ქეთევან ბაკარაძე: "ხელისუფლებამ ბიუჯეტში მოსაპარი ფული იპოვა, მაგრამ ბავშვების სიცოცხლისთვის ფული ვერ გამონახა"
პარტია გახარია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრმა, ქეთევან ბაკარაძემ ბრიფინგი გამართა. დეპუტატმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.
- ირაკლი კობახიძე: იყო საკითხი, რაშიც სახელმწიფოს დაახლოებით 30 მილიონი აქვს დახარჯული, რაც ხელშესახებ შედეგს არ იძლევა
- ირაკლი კობახიძე: [დიუშენის წამლის] თანხას პერსონალური ჯიბიდან არ ვიღებთ — ეს ხალხის ფულია, მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს
ქეთევან ბაკარაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მშობლები უკვე 43-ე დღეა მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავენ, მაღალჩინოსნები მათთან შეხვედრას თავს არიდებენ.
ბრიფინგზე დეპუტატმა მწვავედ გააკრიტიკა მმართველი გუნდის პოლიტიკა და ბიუჯეტის ხარჯვის პრიორიტეტები.
"დღეს, 1 ივნისია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ქვეყანაში გვყავს ბავშვები, რომელთა მშობლებიც უკვე 43-ე დღეა კანცელარიასთან მათ დასაცავად ათენებენ, მაგრამ ამ დრომდე არც ერთ მაღალი თანამდებობის პირს არ გამოუჩენია სურვილიც კი, შეხვედროდა მათ, მოეკითხა ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა.
დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები კვლავაც მიუწვდომელია, ყოველი დაკარგული დღე კი მათ ჯანმრთელობაზე შეუქცევად კვალს ტოვებს, მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში თანამედროვე მედიცინა ამ ბავშვებს სიცოცხლის გახანგრძლივებისა და უკეთესი მომავლის რეალურ შანსს აძლევს.
ფარისევლობაა საქართველოს ბიუჯეტით გამდიდრებული ოცნების წევრების მიერ ტრიბუნებიდან გაკეთებული განცხადებები ოჯახის სიწმინდეზე, დემოგრაფიულ გამოწვევებზე, ეკლესიურობასა და მშვიდობაზე, მაშინ, როდესაც მათ ბავშვების სიცოცხლისთვის რამდენიმე მილიონი ენანებათ.
დიახ, დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მილიარდ ლარზე მეტს ჩუქნის მათთან დაახლოებულ ენერგოკომპანიებს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, ხელისუფლება, რომელიც საკუთარი აქტივისთვის სახელფასო დანამატებს და ფულად ჯილდოებს აკანონებს, ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანაში აბსოლუტურად ყველაფრის ფასი გაზარდა, ხელისუფლება, რომელმაც ბიუჯეტში მოსაპარი და სახლში წასაღები ფული იპოვა, მაგრამ ბავშვების სიცოცხლისთვის — ფული ვერ გამონახა.
დღეს 1 ივნისია, ბავშვთა დაცვის დღე და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მიეცით ბავშვებს წამალი, გეყოთ გამბედაობა და შეხვდით მათ მშობლებს, ნუ თამაშობთ ბავშვების სიცოცხლის დღეებით. იცოდეთ, რომ მთელი ქვეყანა მათ გვერდით დგას. ხალხი აკეთებს იმას, რაც სახელმწიფოს გასაკეთებელია და გვჯერა, რომ ეს ბრძოლა დიუშენის ბავშვების გამარჯვებით დასრულდება. ვერავინ ვერ წაართმევს ბავშვებს მათ ფუნდამენტურ უფლებას — სიცოცხლეს!", — განაცხადა ბაკარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ერთ თვეზე მეტია, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები, შვილებისთვის ახალი თაობის სამკურნალო პრეპარატების შემოტანის მოთხოვნით, მთავრობის კანცელარიასთან ღამეებს ათევენ. საქართველოში ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების დიაგნოზით 80-მდე ბავშვი ცხოვრობს.
დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები სახელმწიფოსგან ოთხი ძირითადი პრეპარატის: ელევიდისის (Elevidys), ეგზონის სკიპერის (Exon-skipping), ჯივინოსტატისა (Givinostat) და ვამოროლონის (Vamorolone) შემოტანას ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მარეგულირებელმა ოთხივე მათგანზე გასცა ნებართვა, ხოლო ევროპამ — ორზე, საქართველოში მათი დანერგვა კვლავ ბიუროკრატიული და ეთიკური დისკუსიის საგანია. ხელისუფლება მედიკამენტების შემოტანაზე უარის თქმას არასაკმარისი კლინიკური გამოცდილებითა და უსაფრთხოების რისკებით ხსნის.
- ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
- მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას
- ფსიქოლოგიური ცენტრი "სინაფსი" დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს
- რატომ ღირს დიუშენის დაავადების მედიკამენტები ძვირი და გვაქვს, თუ არა "ფარმაცევტულ მაფიასთან" საქმე — მკვლევარი ზაალ კოკაია
- ანდრო ჭიჭინაძე: ბავშვებო, უკეთესობისთვის ბრძოლა ყოველთვის გამარჯვებით სრულდება!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები