გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ევროპული მოგზაურობა გრძელდება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ფოტო: საქართველოს ბანკი
მცირე პაუზის შემდეგ გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ახალი სეზონი YouTube-ზე გრძელდება. დათო გორგილაძის საავტორო გადაცემა უცვლელი ფორმატით უბრუნდება აუდიტორიას, რომლის ფარგლებშიც მთავარი გმირები გვიზიარებენ საკუთარ ისტორიებს წარსულზე, დღევანდელობასა და იმ მომავალზე, რომელიც ჯერ მხოლოდ წარმოსახვაში არსებობს.
გადაცემა, რომელიც მაყურებლის დიდი სიყვარულით სარგებლობს, მხოლოდ ერთი სეზონის ფარგლებში გაგრძელდება.
პროექტის წარმდგენი და გენერალური სპონსორი კი კვლავ საქართველოს ბანკია.
გადაცემა, რომელიც პორტრეტის, უშუალო დიალოგისა და ჰარდ თოქის ნაზავია, ახალ სეზონში 7 ეპიზოდს გააერთიანებს და იმ ადამიანებს გაგაცნობთ, რომელთაც საკუთარი გამოცდილებით შეუძლიათ მაყურებელზე გავლენა მოახდინონ, დააფიქრონ ან მოქმედებისკენ უბიძგონ.
აღსანიშნავია, რომ გადაცემის პირველი ეპიზოდი YouTube-ზე უკვე ხელმისაწვდომია. სტუმარი ირინა აფხაიძეა, რომელიც არ გაჩერების, არ დანებების, ჟინისა და მიზანდასახულობის იდეალური მაგალითია.
"მთავარი ყოველთვის ის იყო, რომ ყოველი ეპიზოდის მთავარ პერსონაჟს ჰქონოდა ისეთი სათქმელი, ისეთი მოსაყოლი, რაც მაყურებელში რაიმე დადებით ცვლილებას გამოიწვევდა; ქმედების სურვილს, ფიქრის საბაბს, იდეებსა და ინსპირაციას მისცემდა. ზუსტად ასეთ ხალხს შევახვედრებთ მომდევნო ეპიზოდებში ჩვენს ერთგულ და არა მხოლოდ ერთგულ მაყურებლებს. ცნობისმოყვარე და ჟინიან ადამიანებს“, — აღნიშნავს დათო გორგილაძე
კითხვაზე, თუ რატომ ბრუნდება გადაცემა მხოლოდ ერთი სეზონით, წამყვანი და ავტორი გვპასუხობს:
"ქართულენოვან Youtube-ზე უკვე ძალიან ბევრი პოდკასტია, რომელიც ინტერვიუს კლასიკურ ჟანრს ერგება. თითქოს ერთიანად აზვირთდა ეს ტალღა და ჯერაც არ ჩაუვლია, პირიქით. ხანგრძლივ პაუზის ერთი მიზეზი ესეც იყო — ასე ვთქვათ, პოდკასტების პანდემიაში სახლში დარჩენა.
მე ყოველთვის იმათ რიცხვს მივეკუთვნებოდი, ვინც ფიქრობს, რომ სჯობს მაყურებელს დანაკლისის განცდა დაუტოვო, ვიდრე თავი მოაბეზრო. ამაზე ფიქრმა, ამ ვარაუდის აწონ-დაწონვამაც წაიღო დრო.
და მაინც, მთავარი ალბათ პირველი მიზეზია. მე ასე ვხედავ გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის მომავალს — არა ხშირად, იშვიათად, მონატრებითა და, რაც მთავარია, ხარისხიანად.“
თითოეული სეზონი და ეპიზოდი ბევრად უფრო დიდ სათქმელს ატარებს, ვიდრე ერთი მორიგი ინტერვიუ კარგად ნაცნობ თუ შედარებით უცნობ სტუმრებთან. რადგან ეს არის გადაცემა, რომელიც არასდროს გაჩერებულა. და რა გასაკვირია, რომ მისი მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
"მარკეტინგის არაჩვეულებრივ გუნდთან თანამშრომლობა, თავიანთი საქმის ნამდვილ პროფესიონალებთან იდეების, გამოცდილების, ხედვისა და ცოდნის გაცვლა-გამოცვლასაც მოიცავს. თან, სრული სარედაქციო დამოუკიდებლობის ფონზე და ეს მაგარია.“ — ამბობს დათო გორგილაძე.
ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ თითოეული ეპიზოდის გამოსვლას YouTube-ზე, მოვისმინოთ ისტორიები, რომლებიც ერთდროულად წარსულზე და მომავალზე დაგვაფიქრებს, და მოგვცემს მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ.
პირველი ეპიზოდის სანახავად, ეწვიეთ ბმულს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები