უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო, იტალიაში კანიე ვესტისა და ტრევის სკოტის კონცერტები გაუქმდა
ფოტო: Getty Images
იტალიის ხელისუფლებამ ქალაქ რეჯო-ემილიაში დაგეგმილი კანიე ვესტისა და ტრევის სკოტის კონცერტები გააუქმა. მიზეზად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები დასახელდა. რეალურად, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილობრივმა ებრაულმა თემმა კანიე ვესტის კონცერტის გაუქმება მოითხოვა.
საზოგადოების აღშფოთება კანიე ვესტის არაერთმა ანტისემიტურმა, რასისტულმა და პრონაცისტურმა განცხადებებმა გამოიწვია, რის გამოც მას ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში შესვლაც კი აუკრძალეს. ამის შემდეგ, მისი კონცერტები სხვა ქვეყნებშიც გაუქმდა — მარსელში დაგეგმილი ტურნეს ნაწილი "გაურკვეველი ვადით" გადაიდო, პოლონეთში დაგეგმილი კონცერტი კი "ფორმალური და სამართლებრივი მიზეზების გამო" გაუქმდა.
2022 წელს კანიე ვესტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ებრაელების წინააღმდეგ "ომის რეჟიმს" გამოაცხადებდა. გასული წლის მაისში კი სიმღერა Heil Hitler გამოუშვა და სვასტიკიანი მაისურების გაყიდვაც დაიწყო.
საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, რეპერი შოუბიზნესის ყურადღების ცენტრში დაბრუნებას ცდილობს. მან ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში თავისი საქციელის გამო ბოდიშიც კი მოიხადა. "მე არც ნაცისტი ვარ და არც ანტისემიტი. მე მიყვარს ებრაელი ხალხი", — წერდა ის.
Ye სცენაზე ტრევის სკოტთან და სხვა არტისტებთან ერთად უნდა გამოსულიყო, მათ შორის იყვნენ The Chainsmokers, რიტა ორა და Swedish House Mafia.
რაც შეეხება ტრევის სკოტს, ის საზოგადოების მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში მას შემდეგ მოექცა, რაც 2021 წელს, ტეხასის შტატში, მომღერლის Astroworld ფესტივალზე ჭყლეტას 9-დან 27 წლამდე ასაკის 10 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით სხვა ადამიანი კი დაშავდა. ამერიკელი რეპერის გამოსვლისას, ხალხი სცენას ერთიანად მიაწყდა, რამაც საშინელი პანიკა გამოიწვია და ათასობით ადამიანი დაშავდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები