თაზო დათუნაშვილი

1 Jun. 2026, 13:03

დღეს "ქართული ოცნების" სასიქადულო ხელისუფლებამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ღირსეული ნაბიჯი გადადგა ქართული ავტოკრატიის მშენებლობის და განვითარების გზაზე. ყველა დროის ყველაზე უმორალო "ქართული ოცნების" მთავრობამ რეალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, გადაწყვიტა, რომ შექმნას "მორალის პოლიცია".

მორალის სამმართველოს უდიდესი შრომის გაწევა მოუწევს, რადგან 10-კაციანი რაზმი შეეჭიდება 3 მილიონი ქართველის Facebook-გვერდის კონტროლს. დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ ამხანაგებს ამისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შრომა აუცილებლად დაუფასდებათ.

ყველაზე "ჰუმანური" შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო უკვე შექმნილია". აი, ახლა, ამ წუთებში, როდესაც მე მისმენთ, 10 თანამშრომელი თავდაუზოგავად სქროლავს სოციალურ ქსელს და ამით სქროლვა-სქრინვის სამმართველოს მთავარ ფუნქციას ასრულებს. თქვენს Facebook კედლებს ამიერიდან არა ვინმე ციცო დეიდა არამედ, "მორალის პოლიცია" გააკონტროლებს. რა ჭკუაზე ხართ, რა გონებაზე, რას აკომენტარებთ, რას წერთ და როგორი ემოცია გაქვთ. ამიტომ, მშვიდად იყავით ქართველებო!

როგორც ჩანს, "ოცნების" ახალი პოლიტიკური პროგრამა ასეთია და ძალიან მარტივი — სულ უფრო ნაკლები თავისუფლება ხალხს, მეტი მონიტორინგი, ნაკლები პასუხი რეალურ პრობლემებზე, მეტი სქრინი მოქალაქეების პროფილებიდან ხელისუფლებას!
ვაშა და ყოჩაღ მეგობრებო! ვაი, თქვენს პატრონს "ქართულო ოცნებავ!"

ახლა კი სერიოზულად — "მორალის პოლიცია" შექმნა ხელისუფლებამ, რომლის დამსახურებაა საქართველოში ქართული ენის დეგრადაცია საჯარო სივრცეში, რომლის გენერალური მდივანი, პრემიერმინისტრები, პრეზიდენტები, სხვადასხვა დროს დედას იგინებიან იმ დარბაზებში, რომლებშიც მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია,რომლებშიც მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და ა.შ ეს ადამიანები აკონტროლებენ საქართველოს მოქალაქეების ენას იმ უწყების გავლით, რომელ უწყებასაც ტვირთად ადევს რამდენიმე დღის წინ ადამიანის საჯაროდ წამება, რომელიც ვიდეოზე დაფიქსირდა და რომელიც ზოგადად სისტემურად აწამებს ადამიანებს. პოლიცია, რომელიც შენობით ელაპარაკება აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, პოლიცია, რომელიც პერმანენტულად, 24-საათიან რეჟიმში ამცირებს საქართველოს მოქალაქეებს, თურმე ეს უწყება დღეს არის სანდო იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ენა აკონტროლოს. ეს არის სამარცხვინო მოვლენა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული საქართველოს მოქალაქეების თავისუფლების შეზღუდვის გზაზე. ეს ასე არ დამთავრდება, ბოლოს მაინც ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…