიძლება ყოფილიყო ფინანსური, ან პირადი შურისძიება. გარდა ამისა, ის დარწმუნებულია, რომ თავისი ძმა შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა, რაც შესაძლოა მის საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული:
"ეროსის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჩემთვის ჰქონდა ნათქვამი, რომ აპირებდა პროცესებში ჩართვას, აპირებდა ბევრ ადამიანთან სამომავლო თანამშრომლობაზე საუბარს. მას ჰქონდა სურვილი, ჰქონოდა საკუთარი ტელესტუდია, საკუთარი მედიასაშუალება. თავდაპირველად ის აპირებდა რუსთავი 2-თან თანამშრომლობას. ეს ფაქტია და ამის დამალვა საჭირო არაა. მას ნიკა გვარამიასთან ჰქონდა კომუნიკაცია ჩვენი მეგობრის, დუდუ კურდღელიას საშუალებით. ეს არის ფაქტი და ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ამ ორი მიმართულებით მისი აქტიური მსვლელობა მაფიქრებინებს, რომ ეს შესაძლოა გამოდგეს მოტივად".
გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ ვის ეკუთვნოდა ფარეხში დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერაზე არსებული ანაბეჭდები. როგორც ცნობილია, აღნიშნული კამერა ეროსის მანქანას უყურებდა მუდმივად თუმცა, მკვლელობის დღეს სხვა მხარეს იყო მიტრიალებული.
ზურა კიწმარიშვილის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრა, რაც მისი აზრით, კიწმარიშვილის საქმეში არსებობს.
მერაბ ჩიქოვანის თქმით, პროკურატურამ განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერების საშუალებით აღადგინეს ეროსი კიწმარიშვილის ქალაქში გადაადგილების მარშრუტი გარდაცვალების დღეს, თუმცა, აღნიშნულ მასალებს არ იცნობს მისი ოჯახი. ისინი ამ ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვენ.
მერაბ ჩიქოვანის თქმით, მათი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, პროკურატურამ დაუყონებლივ არ შეისწავლა იმ სატელეფონო ანძების ამონაწერები, სადაც ეროსი კიწმარიშვილი გადაადგილდებოდა. აღნიშნული პროკურატურამ თვეების მერე გააკეთა და პროცესი წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ითხოვდა ამ თემაზე პროკურატურის დასკვნის შესწავლას, რაზეც მათ უარი უთხრეს.
მესამე და ასევე მნიშვნელოვანი დეტალი ეხება ეროსი კიწმარიშვილის კომპიუტერის შესწავლას. როგორც მერაბ ჩიქოვანი ამბობს, პროკურატურამ ასევე თვეების დაგვიანებით შეისწავლა ეროსი კიწმარიშვილის კომპიუტერი, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ 2015 წლის 8 იანვარს უცნობმა პირმა მის ფეისბუკში უკანონოდ შეაღწია. კიწმარიშვილის ოჯახი ეჭვობს, რომ ამ პირმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია წაშალა, რადგან იქ არ იყო ის მიმოწერები, რომლებიც ნამდვილად არსებობდა.
მარცხნიდან: ზურა კიწმარიშვილი, მერაბ ჩიქოვანი, გაგი მოსიაშვილი
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ზურა კიწმარიშვილიც მიიჩნევს, რომ ეროსი კიწმარიშვილის სკაიპისა და ფეისბუკის ანგარიშების შესწავლა მნიშვნელოვანი შეიძლება ყოფილიყო სიმართლის დასადგენად. გამოძიებას ასევე არ აქვს დადგენილი, თუ რას აკეთებდა კიწმარიშვილი კომპიუტერში გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე. როგორც ცნობილია, ის სიკვდილამდე რამდენიმე საათი კომპიუტერზე მუშაობდა.
ზურა კიწმარიშვილი ასევე იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ გამოძიებამ ამ დრომდე ვერ დაადგინა, ვის ეკუთვნოდა მკვლელობის იარაღზე არსებული უცხო დნმ. გარდა ამისა, როგორც ის ამბობს, გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ ვის ეკუთვნოდა ფარეხში არსებულ სათვალთვალო კამერაზე არსებული ანაბეჭდები. როგორც ცნობილია, აღნიშნული კამერა ეროსის მანქანას უყურებდა მუდმივად, თუმცა, მკვლელობის დღეს სხვა მხარეს იყო მიტრიალებული.
კიდევ ერთი ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აღნიშნავს, რომ იდენთიფიცირებული არ არის ის პირი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო. პროკურატურის მტკიცებით, იგი კამერებმა მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს თუმცა, ადვოკატის თქმით, ზოგადად ვიდეო ჩანაწერები იძლევა საათობრივ ცდომილებას და ისინი არ იღებენ არგუმენტად ამას.
პროკურატურამ 22 ივნისს განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი ვალების გამო მოიკლა, რაც მისი ოჯახის ადა ახლობლების თქმით, აბსურდული ვერსიაა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები