Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
ფოტო: რევაზ გაბრიაძე
საქართველოში გამოიცა პირველი ორფირფიტიანი კრებული სერიიდან — გია ყანჩელი — მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის (Giya Kancheli — Music For Stage & Screen). ფირფიტები მუსიკალურმა ლეიბლმა Tbilisi Records-მა გამოსცა. ის მოიცავს ავტორის ადრეული ნამუშევრების ორიგინალ ჩანაწერებს: მუსიკას სპექტაკლებისთვის ხანუმა (1968), ჩალის ქუდი (1966) და კომპოზიტორის ერთ-ერთ პირველ საუნდტრეკს ფილმისთვის არაჩვეულებრივი გამოფენა (1968).
ფოტო: კომპოზიტორის ოჯახის პირადი არქივიდან
ამ ვინილის ფირფიტებში შესულია საარქივო ჩანაწერები, როგორც მანამდე გამოუქვეყნებელი მუსიკის, ისე ყველასთვის საყვარელი მელოდიებისა და ნაცნობი კომპოზიციების ალტერნატიული ვერსიები, რომლებიც მსმენელისთვის პირველად ხდება ხელმისაწვდომი. კომპოზიტორის კარიერის ადრეული პერიოდის ეს ნიმუშები წარმოაჩენს მის უკვე ჩამოყალიბებულ სტილს და საფუძველს ქმნის გვიანდელი ნამუშევრებისა და შემოქმედებითი ევოლუციის შესაფასებლად. Giya Kancheli — Music For Stage & Screen VOL1 ასევე ხაზს უსვამს კომპოზიტორის განსაკუთრებულ უნარს კოლაბორაციისა, რაც მას საკვანძო ფიგურად აქცევს იმ ხელოვანთა შორის, რომლებმაც განსაზღვრეს საქართველოს შემოქმედებითი ისტორია.
ფოტო: კომპოზიტორის ოჯახის პირადი არქივიდან
გია ყანჩელი (1935-2019) XX საუკუნის უდიდესი ქართველი კომპოზიტორია. მან შექმნა ცნობილი სიმფონიური და კამერული ნაწარმოებები, თუმცა, იმავდროულად, საკუთარი კომპოზიციებით სიღრმე და სილამაზე შემატა ქართულ თეატრსა და კინოს. რეჟისორებთან, სცენარისტებთან, დრამატურგებთან და დირიჟორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ყანჩელმა ხელი შეუწყო საქართველოს მრავალფეროვანი, მულტიდისციპლინური შემოქმედებითი იდენტობის ფორმირებას.
ფოტო: კომპოზიტორის ოჯახის პირადი არქივიდან
მუსიკალური ლეიბლი Tbilisi Records შექმნილია ქართული Vodkast Records-ის გუნდის მიერ. Vodkast Records აერთიანებს ვინილის ფირფიტებისა და HiFi აუდიოტექნიკის მაღაზიებს თბილისში, ბათუმსა და ონლაინ, ასევე წარმოადგენს მუსიკალურ ლეიბლს, ივენთების სერიას და პოდკასტს.
Tbilisi Records: ლეიბლი დიდ მადლობას უხდის გია ყანჩელის ოჯახს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ამ გამოცემის შექმნაში – მუსიკოსებსა და ფოტოგრაფებს, რომელთა სახელებიც, შესაძლოა, დროთა განმავლობაში დაიკარგა, თუმცა მათი შემოქმედება მუდმივად იცოცხლობს მუსიკასა და ფოტოებში.
ფოტო: დიზაინი: სანდრო თავართქილაძე
გამოცემის შეძენა ვინილის ფირფიტებზე უკვე შესაძლებელია, როგორც Vodkast Records-ის ფიზიკურ მაღაზიებში თბილისსა და ბათუმში, ასევე Vodkast Records-ის ინტერნეტ მაღაზიაში. ამავე წლის 9 ივნისიდან ხელმისაწვდომი იქნება ფირფიტების მსოფლიოს სხვადასხვა მაღაზიაში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები