საქართველოში #1 დეველოპერი არქი და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ
ფოტო: არქი
საქართველოს წამყვანი დეველოპერული კომპანია არქი, საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეველოპერი NEXT-ი და მსოფლიოში ცნობილი სასტუმრო ბრენდი Swissôtel-ი შავი ზღვის სანაპიროზე, ქობულეთში, პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციულ კომპლექსს ერთობლივად აანონსებენ.
3 ივნისს, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის ლოკაციაზე პროექტის ოფიციალური წარდგენაა დაგეგმილი. ადგილზე სპეციალური ღონისძიება მოეწყობა და ამავე დღეს დაიწყება წინასწარი გაყიდვები.
Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი ბათუმიდან რამდენიმე წუთის სავალზეა — რეგიონში, რომელიც ტურიზმის განვითარების სწრაფი ტემპით გამოირჩევა.
პროექტი სამ მონუმენტურ შენობას მოიცავს და გააერთიანებს სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს; კომპლექსში ასევე განთავსდება საკონფერენციო სივრცე, ლობი, ლაუნჯი და ბარი, იტალიურ რესტორანი, კაზინო, 2500 კვ.მ ფართობის ფიტნესდარბაზი, სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საბავშვო გასართობი სივრცე.
ფოტო: არქი
კომპლექსის არქიტექტურულ გეგმარებაზე Chapman Taylor-ის მადრიდის ოფისმა იმუშავა. პროექტი ქობულეთის საკურორტო ზონაში უნიკალურ დასასვენებელ სივრცეს შექმნის. მისი მთავარი უპირატესობა ყველა აპარტამენტიდან ზღვის ხედებია, ხოლო კონცეფცია ბუნებრივ ლანდშაფტთან ჰარმონიულ ინტეგრაციას ეფუძნება.
პროექტის პარტნიორები სფეროს წამყვანი კომპანიები არიან. არქი გამოირჩევა ხარისხით, ძლიერი საერთაშორისო ნდობითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით. საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია NEXT-ი სპეციალიზებულია პრემიუმ კლასის ზღვისპირა უძრავი ქონებისა და ხუთვარსკვლავიანი ბრენდირებული რეზიდენციების განვითარებაში. Swissôtel-ის ჩართულობა კი სტუმრებსა და ინვესტორებს შვეიცარიული სტანდარტის მომსახურებასა და დახვეწილ დიზაინს შესთავაზებს ქობულეთის სანაპიროზე.
კომპლექსის საინვესტიციო მოცულობა 300 მილიონ დოლარს შეადგენს.
"შავი ზღვის სანაპიროზე, ქობულეთში, ეს მასშტაბური პროექტი იქნება საუკეთესო შესაძლებლობა მათთვის, ვისაც უძრავ ქონებაში კაპიტალის მომგებიანად დაბანდება ადრეულ ეტაპზე სურს. ჩვენი გუნდი საუკეთესო პროექტს სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორებს გამოცდილ და წარმატებულ პარტნიორებთან ერთად. არქისთვის, როგორც ბაზრის ლიდერისთვის, მნიშვნელოვანია, ყოველი ახალი ინიციატივით ქვეყანაში ახალი სტანდარტი დავამკვიდროთ, შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები და მნიშვნელოვნად შევუწყოთ ხელი ეკონომიკის განვითარებას“, — განმარტავს არქის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაია.
"გვიხარია, რომ ვიწყებთ ამ მასშტაბურ პროექტს. ჩვენ დიდი საერთაშორისო გამოცდილება გვაქვს, როგორც საქართველოში, ისე დუბაიში, ესპანეთსა და კენიაში, საკურორტო თუ ტურისტული დეველოპმენტის მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი სრულიად შეცვლის ქობულეთის საინვესტიციო კლიმატს და აქცევს მას მიზიდულობის ახალ ცენტრად რეგიონში. ეს იქნება გამორჩეული შეთავაზება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის“, — აცხადებს NEXT-ის დამფუძნებელი კახა დევაძე.
"გვიხარია, რომ Archi-სა და NEXT-თან თანამშრომლობით Swissôtel-ის ბრენდი ქობულეთში შემოდის. ეს პროექტი სრულად ასახავს Swissôtel-ის ხედვას, რომელიც გულისხმობს თანამედროვე პრემიუმ კლასის სტუმარმასპინძლობას, დახვეწილ დიზაინსა და მაღალი ხარისხის გამოცდილებას უნიკალურ ლოკაციაზე. გვჯერა, რომ Swissôtel Kobuleti Beach Resort რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული დანიშნულების ადგილი გახდება, როგორც საერთაშორისო მოგზაურებისთვის, ისე ინვესტორებისთვის“, — აცხადებს ფილიპ ბონი, Accor-ის განვითარების ვიცე-პრეზიდენტი CIS-ის, საქართველოს, ისრაელისა და კვიპროსის მიმართულებით.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები